ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესი2020 წლის პანდემიური კრიზისი - როგორც ახალი ეკონომიკური წესრიგის აქსელერატორი

2020 წლის პანდემიური კრიზისი - როგორც ახალი ეკონომიკური წესრიგის აქსელერატორი
 | რეიტინგი 3 

ავტორი: აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე (ეკონომიკის დოქტორი)

            

 

 

 2020 წლის პანდემიური    კრიზისი -  როგორც

 ახალი  ეკონომიკური  წესრიგის აქსელერატორი 

 

 ეკონომიკა,  ჩვენი  საერთო  „სახლია", რომლის განვითარების დონეზე პირდაპირ არის დამოკიდებული  საზოგადობის  ეკონომიკური კეთილდღეობა.  ეკონომიკური სისტემების   ფორმირებაზე   ბევრი  ფაქტორი ახდენს გავლენას. ისტორიულად  იცვლებოდა    საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები  და კონკრეტული   საწარმოო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და   საშუალებების  პირობებში    ყალიბდებოდა  ეკონომიკური სისტემები   ახალი ეკონომიკური წესრიგით. ეს ფაქტები   ისტორიულ ჭრილში კარგად შემოინახა ეკონომიკური აზრის ისტორიამ  და აჩვენა,  რომ  ეკონომიკა  ცვალებადია დროსა და სივრცეში  და მუდმივად განიცდის სისტემურ ცვლილებებს.  დღეს ჩვენი თანამედროვე  მსოფლიო საზოგადოება,  სწორედ ასეთი  ეკონომიკური ცვლილებების გზაგასაყარზეა.   ეკონომიკის სისტემური ცვლილებების  მიზეზი ხშირად გამხდარა  ომები  და პანდემიები, ასევე   სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის  „გრძელი ტალღები".   2020 წლიდან  მსოფლიოში უპრეცედენტო  მოვლენა, გლობალური პანდემია -კოვიდ 19 მძვინვარებს , რომელიც  უკვე   მეორე წელია პოზიციას არ თმობს , დროში გახანგრძლივდა და   არაპროგნოზირებადი  ეკონომიკური  რეალობის  წინაპირობებს ქმნის თანამედროვე მსოფლიოში.

 მსოფლიოს რამოდენიმე ძლიერი ეპიდემიური აფეთქება ახსოვს, რომლებიც პანდემიების სახით დარჩა მსოფლიო ისტორიაში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,  მხოლოდ ბოლო ოთხი საუკუნის ქრონოლოგიურ სურათს თუ გადავავლებთ თვალს ,  ყოველთვის    საუკუნის დასაწყისში  იწყებოდა.   ასე მაგალითად:  1720 წელს   შავმა ჭირმა ,  1820-იან წლებში ქოლერამ, 1920  წელს  ესპანურმა გრიპმა  და 2020 წელს კორონა ვირუსმა , იგივე კოვიდ-19, იფეთქა.  ამ უკანასკნელმა  გლობალურ მსოფლიო ეკონომიკაში  გამოიწვია ეკონომიკის  ხელოვნური  გაჩერება და გადაიზარდა  უპრეცედენტო პანდემიურ ეკონომიკურ კრიზისში.  პარადოქსია, მაგრამ ფაქტია,  ვირუსმა  მსოფლიო ეკონომიკა გააჩერა და  თანამედროვე  მედიცინაც უძლური  აღმოჩნდა  მის წინაშე. თუ წინა ეპიდემიური დაავადებების დროს იყო სხვაგვარი, უფრო  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური წინაპირობები იმდროინდელ მსოფლიოში,  განპირობებული  ომებით,  საყოველთაო გაჭირვებით,  ზოგადად განათლების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და   მედიცინის განვითარების დაბალი დონით, ლოგიკურად  ჩნდება კითხვები - რა ხდება დღეს? როდესაც მსოფლიო ეკონომიკური თუ სამეციერო ტექნიკური პროგრესის  ზენიტშია;  ამაღლებულია მოსახლების  ეკონომიკური კეთილდღეობის დონე  და  თავის მოვლის კულტურა,  მედიცინის მიღწევები განითარების  უმაღლეს ეტაპზეა და არაერთ, ადრე  წარმოუდგენლად რთულად დასამარცხებელ  დაავადებებთან გამკლავების ხერხები და მეთოდები უკვე  დანერგილია, მათ შორის ეპიდემიური დაავადებების ვაქცინაციის მეთოდებიც; დამარცხებულია არაერთი ეპიდემიური დაავადება,  არ დგას სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის პრობლემა, განსაკუთრებით განვითარებულ  ქვეყნებში, დაიხვეწა  მოსახლეობაში პირადი ჰიგიენის ეტიკეტი.  სამწუხარო ფაქტია,  რომ ვირუსის ახალ-ახალი შტამებისა და მუტაციის მიმართ მაინც  უძლური აღმოჩნდა თანამედროვე  მსოფლიო მედიცინის მიღწევები  და ვირუსი, რომელიც,  ცივილიზაციის პიკში, „ კომფორტის ზონაში" შესული,  21-ე საუკუნის  მსოფლიო  საზოგადოებისთვის,  ნამდვილი შოკი გახდა.

ყველას ერთნაირად  გვიწევს  გამკლავება ვირუსისაგან გამოწვეულ ჯანმრთელობის   პრობლემებთან,  თუმცა საქმიანი აქტივობის  შემცირებით   გამოწვეულ ეკონომიკურ გაჭირვებასთან   პირისპირ  განსაკუთრებით  მოსახლეობის დაბალი და საშუალო ფენა   აღმოჩნდა.     კრიზისი დომინოს პრინციპით  ყველა მაკრო ბაზარზე  აღწევს   მოთხოვნისა და მიწოდების შოკებით.  რეალური ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით, ღარიბი ეკონომიკის ქვეყნების რიცხვს  ეკუთვნის ჩვენი ქვეყანა და მიმდინარე  ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე,   ქვეყანაში  დახმარებების იმედად  დარჩენილია  დიდი  მოწყვლადი  ფენა, რაც ძალიან საყურადღებოა.

 პირველი ეკონომიკური კრიზისი 1825 წელს ინგლისში მოხდა და  აჩვენა, რომ კრიზისი, როგორც ასეთი,  საბაზრო ეკონომიკის   სახასიათო მოვლენა იქნებოდა. ამ კრიზისსაც  წინ   უსწრებდა ქოლერის ეპიდემია. თითქმის საუკუნის შემდეგ , 1920 წელს, მსოფლიოს ვირუსული ინფექცია „ესპანკა" მოევლინა, რომელსაც   ისტორიული და სამეცნიერო წყაროები პირველი მსოფლიო ომთან აკავშირებენ  (1918-1920 წწ).  ესპანური გრიპის ეპიდემიამ  დაახლოებით 70- დან 100 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა და  უმართავი ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე   პირველი  სერიოზული ბზარი გააჩინა  იმ დროისთვის   კლასიკური ეკონომიკური მოძღვრების, წმინდა საბაზრო ეკონომიკის, თვითგადარჩნისა და თვითრეგულირების მოტივებში.  სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად „ესპანკამ", როგორც ეპიდემიამ,  ხელი შეუწყო რიგით მეორე მსოფლიო ეკონომიკური  კრიზისის  ფორმირებას, რომელიც  ამერიკაში  დაიწყო  არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად  და შემდგომ მთელ  ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც  გავრცელდა  (1929-1933 წწ) და „დიდი დეპრესიის „ სახელით  შევიდა ისტორიაში. ამ მოვლენამ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ,  გამოიწვია   საფინანსო სექტორის  გაკოტრება,  მაღალი  უმუშევრობის დონე,  ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის დაცემა  და  10 წელზე მეტი დრო დასჭირდა (1929-1939წწ), მეორე მსოფლიო ომის გათვალისწინებით,  რომ  შესაძლებელი  გამხდარიყო მათი 1929 წლის დონემდე აყვანა.

„დიდი დეპრესიის“    გახანგრძლივებამ,  მანამდე მოქმედი, ადამ სმიტის   წმინდა საბაზრო ეკონომიკის მოდელი  და  „უხილავი ხელის“ თუ „ლესე ფერ „  თეორიები , არაეფექტიანი გახადა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის დასარეგულირებლად. ეს გახდა  ჩიხი, რომელმაც  ნათლად  აჩვენა  თავისუფალი  საბაზრო ეკონომიკის მართვის სირთულე გრძელვადიან პერიოდში,   განსაკუთრებით თვითდინებაზე   მოძრავი საბაზრო ძალების პირობებში, რომელიც იმ პერიოდისთვის,  მე-20 საუკუნის  30-იან  წლებამდე იყო დამახასიათებელი.  წმინდა საბაზრო ეკონომიკის  სისტემური ცვლილებისთვის დროული და  შესატყვისი  აღმოჩნდა ჯონ მეინარდ კეინსის  მოძღვრება  „რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის მოდელის “  შესახებ.    ეს     თეორია   რევოლუციური გარღვევა იყო   ეკონომიკური აზრის ისტორიაში, რადგან მისი მთავარი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ერთობლივი მოთხოვნა , რომელიც გაზირდება საოჯახო მეურნეობების,  ფირმებისა (ორგანიზაციების) და სახელმწიფოს მოთხოვნებზე, არის  ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და   ამ  ძალთა  სრულ წონასწორობაში მოყვანა შეუძლებელია  ჩარევის გარეშე.   ეკონომიკური წრებრუნვის პროცესში თავისუფალ ბაზრებს, რომლებიც  გამორიცხავენ ყოველგვარ ჩარევას ინსტიტუციონალურ დონეზე,  არ გააჩნიათ თვითრეგულირების მექანიზმი და შესაბამისად არ შეუძლიათ უზრუნველყონ  ისეთი  მაკროეკონომიკური ძალებისა თუ მოვლენების  მართვა, როგორებიც არის: ინფლაცია, უმუშევრობა, ეკონომიკური ციკლის ფაზები,  ეკონომიკური ზრდა, ფასების სტაბილიზაცია და სხვა.  საბაზრო ეკონომიკის ისტორიული გამოცდილებით,  წამყვანი  ქვეყნების, თუნდაც აშშ-ს მაგალითზე  თუ ვიმსჯელებთ,   „არაადეკვატური  ერთობლივი მოთხოვნა-მიწოდება“  მაკრო ბაზრებზე  აჩვენებს, რომ   გრძელვადიან პერიოდში  გარდაუვალია მაღალი უმუშევრობა, შემოსავლების შემცირება,  ეკონომიკური რეცესია, ქრონიკული დეპრესია, ან სტრაგნაცია.  გამოსავალი მხოლოდ სამთავრობო  ჩარევის  გზით მაკროეკონომიკური პოლიტიკის სწორად  გატარებაშია, ურთიერთდამოკიდებული აგრეგატული  მაჩვენებლების ადეკვატური განაწილება-რეგულირებისთვის,  როგორებიც არის:   საოჯახო მეურნეობების , საინვესტიციო, სამთავრობო და წმინდა ექსპორტის ხარჯები,    რათა მოხდეს  მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლის, მთლიანი შიდა პროდუქტის,  ზრდის  უზრუნველყოფა.     „დიდი დეპრესიის“    გახანგრძლივებამ,  მანამდე მოქმედი, ადამ სმიტის   წმინდა საბაზრო ეკონომიკის მოდელი  და  „უხილავი ხელის“ თუ „ლესე ფერ „  თეორიები , არაეფექტიანი გახადა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის დასარეგულირებლად. ეს გახდა  ჩიხი, რომელმაც  ნათლად  აჩვენა  თავისუფალი  საბაზრო ეკონომიკის მართვის სირთულე გრძელვადიან პერიოდში,   განსაკუთრებით თვითდინებაზე   მოძრავი საბაზრო ძალების პირობებში, რომელიც იმ პერიოდისთვის,  მე-20 საუკუნის  30-იან  წლებამდე იყო დამახასიათებელი.  წმინდა საბაზრო ეკონომიკის  სისტემური ცვლილებისთვის დროული და  შესატყვისი  აღმოჩნდა ჯონ მეინარდ კეინსის  მოძღვრება  „რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის მოდელის “  შესახებ.    ეს     თეორია   რევოლუციური გარღვევა იყო   ეკონომიკური აზრის ისტორიაში, რადგან მისი მთავარი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ერთობლივი მოთხოვნა , რომელიც გაზირდება საოჯახო მეურნეობების,  ფირმებისა (ორგანიზაციების) და სახელმწიფოს მოთხოვნებზე, არის  ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და   ამ  ძალთა  სრულ წონასწორობაში მოყვანა შეუძლებელია  ჩარევის გარეშე.   ეკონომიკური წრებრუნვის პროცესში თავისუფალ ბაზრებს, რომლებიც  გამორიცხავენ ყოველგვარ ჩარევას ინსტიტუციონალურ დონეზე,  არ გააჩნიათ თვითრეგულირების მექანიზმი და შესაბამისად არ შეუძლიათ უზრუნველყონ  ისეთი  მაკროეკონომიკური ძალებისა თუ მოვლენების  მართვა, როგორებიც არის: ინფლაცია, უმუშევრობა, ეკონომიკური ციკლის ფაზები,  ეკონომიკური ზრდა, ფასების სტაბილიზაცია და სხვა.  საბაზრო ეკონომიკის ისტორიული გამოცდილებით,  წამყვანი  ქვეყნების, თუნდაც აშშ-ს მაგალითზე  თუ ვიმსჯელებთ,   „არაადეკვატური  ერთობლივი მოთხოვნა-მიწოდება“  მაკრო ბაზრებზე  აჩვენებს, რომ   გრძელვადიან პერიოდში  გარდაუვალია მაღალი უმუშევრობა, შემოსავლების შემცირება,  ეკონომიკური რეცესია, ქრონიკული დეპრესია, ან სტრაგნაცია.  გამოსავალი მხოლოდ სამთავრობო  ჩარევის  გზით მაკროეკონომიკური პოლიტიკის სწორად  გატარებაშია, ურთიერთდამოკიდებული აგრეგატული  მაჩვენებლების ადეკვატური განაწილება-რეგულირებისთვის,  როგორებიც არის:   საოჯახო მეურნეობების , საინვესტიციო, სამთავრობო და წმინდა ექსპორტის ხარჯები,    რათა მოხდეს  მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლის, მთლიანი შიდა პროდუქტის,  ზრდის  უზრუნველყოფა. 

 

 

 ფრანკლინ  რუზველტმა ეს რევოლუციური იდეა წარმატებით დანერგა იმდროინდელი ამერიკის  მაკროეკონომიკურ მოდელში,  ( მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოდან )  რამაც ამერიკა ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ  აქცია, სწრაფი ეკონომიკური ზრდით.          

 ჯონ მეინარდ კეინსის, როგორც   მაკროეკონომიკური მოძღვრების ფუძემდებელის თეორიებში (1883-1946), „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორიის შესახებ" და „ტრაქტატი ფულზე",  საუკეთესოდ  ჩანს  ახალი მიდგომები ეკონომიკური ანალიზის მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა  და მოვლენების პროგნოზირებაში, როგორც გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდებში. კეინსმა, რომელიც ითვლება  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის „ინტელექტუალურ მამად", პირველმა  განსაზღვრა მეგაეკონომიკურ დონეზე  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დამყარებაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მნიშვნელობაც .   ომის შემდგომი საერთაშორისო მონეტარული სისტემის  შექმნის  შესათანხმებლად, ბრეტონ ვუდსის     შეხვედრის  საფუძველზე დაარსდა  საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი  და  ხელი მოეწერა გენერალურ შეთანხმებას ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ. მოგვიანებით, 1945 წელს  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია,  როგორც თანამედროვე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია-გაერო.

  ისტორიის გადმოსახედიდან,  ნათლად ჩანს, რომ ეს საერთაშორისო  პოლიტიკურ-ეკონომიკური და საფინასო ინსტიტუტები,  რომელთა მისიაც არის  მსოფლიო  სამშვიდობო და ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება,  ამ ხნის მანძილზე მსოფლიოს ეკონომიკური ექსპანსიის მესაჭენი გახდნენ, რაც გლობალიზაციის   და ერთპოლუსიანი მსოფლიოს პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა  და ნათელს ხდის რომ მსოფლიო იმართება ერთი  ცენტრიდან.

 ჯონ მეინარდ კენსისეული  რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის მოდელიც     დადგა  სისიტემური ცვლილებების  ზღვარზე,  მორიგი ეკონომიკური კრიზისის   დროს  (1973-1975წწ),  როდესაც   სტაგფლაციურმა კრიზისმა დაისადგურა ამერიკისა და  დასავლურ კაპიტალისტურ  ქვეყნებში და  მონეტარისტული ეკონომიკური პოლიტიკის მიმდევრებმა ეჭვქვეშ დააყენეს  საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკით  ეკონომიკის რეგულირების გზები.  სწორედ  ამიტომ  მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ამერიკელი ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის, მონეტარისტული  თეორია ძალიან აქტუალური  გახდა.  ამ თეორიის    მთავარია პრინციპია  ცენტრალური ბანკების დახმარებით,  რეფინანსირების განაკვეთის რეგულირების გზით, რეალურ ეკონომიკაზე ზემოქმედება და ამ გზით  ინფლაცის  შეკავება.   მიუხედავად მონეტარისტების ძალისხმევისა, ამერიკაში მაინც მოხდა 2008 წლის  იპოთეკური  კრიზისი.

 2007-2008 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც    შემდგომ პერიოდშიც  გაგრძელდა ,   უკვე   „დიდი რეცესიის" სახელით  დამკვიდრდა  სამეცნიერო-ლიტერატურულ  და  ექსპერტულ წყაროებში,  ხოლო  2020 წლიდან  მას მსოფლიო პანდემია -კოვიდ -19 დაემატა და   პანდემიურ კრიზისში   გადაიზარდა.     

 როგორც ჩანს, მსგავსი ცვლილებების  მიზეზები თავად ეკონომიკური სისტემების ფორმირებისა და განვითარების ფაზებში და კანონზომიერებებშია  ჩადებული.    ეკონომიკის ციკლის ფაზებიდან ყველაზე  საყურადღებოა როგორც გახანგრძლივებული კრიზისი, სტაგნაცია, ქრონიკული დეპრესია, ისე  გახანგრძივებული პიკი. ეს უკანასკნელი  დიდი ალბათობით  ძირითადად არის ეკონომიკის  „გადაწვის„ მიზეზი  გაზრდილი ინფლაციის ფონზე და გადადის  რეცესიაში, რაც უფრო ხანგრძლივია რეცესია და მასშტაბური,  მით უფრო ლოგიკურია იყოს  „დიდი რეცესია" . ამ დროს სამთავრობო გადაწყვეტილებები მიმართულია ეკონომიკის „გაგრილებისკენ „ ან „ ქამრების  მოჭერის „ პოლიტიკისკენ,  შესაბამისი ფისკალური ,  ფულად- საკრედიტო  პოლიტიკის, ასევე სისტემური ცვლილებების  გატარებს გზით,   თუმცა   საყურადღებოა ის კანონზომიერება,  ეკონომიკური კრიზისები  გრძელვადიან პერიოდში  რთულად ემორჩირება რეგულირებას.  თუ   კეინსის  ფრთიან გამონათქვამს   „ გრძელვადიან პერიოდში, ყველანი  დავიღუპებით „   ცოტა იუმორით და  მეტი  ოპტიმიზმით   გავიაზრებთ,   ნიშნავს, რომ  გრძელვადიან პერიოდში რთულია  ეკონომიკის  გადარჩენა  სისტემური ცვლილებების გარეშე, რაშიც ომებსა და პანდემიებს გარკვეული აქსელერატორის  ფუნქცია აკისრია.      

 სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის გრძელმა ტალღამ, რომელმაც  გასტანა თითქმის  ნახევარ საუკუნეზე მეტი, (მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან    70 წელი),  ამასთანავე  გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან   სოციალისტური   ბანაკის ძირითადი ბირთვის დაშლის შედეგად,  „ ერთპოლუსიანმა"   და  გლობალურმა  მსოფლიო ეკონომიკამ ,  საერთაშორისო ორგანიზაციების  რეკომენდაციებისა და ფინანსური   ვალების   ქვეშ  მოაქცია    მსოფლიოს უამრავი , როგორც ძლიერი, ისე სუსტი ეკონომიკის ქვეყანა,  ბევრ კარგ  შედეგთან ერთად,  მაგალითად მსოფლიო პოლიტიკურ -ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა,  ბევრი  პრობლემაც დააგროვა, მაგალითად, გარე  ვალების გაზრდა და  პროტექციონისტური ეკონომიკური პოლიტიკის შესუსტება.   გლობალურმა მიწოდების ჯაჭვებმა  და ტრანსეროვნული ორგანიზაციების    სტრატეგიებმა ,  ჭარბწარმოებამ , ინფლაციამ ,  ეკონომიკურმა პიკმა, ფაქტობრივად გადაწვა  მსოფლიო ეკონომიკა  და  შექმნა არა მარტო სოციალურ- ეკონომიკური, არამედ დიდი ეკოლოგიური პრობლემებიც.  მიუხედავად ჭარბწარმოებისა , მაინც დაუძლეველი დარჩა უმუშევრობის, ინფლაციის,  სიღარიბის,  დევნილთა და მიგრანტთა  პრობლემები და  ა.შ, რასაც  დაემატა  ატმოსფეროს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ბევრი ეკოლოგიური  საფრთხე.

ამ მხრივ კომპეტენტური  მსოფლიო  ორგანიზაციები  2015 წლიდან  თანხმდებიან იმაზე, რომ  21-ე  საუკუნიდან  ეკონომიკა მხოლოდ ბუნებასთან ჰარმონიაში  უნდა განვითარდეს და ეს არის სამყაროს   გადარჩენის ერთადერთი გზა.  

 როგორც ვხედავთ ყოველი მოულოდნელი და ახალი ეკონომიკური მოვლენა, გვაფიქრებს რაშია გამოსავალი.  ავირჩიოთ  ღია თუ  პროტექციონისტური  ეკონომიკური  პოლიტიკა? გლობალიზაცია თუ დეგლობალიზაცია? უკან სმიტის თეორიებისკენ, თუ დავრჩეთ კეინსიის მოძღვრების ერთგული, ან იქნებ მონეტარისტული თეორია იყოს გამოსავალი უკეთესი ეკონომიკის შესაქმნელად?.  ჩამონათვალი ეკონომიკური თეორიებისა შორს წაგვიყვანს.    გავყვეთ  სტატიის ძირითად თეზისს,  ეკონომიკის საქმიანი ციკლის  ცვლილებებზე თუ როგორ  მოქმედებს როგორც შიგა ისე გარე ფაქტორები;     სისტემურ ცვლილებებთან    და ახალ  ეკონომიკურ  წესრიგთან  თუ რა კავშირი აქვთ პანდემიებს.

 

 

 

 

 



ავტორი: აიდა ქიტაშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge