ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესიჭარბმოსახლეობის პრობლემა, პანდემია და ჰიბრიდული ომი - XXI საუკუნის მსოფლიო გამოწვევები

ჭარბმოსახლეობის პრობლემა, პანდემია და ჰიბრიდული ომი - XXI საუკუნის მსოფლიო გამოწვევები
 | რეიტინგი 3 

ავტორი:  აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე (ეკონომიკის დოქტორი  )

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ მსოფლიო დონის კონვენცია  და  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 2015 წელს მიღებული დადგენილება „მოსახლეობის ზრდის პერსპექტივების შესახებ“,   განსაკუთრებით საყურადღებოა საერთაშორისო თანამშრომლობის  კონვენციებს შორის,   რადგან მათში    იკვეთება  მსოფლიო   ჭარბმოსახლეობის კრიტიკული დონის  პრობლემის აქტუალობა,  რომლის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობა, რომელიც  არსებული მდგომარეობით,   7.4 მილიარდია, ექსპერტული შეფასებებითა  და პროგნოზით, 2030 წლისთვის 8,3 მილიარდი იქნება, 2050 წლისთვის  9,7 მილიარდი.  [1]

ექსპერტული შეფასებებით,  ეს შედეგი  ძირითადად  მიღწეულია  საერთაშორისო დონის სამშვიდობო  შეთანხმებებითა და   თანამედროვე სამედიცინის მიღწევების  გზით,  მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და  სიცოცხლის ხანგრძლივობის  საშუალო დონის გაზრდით.  თუმცა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ   მსოფლიო   სამომხმარებლო ბაზრებზე გაზრდილი  სამომხმარებლო  მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით წრფივი, სწრაფადმზარდი  ეკონომიკური მოდელი, ჭარბწარმოება და  ბუნებრივი რესურსების არარციონალური გამოყენება,  სულ უფრო წინააღმდეგობაში მოდის გარემოს დაცვის აქტუალურ თემებთან და  ხელს უწყობს გარემოს დაბინძურებას,  რაც თავის მხრივ   წარმოშობს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებით  გამოწვეულ  რიგ პრობლემებს, გლობალური დათბობის,   ნაყოფიერი  მიწების ეროზიის, გაუდაბნოების ,  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების  შემცირების, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების მარაგების შემცირების  და სხვა უამრავი პრობლემის  ჩათვლით, რაც   ახლო მომავალში  კიდევ უფრო გაართულებს   მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების  პრობლემას. 

 

[1] 1.Legal regulation of the circular economy and ecology: current issues

https://www.shs-conferences.org/articles/shsconf/pdf/2020/17/shsconf_cc2020_04003.pdf

განვითარებულ  ქვეყნებში, სადაც საბაზრო ეკონომიკის  თითქმის ორსაუკუნოვანი გამოცდილება  დაგროვდა,  უდაოა , რომ  ეკონომიკური კეთილდღეობის დონე  ძალიან მაღალია. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან,    განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში ყველაზე ადრე იჩინა თავი,  ბუნების დეგრადაციის პრობლემებით და ეკოლოგიური კატასტროფებით გამოწვეულმა საფრთხეებმა.   აი რას წერდა  თეოდორ   რუზველტი.მე-20 საუკუნის დასაწყისში  ამასთან დაკავშირებით:

“ ბუნებრივი რესურსების ფართო გამოყენებით ჩვენ გავმდიდრდით და შეგვიძლია ვიამაყოთ, მაგრამ დადგა დრო ვიფიქროთ  რა მოხდება როცა გაქრება ტყეები, გამოილევა ქვანახშირი, რკინა, ნავთობის მარაგი, ხოლო მდინარეებთან ახლოს  გაღარიბებული და გამორეცხილი ნიადაგები  დაიწყებენ წყლების დაბინძურებას, გაშიშვლდება მინდვრები და დაიბლოკება ნავიგაცია.“ [4]

ბუნებრივი რესურსების მრავალწლიანმა და ინტენსიურმა  ექსპლოატაციამ   ბიოსფერო თვითმოსპობის რისკის ქვეშ აღმოაჩინა. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ატმოსფეროს    დაბინძირების პრობლემა  CO2-ით და სხვა მომწამლავი აირებით, რაც საშიშროებას უქმნის  სიცოცხლეს.

ბუნების  პრობლემების  საერთაშორისო კვლევის შედეგები  მსოფლიო დემოგრაფიული პოლიტიკის პერსპექტივებთან  მიმართებით , 40 წლის წინ  გამოშვებულ სამეცნიერო ნაშრომში „ ბუნების დაცვა“  , ვკითხულობთ,  პლანეტას 11 მილიარდამდე ადამიანის დატევა შეეძლება 2040 წლისთვის, თუ 20 წლით ადრე დაიწყება რეგულირება  საშუალოდ 4 სულიანი ოჯახების ფორმირებით, შესაძლებელი იქნება  მზარდი  ჭარბმოსახლეობის  პრობლემის  აღმოფხვრა,   წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია  2050 წლისთვის,  აზიური ქვეყნების ხარჯზე, მსოფლიო მოსახლეობის ზრდა 16-დან 28 მილიარდამდე [4].

ყველაზე პესიმისტური პროგნოზით შეიძლება  ატმოსფეროში  ჟანგბადით  უკმარისობის  პრობლემა 100 წლის შემდეგ დადგეს.  გარემოში უბრუნებადი ჟანგბადის ყოველწლიური ხარჯის 1%-ით გაზრდის შემთხვევაში, შესაძლოა 700 წლის მანძილზე  ამოიწუროს მისი საერთო მარაგის 2/3; ხოლო 10%-ით გაზრდის შემთხვევაში,  შეიძლება შემცირდეს კრიტიკულ ზღვრამდე [4].  კაცობრიობა, მთელი ხმელეთის მიერ წარმოებული ჟანგბადის 23 % ხარჯავს    და გამოყოფს ნახშირორჟანგს   დედამიწაზე არსებული ცოცხალ ორგანიზმებთან  შედარებით  ყველაზე მეტი რაოდენობით,  რა თქმა უნდა მანქანების გამონაბოლქვის,  თბური გაზების, ლპობადი ნარჩენების და სხვა დამაბინძურებლებთან ერთად. 

როგორც ჩანს  თანამედროვე მსოფლიო, მიუხედავად სამეცნიერო ტექნიკური პროგრესისა, ცოცხალი ბუნების  გადარჩენის საფრთხის წინაშეა და რაც საუკუნეების მანძილზე ხელშეუხებელი იყო, ბოლო  ორი საუკუნის აქტიური  ეკონომიკური ექსპანსიის შედეგად   ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდა , მრავალი ნეგატიური  პრობლემით და აქტუალობას არ კარგავს  არც  თომას  მალთუსის  კონცეფცია გლობალური შიმშილის საფრთხეზე.

ბუნების დაცვის მეცნიერულ კონცეფციებს შორის  ცნობილია  ორი უკიდურესი თვალსაზრისი ბუნებასთან   საზოდაგოებრივ-ეკონომიკური  განვითარების წინააღმდეგობის გადალახვის  შესაძლებლობებზე,   „ერთნი ტექნიკური პროგრესის შეჩერებას  და ან კიდევ ბუნებასთან ერთიანობის ნახევრად პირველყოფილი მდგომარეობასთან დაბრუნებას გვთავაზობენ, ხოლო მეორენი თანამედროვე ბუნების მთლიან შეცვლას ახალი ტექნოსფეროთი, საკვებით , ჟანგბადით და არსებობისთვის აუცილებელი სხვა საშუალებებით“ [4].

როგორც  ვხედავთ, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის   30-იანი წლებიდან იკვლევდნენ  ბუნების მკვლევარები ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილების გზებს,   რაც დღევანელ  მსოფლიოში    ასევე  არ დაუკარგავს  აქტუალობა   და   ბევრი პარალელი იკვეთება .   მაგალითად, ამ გადმოსახედიდან    პლანეტის გადარჩენის ერთ-ერთ უკიდურეს ალტერნატივას ძალიან ჰგავს  ილონ მასკის ექსპერიმენტები, ახალი ტექნოსფეროს შექმნასთან და კოსმოსის ათვისებასთან  მიმართებით,  ხოლო  მეორე მხრივ  2020 წლის პანდემიური კრიზისის  შემდგომი   ახალი ეკონომიკური წესრიგის დამკვიდრება,  სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ახალ გრძელ ტალღაზე-ბიოეკონომიკაზე გადასვლა, რომლის მთავარი მიზანია  ისეთი კლასტერების გააქტიურება, რომლებიც უფრო მეტად არიან ბუნებასთან ჰარმონიაში, მათ შორის ერთ-ერთია ბიოფარმაცევტული წარმოება.   მსოფლიო ფარმაცევტული წარმოება ერთერთი სწარაფადმზარდი და მაღაშემოსავლიანი დარგია, რაც კიდევ უფრო გაიზრდება ბიოეკონომიკის პირობებში.  პერმანენტული ბიოლოგიური ომები,  მსოფლიოს  დონის  ფარმაცევტული ინდუსტრიების მქონე ქვეყნებს  დამატებით შემოსავლებს მოუტანს   ფართო ბიომასის,  მათ შორის ადამიანების,  მასობრივი იმუნიზაციის პროგრამებიდან გამომდინარე.  ხოლო პერიოდულად გაჩერებული    ეკონომიკური აქტივობები, ცხოვრებისეული   წესჩვეულებების შეცვლა- რესურსების უფრო რაციონალური გამოყენების მიზნით,  ხელს შეუწყობს     დედამიწის  ბიოსფეროს  გადარჩენას  ეკოლოგიური კატასტროფისგან, თუმცა    გრძელვადიან პერიოდში  შეიძლება  გამოიწვიოს   ომები,  მასობრივი სიღარიბე,  ეკონომიკის შენელებული  ზრდა. 

როგორც  ჩანს,  კოვიდ 19-ით გამოწვეული  მსოფლიო  ეკონომიკური კრიზისი  და შემდგომ მიმდინარე  მოვლენები,თავისი  უნიკალურობიდან გამომდინარე, ბევრ კითხვას ბადებს. საერთაშორისო თუ ადგილობრივი  ექსპერტული  წყაროებიდან, ორი სცენარი შეიძლება გამოვკვეთოთ. პესიმისტური სცენარის თანახმად, რაც უფრო გახანგრძლივდება და  გამოიკვეთება  ჰიბრიდული, მათ შორის ბიოლოგიური ომების პერმანენტული საფრთხე,  მით უფრო  მეტად დაზარალდება მსოფლიო ეკონომიკა და შეიძლება გამოიწვიოს მრავალწლიანი  ჰუმანიტარული კრიზისიც კი.  რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს,  მის თანახმად    პანდემიის დამარცხება  და ეკონომიკის   დაბრუნება   პანდემიამდელ ნიშნულზე,   მოხდება, თუ   მოკლე დროში   იქნება შესაძლებელი  მასობრივი ვაქცინაცია  და ეკონომიკის  სწრაფი ზრდა.    მაგრამ,    არც ის უნდა დავივიწყოთ,   რაც მსოფლიო პანდემიის   „მმართველებმა“,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  ხელმძღვანელის, დახმარებით გააჟღერეს, რომ პანდემიის შემდგომი   ეკონომიკური რეალობა ვეღარ  იქნება აქამდე არსებული  წრფივი ეკონომიკის  მოდელზე აგებული ,  რადგან   კოვიდამდე არსებული   მსოფლიოს განვითარების წრფივი ეკონომიკის მოდელი  ეწინააღმდეგება 2015 წლის მსოფლიო დონის კონვენციას   ციკლურ ეკონომიკაზე    გადასვლასთან დაკავშირებით, რომელმაც   უნდა დააჩქაროს მსოფლიოში  სისტემური ეკონომიკური ცვლილებები   და  დაამკვიდროს ახალი ეკონომიკური წესრიგის კონტურები,  დადებითად  იმოქმედოს ეკოლოგიური პრიმატის დაცვაზე და  საზოგადოებისა და ბუნების  ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე.

როგორც გამოჩნდა ,  პანდემია და ვირუსებთან ომი,   სწრაფად გადაიზარდა ცხელი ომის ფაზაში,  რუსეთ-უკრაინის  გახანგრძლივებული  ომის ფონზე, მარკეტინგულ და საბაზრო ომებში,    რასაც დღესაც დასასრული არ უჩანს.  თუ საუკუნის წინანდელ ისტორიას გავიხსენებთ, ომები და პანდემიები ხშირად ანაცვლებდნენ ერთმანეთს.  მაგალითად, გასული საუკუნის  20-იანი წლებიდან  სწორედ  მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გავრცელდა ეგრეთ წოდებული ესპანკას ეპიდემია.  სამწუხაროდ ამ ისტორიულ მოვლენებს შორის  მსგავსების ალბათობა  არსებობს.  პანდემიის შემდგომი ეკონომიკური რეალობა რომ სხვანაირი იქნება,   ეს დაანონსებულიც   იყო,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. თუმცა  უფრო საინტერესო იქნება  შევეცადოთ პასუხი  გავცეთ  ამ დიდ პრობლემას ეკონიმიკური თვალსაზრისით,    თუ  როგორი იქნება   მომავლის ეკონომიკის  კონტურები.  ისტორიულ გამოცდილებაში კარგად არის გამოკვეთილი და  შესწავლილი ეკონომიკური ციკლის განვითარების კანონზომიერება  საბაზრო ეკონომიკის პირობებში. გრძელვადიან  პერიოდში  ღრმა კრიზისების დაძლევა   რთულია და   თანამედროვე  რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის  მოდელი  „დიდი რეცესიიდან“ სისტემური ცვლილების გარეშე  აქაც ვერ გამოვა.   გასათვალისწინებელია ისიც, რომ პანდემიური კრიზისით გამოწვეული   შეზღუდვები    მეტ  საპასუხისმგებლო მოთხოვნებს უყენებს  თავისუფალ ბიზნესს,  იკვეთება ისეთი კონტურებიც, როდესაც  სისტემატური ჩაკეტვებიდან  გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს  ბევრ დარგსა თუ სფეროში თამაშგარე მდგომარეობაში  აყენებს , ახდენს გარკვეული დარგებისა და ინდუსტრიების  გაჩერებას, ზოგიერთის კი, პირიქით,  წინწაწევას. სახეზეა დასავლური ტრანსნაციონალური კომპანიების მხრიდან   რეგიონული და ლოკალური  ბაზრების  დატოვების   მაგალითები,  პანდემიურმა პოლიტ-ეკონომიკურმა კრიზისმა გაზარდა კერძო  ფირმების გაკოტრების რისკები   და   სახელმწიფოს, როგორც   ეკონომიკური  განვითარების  მესაჭის  და   მთავარი  ფინანსური დამხმარის  როლი .  ეს  ცვლილებები ხდება არა მარტო მაკროეკონომიკურ , არამედ  მეზო და მეგაეკონომიკურ დონეზე.

 

 

  საყურადღებოა  ის ფაქტიც,    რომ   ბევრი  პარალელის გავლება შეიძლება  დღეს თანამდროვე მსოფლიოში მიმდინარე   გამოწვევებს შორის. 

1. გლობალურ  მსოფლიო  ეკონომიკა   „დიდი რეცესიის“    ფაზაშია,  რომელიც   სისტემური ცვლილებების გარეშე   ჩამოშლის ზღვარზეა . 

 2.  2020 წლიდან კოვიდ 19 -ით გამოწვეული  პანდემიური კრიზისი,   რომელიც აკძალვებით ცდილობდა  ადამიანების გადარჩენას და მთავრობები  ერთი სცენარით  და ხელოვნური ჩარევის გზით  აჩერებდნენ  თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას,  რომ არ გაზრდილიყო დაინფიცირების რისკი,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვერდიქტით დროებით დასრულდა  და  მალევე  გადაიზარდა   რუსეთ-უკრაინის  შეიარაღებულ ომში,  რომელიც ასევე  დიდ საშიშროებას უქმნის მსოფლიო მშვიდობას.

     რაც უფრო გახანგრძლივდება პოსტპანდემიური  ჰიბრიდული ომის მასშტაბები, მით უფრო  დაჩქარდება სისტემური  ცვლილებები   და ახალი პოლიტ-ეკონომიკური  წესრიგი, რომელიც   დიდი ალბათობაა,  რომ  გახანგრძლივებული პროცესი იქნება.

   3. მესამე დიდი გამოწვევა  გახლავთ  დედამიწაზე დაგროვილი  ეკოლოგიური პრობლემები. დედამიწის  ბიოსფეროს გადასარჩენად ყველა სახელმწიფო და საერთაშირისო ორგანიზაცია გაერთიანებულია  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური დათბობისა  და ატმოსფეროს  დაბინძურების შესაჩერებლად,  რადგან  რესურსების მარაგები  ილევა, მათ შორის,  ჟანგბადის,  ხოლო  კლიმატის ცვლილება ეკოლოგიურ კატასტროფებს აძლიერებას.    დედამიწის  ბიოსფეროს  გადარჩენის შესახებ  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  2015 წლის  საერთაშორისო კონვენციით მიღებული გადაწყვეტილება  ითვალისწინებს, ადამიანთა მობილობის მაქსიმალურად შემცირებას,    გამონაბოლქვი სითბური  და მავნე აირების შემცირებას ატმოსფეროში, ციკლურ ეკონომიკაზე გადასვლას და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის შემცირებას  2050 წლამდე პერიოდისთვის . ასევე  საყურადღებოა დადგენილება „მოსახლეობის ზრდის პერსპექტივების შესახებ“, სადაც ჭარბმოსახლეობის  პრობლების  რეგულირება   კვლავ აქტუალურია.  

      ფაქტების კონსტატირება გვაფიქრებს, რომ თანამედროვე  მსოფლიო ომშია არა მხოლოდ ვირუსებთან,  არამედ რამოდენიმე  ფლანგზე  ვიბრძვით-    ბიოლოგიურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ,  პოლიტიკურ,  საინფორმაციო,  რაც ცალსახად ჰიბრიდული ომის ნიშნებია.

სწორედ ამიტომ, მოსალოდნელ ცვლილებებთან მეტი  ადაპტაციისთვის   აუცილებელია   მომავლის ეკონომიკის  საბაზრო მოდელებისა და  მოწინავე ქვეყნების  გამოცდილების  გაზიარება,  ახალი ეკონომიკის არსისა და პერსპექტივების შესახებ  საზოგადოების ფართო ფენებთან მუდმივი  კომუნიკაცია,  რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია არსებობდეს ხელმისაწვდომი . თანამედროვე  ეკონომიკური მოდელებიდან  აღსანიშნავია  ბიო-ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა, ციკლური ეკონომიკა,   მათ ბევრი საერთო აქვთ და ერთ  მიზანს ემსახურებიან,   უზრუნველყოფენ    მეტ მდგრად განვითარებას და    ბუნებასთან  ჰარმონიას.

საჭიროა მეტი მუშაობა, რომ თითოეულმა ინდივიდმა  გაარკვიოს   ახალი ეკონომიკური წესრიგიდან  წამოსული მოთხოვნები და პირობები, რათა იპოვოს   საკუთარი ადგილი ახალ ეკონომიკაში, მოიპოვოს ინფორმაცია პერსპექტიულ საქმიანობებზე  და    უფრო  ადაპტური  გახდეს პანდემიური კრიზისით  გამოწვეული  შეზღუდვების მიმართ .  საჭიროა  ეკონომიკურმა სუბიექტებმა, სახელმწიფო მმართელობითი  ინსტიტუციებთან ერთად იცოდნენ  თუ რა ძირითადი პრინციპები და დეტერმინანტები ექნება  მოდიფიცირებულ  ეკონომიკურ სისტემას,  მათ შორის საკუთრების ფორმა, კონკურენციის ტიპი,   მენტალური  ცვლილებები საზოგადოებრივ და კულტურულ ღირებულებებში. 

 

19.11.2022.

1.Legal regulation of the circular economy and ecology: current issues

https://www.shs-conferences.org/articles/shsconf/pdf/2020/17/shsconf_cc2020_04003.pdf

2.L’économie circulaire, état des lieux et perspectives

https://www.vie-publique.fr/sites/default/files/rapport/pdf/154000005.pdf

3.Les économistes mis en quarantaine

https://theconversation.com/les-economistes-mis-en-quarantaine-137435

4.ბუნების დაცვა,გამომცემლობა განათლება . თბილისი 1985

 

 

 



ავტორი: აიდა ქიტაშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge