ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესიGIZ-ის დაკვეთით GLA იწყებს უნარებზე მოთხოვნის კვლევას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში

GIZ-ის დაკვეთით GLA იწყებს უნარებზე მოთხოვნის კვლევას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში
 | რეიტინგი 3 

განცხადების გამოქვეყნების თარიღი:  2021-04-14

GIZ-ის დაკვეთით GLA იწყებს უნარებზე მოთხოვნის კვლევას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში

 

 

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაკვეთით და მისი აქტიური ჩართულობით საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) იწყებს  ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროფესიულ უნარებზე მოთხოვნის კვლევას.

კვლევაში ჩაერთვება 150-ზე მეტი კომპანია ტრანსპორტის, ლოგისტიკის, წარმოების და ვაჭრობის სფეროებიდან.

კვლევის მიზანია, გამოავლინოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით  დამსაქმებელთა  ბაზრის მოთხოვნები პროფესიული განათლების განვითარების კუთხით  და დაადგინოს ამჟამად და მომავალში მოთხოვნადი პროფესიები და კვალიფიკაციები, რომელთა განვითარება საჭიროა ბაზარზე შექმნილი საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

კვლევა ჩატარდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე მონაწილე კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას ელექტრონულ გამოკითხვაში, რათა განისაზღვროს დასაქმების ბაზრის მოთხოვნები და გამოვლინდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მოთხოვნადი პროფესიები და კვალიფიკაციები. გარდა კომპანიებისა, კვლევა ასევე მოიცავს პროფესიული სასწავლებლების გამოკითხვას, რათა მოხდეს ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში არსებული პროფესიული პროგრამების შეფასება და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე განისაზღვროს მათი გაუმჯობესების,  ასევე ახალი პროგრამების შექმნის საჭიროებები.

მეორე ეტაპი მოიცავს კომპანიებთან ფოკუს-ჯგუფების ორგანიზებას, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ გამოვლინდეს მათი  მოთხოვნები ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში პროფესიული პროგრამების, განსაკუთრებით დუალური პროფესული პროგრამების კუთხით. ასევე გამოვლინდეს პროგრამების საჭირო სტრუქტურა და შინაარსი და  განისაზღვროს კომპანიებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის შესაძლო პარტნიორობის ფორმები.

პროექტის ბოლო ეტაპზე GLA და GIZ-ი ჩაატარებს ღონისძიებას, სადაც მოხდება კვლევის შედეგების გაზიარება ფართო აუდიტორიისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც დამსაქმებლები, ასევე პროფესიული სასწავლებლები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

 

 



ავტორი: საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge