ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესილარი

ლარი
 | რეიტინგი 3 

ეს სტატია დავწერე 2016 წლის 15 ნოემბერს ( ზუსტად 2 კვირის წინ ). როგორც ხედავთ, მე კიდევ შევამსუბუქე ტრაგედია, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის, 2017 წელს პირველ ნახევარში ლარი დოლართან მიმართებაში 2,8-2,9 კი არა, შესაძლებელია ბევრად მეტი იყოს ( 3,5-ზე მეტი ) და უკვე ახალ წელს მიაღწიოს 2,8-2,9 ნიშნულს ( ვადები გადმოიწია ). 2,5 ნიშნული აღებულია ანუ ელიოტის მე-5 ტალღა დაწყებულია.

ძალიან სერიოზულ დევალვაციას განიცდის ჩვენი ვალუტა. 2017 წელს პირველ კვარტალს უკვე ლარი დოლართან მიმართებაში სადღაც 2,8-2,9 იქნება. დაიწყო ძლიერი მე-5 ტალღა უკვე. ახლა ნოემბრის ბოლოს ცოტა გამყარდება ლარი 2,42-2,43-მდე და მერე ისევ ჩამოვა. ნოემბრის ბოლოს სოლიდური თანხა უნდა გადმორიცხოს აზიის განვითარების ბანკმა, ამით ცოტას გაამყარებს ლარს თორემ გაგვითავდა რეზერვი. უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა და ასევე სოლიდური თანხის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში. 2017 წლის დასაწყისში უნდა დაიფაროს საგარეო ვალი და ამისთვის უნდა გავიდეს ქვეყნიდან რეკორდული თანხა (ვალის გასასტუმრებლად) . ექსპორტი მცირდება და კიდევ შემცირდება, რადგან დაწესდა შეზღუდვები ჩვენ ძირითად საგარეო პარტნიორებთან ( აზეირბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი ) . და მთავარი - აჟიოტაჟი. ატყდება აჟიოტაჟი, ხალხი დაიწყებს დოლარის პანიკურ ყიდვას, ენერგოტარიფი გაიზრდება, იმპორტირებული საქონელის ფასი გაიზრდება. მსხვილ კომპანიებს სულ რაღაც 5-6 კვირის რეზერვი დარჩა, ჯერ შეინარჩუნებენ ფასებს. ასევე ამაზე დოლარიზაციის პრიცესი ქვეყანაში, ყველას დანაზოგი აქვს დოლარში და არა ლარში. ეროვნულმა ბანკმა კი დატოვა რეფინანსირების განაკვეთი 6,5 % მაგრამ არც ეს უშველა და კი დააწესა ლარისთვის სარეზერვო ნორმა 20 %, დოლარისთვის კი 7 %, მაგრამ არც ეს უშველა. არც ანაბრის სარგებელი, რომელიც ლარში უფრო მაღალია. არადა ამ ყველაფერში მიკროსაფინსო და ონლაინ სესხებიც არიან დამნაშავე ამ პატარა ქვეყანაში 4 მილიონის სესხი არ არის დაბრუნებული მარტო მიკროსაფინასო ორგანიზაციებისთვის. 2,5 კი სხვათაშორის არის პსიქოლოგიური ნიშანი, .. მნიშვნელოვანი წერტილი. ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსზე. რა არის ფული ? ეს არის ნდობა ამა თუ იმის მიმართ. ეს ნდონა კი აქვს დაკარგული ლარს. მიზნობრივი ინფლაციას არ არის შესრულებული. თან საქართველოში არსებობს ბევრი ფინანსური პირამიდა და ბევრი ფული გადის ქვეყნიდან და ანგარიშსწორება ხდება ხელით და ბიუჯეტისთვის ეგ უცნობია. ასევე ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის შეცერებული. ხელოვნურად იყო გაჩერებული უკვე რამდენი ხანია. როდესაც მსოფლიოში 6-7 თვის წინ დოლარის კურსი 100 ნიშნულს მიაღწია, ჩვეთან ლარი გამყარდა )) და ეს არის მცოცავი (მცურავი ) კურსი ??? ან რატომ ყიდვასა და გაყიდვის შორის ეგეთი დიდი სპრედია ? ესეც სავალუტო ჯიხურების მაიმუნობაა. მოგეხსენა რომ სავალუტო ჯიხურებში 3 000 ლარამდე გადახურდავება შეიძლება პირადობის გარეშე ანუ იქ ხდება ფულის გათეთრება. ნუ ამის საშიშროება არსებობს ყოველ შემთვევისთვის. ასევე ფულის უდიდესი ნაწილი მიდის მსხვილ კომპანიებში, ავიღოთ ბანკები, კაზინოები და ..

 

 

 

 



ავტორი: დიმიტრი კირხანიდი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge