ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესირა არჩევანს სთავაზობს არქი ისნის რაიონში ბინის შეძენის მსურველებს?

რა არჩევანს სთავაზობს არქი ისნის რაიონში ბინის შეძენის მსურველებს?
 | რეიტინგი 3 

საქართველოში ლიდერ დეველოპერულ კომპანია არქის მშენებარე და დასრულებული პროექტები თბილისის ყველა უბანში აქვს. კომპანიამ 17-წლიანი გამოცდილების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 45 პროეექტი წარმატებით დაასრულა, ხოლო ამ ეტაპზე 22-ს აშენებს. არქი გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით და თავის მომხმარებელზე ზრუნვით. შესაბამისად,  არქის პროექტების მიმართ ინტერესი დიდია. ამჯერად ჩვენ გიამბობთ, რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია ისნის რაიონში. 

არქის მიმდინარე პროექტი ისანში

ისანი განვითარებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და სავაჭრო ცენტრებით ერთ-ერთი მოთხოვნადი უბანია . ამ რაიონში ბინის შეძენის მსურველებს კომპანია ერთ მიმდინარე პროექტს სთავაზობს - არქი ისანი 2 გამწვანებულ და მშვიდ ადგილას, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შენდება. 17-სართულიანი სახლის მოსაპირკეთებლად უმაღლესი ხარისხის მასალაა გამოყენებული. საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა დახვეწილი და თანამედროვე ექსტერიერით.  მაცხოვრებლებს მრავალფეროვან, მათ კომფორტზე მორგებულ ბინებთან ერთად დახვდებათ გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო, ღია და დახურული ავტოსადგომი.

დასრულებული კომპლექსი არქი ისანი

საცხოვრებელი კომპლექსი არქი ისანი მეტროსადგურ ისნიდან სულ რაღაც 2 წუთის სავალზე, ჰიპერმარკეტ „კარფურის" გვერდით მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს 5 საცხოვრებელ სახლს. არქი ისანში ინფრასტრუქტურა სრულყოფილადაა განვითარეული და მორგებულია მაცხოვრებლების კომფორტზე. კომპლექსი მოიცავს 10 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, საბავშო სივრცეს, სპორტულ მოედანს, ღია და დახურულ ავტოსადგომს. არქი ისანის დიდ, გამწვანებულ ეზოში ხშირად იმართება გასართობი ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობა.

არქის მიერ გამოყენებული სამშენებლო მასალები

არქი ყველა პროექტის მშენებლობისას ევროპული ბრენდების მიერ წარმოებულ მასალებს იყენებს. მათ შორისაა, გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, შენობობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს. იტონგით აშენებული შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, ეს კი კომუნალური ხარჯების შემცირებას იწვევს. არქის სახლების სიმყარის გარანტია მსოფლიოში ლიდერი ბრენდის ჰაიდელბერგცემენტის მაღალი ხარისხის ბეტონია. 

მათ, ვისაც ბინის შეძენა სურთ არქიში კომფორტული გადახდის პირობები ელოდებათ, რაც 12 წლამდე განვადებას და მომხმარებელზე მორგებულ გრაფიკს გულისხმობს. ბინის შესაძენად არაა სავალდებულო წინასწარ თანხის შეტანა. არქი ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით: პერსონალური ასისტენტები ყველა მომხმარებელს დაეხმარებიან სასურველი აპარტამენტის შერჩევაში, გააცნობენ გადახდის პირობებს და მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ. ნებისმიერ პროექტში ბინის შესაძენად და დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22 

 


ავტორი: არქი

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge