ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიაფორს–მაჟორი, ფორს–მაჟორული ვითარებები

ფორს–მაჟორი, ფორს–მაჟორული ვითარებები
 | რეიტინგი 3 

ეს არის საგანგებო, გადაულახავი, ვითარებები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი ეკონომიკური ხელშეკრულების მონაწილეთა ნებასურვილსა და მოქმედებაზე, რომელთა წარმოშობითაც მონაწილეები აღმოჩნდებიან უუნარონი შეასრულონ მათ მიერ აღებული ვადლებულებები. ფორს-მაჟორულ ვითარებებს განეკუთვნება: ხანძრები, მიწისძვრები, წყალდიდობები, სხვა სტიქიური უბედურებები. ფორს-მაჟორული ვითარებების წარმოშობა ათავისუფლებს მონაწილეს, ხელშეკრულების შემსრულებელს, პასუხისმგებლობისაგან მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას სტაბილური საზოგადოებრივი კვლავწარმოება, მათო შორის მომატებული რისკის სფეროებში, საზოგადოებამ უნდა შეიმუშაოს რისკთან ბრძოლის შესაბამისი დამცავი მექანიზმი. რისკების მართვის სხვადასხვა მეთოდებს შორის გამოსაყოფია დაზღვევა, რომელიც როგორც ფინანსური სისტემის შემადგენელი, ხელს უწყობს ეკონომიკის სტაბილიზაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგალითად, უკრაინისათვის. მისი ეკონომიკის რეფორმირება და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, აჩენს უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ და სხვა პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტისას მოსალოდნელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები.

წინამდებარე ნაშრომში დგება სწორედ რისკის, როგორც კატეგორიის,  განხილვისა  და იმ ძირითადი მეთოდების განსაზღვრის ამოცანა, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა სახის დანაკარგების მინიმიზაციას.


სადაზღვევო რისკი: არსი და კლასიფიკაცია.

რისკის ქვეშ იგულისხმება სიტუაცია, როდესაც თუმცა ცნობილია თითოეული შედეგის ალბათობა, მაინც შეუძლებელია საბოლოო შედეგის სწორად განჭვრეტა. დაზღვევას საფუძვლად უდევს სადაზღვევო რისკი, რომელიც არაერთგვაროვანი დებულებაა. მაგრამ, ყველაზე ხშირად, მის ქვეშ იგულისხმება ზარალის მიღების ალბათობა. რისკი წარმოადგენს სადაზრვევო ურთიერთობების წარმოშობის ობიექტურ წინაპირობას: თუ არ არსებობს რისკი - არც არის დაზღვევის აუცილებლობა. თუმცა, ყველა რისკი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად სადაზღვევო ურთიერთობებს. დაზღვეული შეიძლება იქნას მხოლოდ ის რისკი, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, განისაზღვროს შესაძლო ზარალის ოდენობა და გამოითვალოს ექვივალენტური სადაზღვევო პრემია.

სადაზღვევო შემთხვევა - ეს არის შეთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია სადაზღვევო ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით, რომელიც მოხდა და რომლის დადგომითაც ჩნდება დამზღვეველის ვალდებულება გადაუხადოს დასაზღვევს, დაზღვეულს  ან სხვა მესამე პირს დაზღვევის თანხა (სადაზღვევო ანაზღაურება). თავისი არსით, ადამიანთა საზოგადოების ცხოვრების ნებისმერი  სფერო დაკავშირებულია რისკის წარმოშობასთან ან დანაკარგების საფრთხესთან, როგორც მატერიალურის, ისე ფიზიკურის.

სუფთა და სპეკულაციური რისკი. რისკი - ეს არის დანაკარგების საფრთხე. მათი ანაზღაურება ფიქსირდება ფულადი კომენბსაციით, რომელსაც სასამართლო ავალებს გადაეხადოს პროცესის მომგებ მოსარჩელეს. მაგრამ ყველა ზარალი არ ანაზღაურდება. დაზღვევას საქმე აქვს ძირითადად სუფთა რისკთან, რომელიც არის რისკი, რომელიც ვარაუდობს მხოლოდ დანაკარგების ალბათობას. ასე, მაგალითად, თოვლის ზვავი წარმოადგენს რისკის ისეთ სახეობას, რომლის წინასწარ განჭვრეტას  ან თავიდან აცილებას ვერ შეძლებს ვერანაირი ფიზიკური ან იურიდიული პირი. სხვა სიტყვებით, მიწისძვრის ან ხანძრისმაგვარი ნებისმიერი კატასტროფა ძვირად უჯდება იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი თავს დაატყდა, მაგრამ მათი არარსებობა არ იწვევს შემოსავლების ზრდას.

სუფთა რისკი შეიცავს მხოლოდ ზარალის საფრთხეს, მოგების ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე. მეორეს მხრივ, სპეკულაციური რისკი აჩენს მოგების მიღების პერსპექტივას, რაც, პირველ რიგში, უბიძგებს ადამიანებს ბიზნესისაკენ. ნებისმიერი ბიზნესი გულისხმობს, რომ ფულის კეთებისას შეიძლება მისი დაკარგვაც. სპეკულაციური - ეს არის რისკი, რომელიც ვარაუდობს როგორც მოგებებს, ისე დანაკარგებს.

სუფთა და სპეკულატიურ რისკებს შორის განსხვავების გასაგებად, განვიხილოთ კომპანია „შუა-გრინ-ინტერნეშნლ"-ის მაგალითი, რომელიც აწარმოებს გორგოლაჭებიან ციგურებსა და დაფებს. როდესაც 70-იანი წლების ბოლოს მოზარდები მოულეოდნელად მოიცვა გორგოლაჭებიანი ციგურებით გატაცებამ, კომპანიის პრეზიდენტის 24 წლის ვაჟმა გადაწყვიტა თვითონ გაეკეთებინა ციგურების წყვილი, რომლებიც მან მიამაგრა „ადიდას"-ის ფირმის სპორტულ ფეხსაცმელს. შედეგად მიიღო ფეხსაცმლის სრულიად ახალი სახობა - „ჯოგერები", რომლებმაც შეცვალეს ტრადიციული აწეულცხვირიანი ფეხსაცმელები. არ არსებობდა არავითარი გარანტია, რომ საზოგადოება უპირატესობას მისცემდა ახალ ციგურებს, მაგრამ კომპანია მზად იყო გაერისკა. მასიურ წარმოებაში ახალი ფეხსაცმლის ჩაშვება შეიცავდა სპეკულაციური რისკის დიდ წილს, რომელმაც საბოლოო ჯამში გაამართლა, როდესაც 8 თვეში კომპანია გახდა ციგურების წამყვანი მწარმოებელი. იმავდროულად, კომპანია „შუა-გრინი" განიცდიდა სხვადასხვა სახეობის სუფთა რისკის საფრთხეს. ხანძრებს, წყალდიდობებს ან მიწისძვრებს შეეძლოთ ფაბრიკის განადგურება; საწყობიდან შეიძლებოდა მოეპარათ ყველა მარაგი; ავარიაში მოხვედრილიყვნენ საქონლის გადამტანი სატვირთოები; შეიძლებოდა ვინმე დაშავებულიყო წუნიანი ციგურებით. ეს რომ მომხდარიყო, კომპანია ვერაფერს ვერ მოიგებდა. უკეთეს შემთხვევაში , ის შეეცდებოდა ზარალის თავიდან აცილებას. საბაზრო მეურნეობისათვის დამახასიათებელი გაურკვევლობა შესაძლებელს ხდის სპეკულაციური რისკის არსებობას და განვითარებას. სპეკულაცია განსკუთრებით ბირჟებზეა განვითარებული. განასხვავებენ ბირჟებზე სპეკულაციური საქმიანობის 3 ხერხს: 1. საქონლის ყიდვა, მისი შენახვა გარკვეული ვადით და შემდეგ მისი გაყიდვა. საქონლის ყიდვისას სპეკულანტი იმედოვნებს ფასების მატებას. თუ ფასები კი არ გაიზრდება, არამედ დაიწევს, სპეკულნატი ნახავს ზარალს; 2. ვადიანი (ფიუჩერული) კონტრაქტების დადება, როდესაც გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ინვესტორი იღებს თავის თავზე ვალდებულებას იყიდოს ან გაყიდოს საბირჟო საქონლის გარკვეული რაოდენობა დღეს განსაზღვრულ ფასად. მაგრამ. თუ ფასები დაიწევს, ის იზარალებს. 3. ოფციური კონტარქტის დადება. ოფციონი - ეს არის კონტრქტი, რომლის შესაბამისად ინვესტორი ყიდულობს უფლებას მომავალში იყიდოს ან გაყიდოს საქონელი იმ ფასად, რომელიც დღესაა დადგენილი. ამ ხერხის სპიციფიკა იმაშია, რომ ინვესტორს შეუძლია თავის უფლების რეალიზება ან არრეალიზება თავის სურვილის მიხედვით, რომელსაც განსაზღრავს ვითარება. თუ მოლოდინების მიუხედავად, გასაყიდი ფასი დაიწევს, ინვესტორი თავის უფლებას არ გაუკეთებს რეალიზებას. ამ შემთხვევაში, მართალია, ის დაკარგავს იმ ნაწილს, რომელიც ჰონორარის სახით გადაუხადა მაკლერს მასთან კონტრაქტის გაფორმებისას.  ოფციონური კონტრაქტი სპეკულაციის უფრო უსაფრთხო (ნაკლებად რისკიანი) ხერხია ვადიან კონტრქტთან შედარებით, რადგანაც ზარალი შეიძლება იყოს მხოლოდ მაკლერის ჰონორარის ტოლი.

ვადიანი კონტრაქტებიცა და ოფციონი გამოიყენება ჰეჯირების განხორციელებისას - საწარმოო და სავაჭრო ფირმების წარმოებისა და ვაჭრობის ბირჟის საშუალებით დაზღვევისას. ჰეჯირება გამოიყენება ფასების არახელსაყრელი ცვლილებებისას რისკის შესამცირებლად, მაგრამ არ იძლევა ფასების ხელსაყრელი ცვლილებების გამოყენების საშუალებას. ჰეჯირების ოპერაციების დროს რისკი არ ქრება, მაგრამ იცვლის თავის მატარებელს: მწარმოებელი მას გადაამისამართებს ბირჟის სპეკულანტზე, რადგანაც მას რისკის მიმართ ანტიპათია აქვს. სპეკულანტი იღებს რისკს თავის თავზე, რადგანაც თავისი არსით ის რისკის მოყვარულია.

დაზღვევადი და არადაზღვევადი რისკები.  სუფთა რისკების უმეტესობა (მაგრამ არა ყველა) ექვემდებარება დაზღვევას; უნდა ითქვას, რომ სპეკულაციური რისკები არ იზღვევა. არადაზღვევადია რისკი, რომლის დაზღვევასაც ერიდება სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა იმის გამო, რომ შეუძლებელია მასთან დაკავშირებული დანაკარგების წინასწარ გათვლა. შესაძლებელია დაზღვევის ყიდვა ისეთი სტიქიური უბედურებებისაგან, როგორიცაა წყალდიდობა ან მიწისძვრა, მაგრამ, სადაზღვევო კომპანიები ყოველთვის უხალისოდ, თუ მეტად არა, განიხილავენ თანამშრმლობის შესაძლებლობას ისეთ შემთხვევებში, როდესაც რისკი დაკავშირებულია მთავრობის აქციებთან ან საერთო ეკონომიკურ სიტუაციასთან. ისეთი განუსაზღვრელი ფაქტორები, როგორებიცაა ცვლილებები კანონმდებლობაში და ეკონომიკური რყევები, გადიან დაზღვევის ფარგლებს გარეთ.

            ზოგჯერ არადაზღვევადი რისკები ხდებიან დაზღვევადი, როდესაც გროვდება მონაცემების საკმარისი რაოდენობა მომავალი დანაკარგების ზუსტი შეფასებისათვის. თავდაპირველად სადაზღვევო კომპანიები უხალისოდ აზღვევდნენ ავიამგზავრებს, მაგრამ ათწლეულeბის შემდეგ ეს რისკი გახდა წინასწარ გამოცნობადი.

არადაზღვევად  რისკებს  განეკუთვნება: 1. საბაზრო რისკები - ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ გამოწივიონ საკუთრების ან შემოსავლის დაკარგვა, ისეთები, როგორებიცაა ფასების სეზონური ან ციკლური ცვლილებები, მომხმარებელთა გულგრილობა, მოდის ცვლილებები, და უფრო მაღალხარისხიანი საქონლის შემთავაზებელი კონკურენტი. 2. პოლიტიკური რისკები - ისეთი მოვლენების წარმოშობის საფრთხე, როგორებიცაა მთავრობის შეცვლა, ომი, თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, დაუსაბუთებელი ან გადამეტებული გადასახადები, ვალურის თავისუფალი გაცვლის შეზღუდვები. 3. საწარმოო რისკები - ისეთი ფაქტორების საფრთხე, როგორებიცაა დანადგარების არაეკონომიური მუშაობა, ნედლეულის რესურსების ნაკლებობა, ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობა, გაფიცვები, გაცდენები, სამსახურებრივი კონფლიქტები. 4. პირადი რისკები - ისეთი ფაქტორების საფრთხე, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე განქორწინების მიზეზით, განათლების უკმარობა, სამუშაოს შოვნის შეუძლებლობა და სამხედრო სამსახურში ჯანმრთელობის დაკარგვა.

დაზღვევადი რისკი - ეს არის რისკი, რომლისთვისაც ადვილად განსაზღვრადია დასაშვები დანაკარგების დონე, და ამიტომაც სადაზღვევო კომპანია მზად არის მათი ანაზღაურებისათვის.

დაზღვევად რისკებს განეკუთვნება:

1.                  ქონებრივი რისკები - უბედურებისაგან დანაკარგების წარმოქმნის საფრთხე, რომლებიც იწვევენ საკუთრების პირდაპირ და ირიბ დაკარგვას.

2.                  პირადი რისკები - დანაკარგების წარმოშობის საფრთხე ნაადრევი სიკვდილის, შრომისუუნარობის, მოხუცებულობის შედეგად.

3.                  რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ პასუხისმგებლობასთან - დანაკარგების წარმოშობის საფრთხე შემდეგ მიზეზთა გამო: ავტომანქანით სარგებლობა, შენობაში ყოფნა, საქმიანობის სფერო, საქონლის წარმოება, პროფესიული შეცდომები.

დაზღვევადი რისკი, რომლის  საკუთარ თავზე აღებისთვისაც მზად არის სადაზღვევო კომპანია, ჩვეულებრივ, პასუხობს შემდეგ მოთხოვნებს:

1.                  დაზღვევადი საფრთხე არ შეიძლება იყოს წინასწარგანზრახული ქმედებების შედეგი. ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიები არ იხდიან იმ ზიანზე, რომელიც წინასწარი განზარხვით არის მიყენებული თვითონ დაზღვეული ფირმების და პირის მიერ, მისი განკარგულებით ან საქმის კურსში ყოფნით. თუმცა, ასეთი პოლისი ითვალისწინებს ზარალის დაფარვას, თუ ცეცხლს აჩენს ფირმის თანამშრომელი.

2.                  ზარალი ექვემდებარება დათვლას, და დანახარჯები დაზღვევაზე უნდა იყოს  ეკონომიურად გამართლებული. მოგების მისაღებად, სადაზღვევო კომპანიებს უნდა გააჩნდეთ მონაცემები დანაკარგების სიხშირეზე და სერიოზულობაზე, რომელსაც იწვევს მოცემული უბედურება. თუ ეს ინფორმაცია მოიცავს დროის დიდ პერიოდს და ეფუძნება შემთხვევების დიდ რაოდენობას, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ საკმაოდ ზუსტად განსაზღვრონ, თუ რა დანაკარგები გაჩნდება მომავალში.

3.                  რისკის ერთი სახეობა უნდა მოიცავდეს მსგავსი შეთხვევების დიდ რაოდეობას. რაც მეტი შემთხვევა მოხვდება მოცემულ კატეგორიაში, მით მეტია ალაბათობა იმისა, რომ მომავალი დაადასტურებს სადაზღვევო კომპანიის პროგნოზებს. ამიტომაც, სადაზღვევო კომპანიები უფრო მეტი ხალისით იღებენ თავის თავზე რისკებს, რომლებსაც აწყდება ბევრი ფირმა და კერძო პირი. მაგალითად, ხანძარი - ეს არის საერთო საფრთხე, რომელიც ემუქრება პრაქტიკულად ყველა შენობას, და ამის გამო ხანძრისგან დაზღვევა არ იწვევს სიძნელეებს.

4.                  რისკი ერთდროულად არ უნდა ეხებოდეს ყველა დაზღვეულს. თუ სადაზღვევო კომპანია არ მოიცავს დიდ გეოგრაფიულ ზონებს ან მოსახლების ფართო ფენებს, მაშინ მხოლოდ ერთმა კატასტროფამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მას მოუწევდა გადახდა ყველა თავის პოლისზე.

5.                  დაზღვეულისათვის პოტენციური ფინანსური დანაკარგები საგრძნობი უნდა იყოს. სადაზღვევო კომპანია ვერ მისცემს  საკუთარ თავს საკანცელარიო მუშაობის უფლებას, რომელიც დაკავშირებულია წვრილი სადაზღვევო მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან (დაზღვეული პირების განაცხადებისა ზარალის ანაზღაურების შესახებ). ამიტომ, ბევრი პოლისი შეიცავს მუხლს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სადაზღვევო კომპანია გადაიხდის ზარალის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც აღემატება პოლისში აღნიშნულ თანხას. ეს არის ე. წ. არადაზღვევადი ნაშთი, რომელიც წარმოადგენს ზარალის მთელი თანხის რაღაც ნაწილს, რომლის გადახდაზეც თვითონ დაზღვეულია თანახმა. ასე რომ, რისკების ზემოთ განხილული  კლასიფიკაციას გააჩნია უშუალო მნიშვნელობა რისკების მართვის პროცესისათვის.

 

შესაძლო რისკის შეფასება

            დანაკარგების მინიმიზაციის პროცესს, რომელიც შეიძლება განიცადოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უკონტროლო მოვლენების გამო, რისკის მართვა ეწოდება. რისკის იმ სფეროებს, რომლებშიც არსებობს  დანაკარგების პოტენციური ალაბათობა, შესაძლო დანაკარგების ზონა ეწოდება. ისინი 4 კატეგორიად იყოფა:

1. საკუთრების დაკარგვა (როგორც ნივთიერი, ისე არანივთიერი აქტივების განადგურება ან გატაცება); 2. შემოსავლის დაკარგვა (უბედური შემთხვევის გამო შემონატანების შემცირება ან დანახარჯების გაზრდა); 3. სხვა პირების წინაშე იურიდიული პასუხისმგებლობა, რომელიმე კომპანიის თანამშრმლების ჩათვლით; 4) კომპანიის წამყვანი თანამშრომლების დაკარგვა (უბედური შემთხვევების ან სიკვდილის გამო).

   ერთ მოვლენას შეუძლია  რამდენიმე სახის დანაკარგების გამოწვევა. მაგალითად, ტანკერის ავარიის შედეგად, როდესაც ზღვაში იღვრება ნავთობი და ის დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება, ზარალობს ის კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ეს ტანკერი და იკლებს მისი მოგებები წყლის გაწმენდის ხარჯების გაზრდის გამო. გარდა ამისა, კომპანია განიცდის დანაკარგებს, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ პასუხისმგებლობასთან ამ ავარიით დაზარალებული სხვა პირების სარჩელების გამო.

 რისკის მართვის პროგრამა მოწოდებულია მინიმალური დანახარჯებით რისკისგან მაქსიმალურად დაცვისაკენ. ის მოიცავს:

1) რისკის შეფასებას; 2) რისკის მართვის ისეთი ზომების შერჩევას, რომლებიც გააერთიანებდნენ დანაკარგების დაზღვევასა და მათი თავიდან აცილების მეთოდებს; და 3) ამ ზომების ცხოვრებაში გატარებას და მათი შესრულების კონტროლს.

შესაძლო რისკის შეფასებას განვიხილავთ მაგალითზე. ავიღოთ ერთერთი რისკის მრავალი სფეროდან, რომელსაც აწყდება რბილი სათამაშოების მწარმოებელი. ლაპარაკია პასუხისმგებლობაზე პროდუქციის ხარისხზე. ჯერ ერთი, აუცილებელია ზუსტად გარკვევა, შეუძლია თუ არა რბილ სათამაშოს მომხმარებლისათვის ზიანის მიყენება  (ყველაზე სავარაუდოდ, ბავშვისათვის) და რა სახის. არსებობს ასეთი საფრთხეების უამრავი სახეობა: ბავშვი შეიძლება დაიხრჩოს თვალის ღილით, შეჭამოს ამოსატენი, მას შეიძლება გაუჩნდეს ალერგიული რეაქცია ნებისმიერ მასალაზე, რისგანაცაა დამზადებული სათამაშო.

მეორეც, კომპანიამ უნდა გამოავლინოს ყველა დეფექტი სათამაშოების წარმოებასა და მარკეტინგში, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ფიზიკური ზიანი; მაგალითად, ბავშვს შეუძლია გაუჩნდეს ალერგიული რეაქცია სათამაშოზე, თუ მასალები, რომლებისგანაც არის ის დამზადებული, არასაკმარისადაა შემოწმებული ალერგენებზე, თუ წარმოების პროცესში სათამაშოში მოხვდა მინარევები, ან თუ ის ცუდადაა შეფუთული (რაც გარეშე ნივთიერებების შეღწევის შესაძლებლობას აჩენს).

მესამე, მწარმოებელს შეუძლია გაანალიზოს შესაძლო დანაკარგების ყველა ვარიანტი და გამოითვალოს მისი რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობასთან. რადგანაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, თუ როგორ შეუძლია მოცემულ ნაწარმა მიაყენოს ზიანი ადამიანს ან ქონებას, რამდენად ძნელია ასეთი დანაკარგების ზუსტად დადგენა, რისკების მართვის სპეციალისტს უწევს მიახლოებითი შეფასებებით დაკმაყოფილება.

განხვიხილოთ შესაძლო რისკის შეფასება მისი  კიდევ ერთი სფეროდან - გარემოს დაბინძურების საფრთხიდან. რისკის სავარაუდო შეფასება გულისხმობს წინა მრავალწლიანი პერიოდის ავარიების რეპრეზენტატიულ სტატისტიკას. იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია გარემოში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის (ნარჩენების) მოცულობების დადგენა წინა რამდენიმე წლის განმავლობაში, ასევე გარემოს დაცვის კანონმდებლობის დარღვევისათვის გადასახადების (მათ შორის ჯარიმები) დათვლა, პერსპექტიულია ეკოლოგიური საფრთხეების შეფასებების გამოყენება თითოეული შესასწავლი ობიექტის „საქმიანი წვლილის" დონით გარემოში მავნე ნივთიერებებით დაბინურების სტრუქტურაში.

როდესაც არ არსებობს სრული ინფორმაცია ეკოლოგიური ავარიების შესახებ, არც დაბინძურების წილოვან სტრუქტურაზე,  გამოიყენება ფაქტორული ნიშნების გამოყოფის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ექსპერტების შეთანხმებულ შეხედულებებს ყოველი მათგანის გავლენაზე რეზულტატური ნიშნის სიდიდეზე. ეკონიმიკური ზარალის სიდიდე გარემოს ავარიული დაზიანებისაგან წარმოადგენს საწარმოებისა და წარმოებების ეკოლოგიურად სახიფათოდ, სახიფათოდ და ნაკლებად სახიფათოებად დაყოფის  ბაზას. ეკოლოგიურად განსაკუთრებით სახიფათო და  სახიფათო საწარმოებისა და წარმოებების ჩამონათვალს ადგენს ეკოლოგიური აუდირების სამსახური და მტკიცდება სახელმწიფო დონეზე.

მას შემდეგ, რაც შეფასდება რისკის მასშტაბები, განიხილება მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ყველა შესაძლო და არსებული მეთოდი.


რისკის მართვის მეთოდები

ეკონომიკურ თეორიაში მიღებულია სხვადასხვა დონის რისკებთან ბრძოლის მეთოდების ერთობლიობის სამ ჯგუფად დაყოფა: პრევენციულად, რეპრესიულად, კომპენსაციურად.

პრევენციული მეთოდების ქვეშ იგულისხმება ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართულია გაუთვალისწინებელი დამანგრეველი მოვლენების თავიდან ასარიდებლად ზარალის ალბათობისა და ზომის შესამცირებლად (მაგალითად, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ინფექციური დაავადებების თავიდან აცილება და ა. შ.). პრევენციული ღონისძიებები ეფუძნება რისკის კონტროლს, როგორც დანაკარგების მინიმიზაციის მეთოდს.

რისკის კონტროლის პროცესის დროს გამოიყენება შემდეგი ხერხები:

1. რისკისაგან თავის არიდება - მცდელობის განხორციელება მოცემული სახეობის დანაკარგების შესაძლებლობის სრულად აცილებისათვის. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რისკისაგან თავის არიდება უაღრესად გაძნელებულია.

ჩვენთვის უკვე ცნობილ მაგალითზე რბილი სათამაშოების მწარმოებელ კომპანიაზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მწარმოებელს მხოლოდ მაშინ შეეძლო  იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილება ბავშვებში შესაძლო ალერგიულ რეაქციებზე, თუ უარს იტყოდა ასეთი სათამაშოების წარმოებაზე, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, კომპანია უსაქმოდ დარჩებოდა.

2. დანაკარგების თავიდან აცილება - შეიძლება იყოს კონკრეტული დანაკარგების შემცირების (მაგრამ არა სრულად) მცდელობა. მაგალითად, რბილი სათამაშოების მწარმოებელს შეუძლია  ბავშვებში რბილ სათამაშოებზე ალერგიული რეაქციების საფრთხის წარმოქმნის მინიმიზება წარმოების დაწყებამდე იმ მასალების ანალიზით, რომლებისგანაც ისინი მზადდება.

            ჩვეულებრივ, რისკის სხვა ზონებში იღებენ ისეთ ზომებსაც, როგორებიცაა ცეცხლმაქრობები ხანძრისაგან გამოწვეული ზარალის თავიდან ასაცილებლად, კარებზე საიდუმლო საკეტები ქურდობების თავიდან ასაცილებლად და საკონტროლო მოწყობილობა ავარიების ასაცილებლად.

3. დანაკარგების მინიმიზაცია - იმ წესების დაცვით, რომლებიც მთავრობის მიერ კანონმდებლობითაა დადგენილი. ასე შეიძლება საჯარიმო სანქციების თავიდან აცილება რაიმე ინციდენტის შემთხვევაში.

4. რისკი კონტროლის სხვაზე გადაცემა - ეს არის რისკის თავიდან აცილების საშუალება სხვა პირისათვის ან პირთა ჯგუფისათვის ა) რეალური საკუთრების ან საქმიანობის ან ბ) რისკზე პასუხისმგებლობის გადაცემით.

   მაგალითად, ფირმას შეუძლია გაყიდოს შენობა რისკის თავიდან ასარიდებლად, რომელიც დაკავშირებულია საკუთრების ამ სახეობასთან. ასეთი ზომები გვაგონებენ რისკების თავიდან აცილებას. მაგრამ ასევე შესაძლებელია რისკის თავიდან აცილება პასუხისმგებლობის, ანუ თვითონ რისკის გადაცემით.

მაგალითად, მეიჯარეს შეუძლია სახლის მფლობელის დარწმუნება, აიღოს საკუთარ თავზე მისი საკუთრებისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი.

საკუთრების გადაცემის იდეა ჩადებულია აგრეთვე რისკის დაფინანსების ტექნიკაში, რაზეც ქვემოთ იქნება ლაპარაკი.

            რისკის მართვის რეპრესიული მეთოდები, ძირითადად მიმართულია უკვე მიმდინარე სტიქიური უბედურების ჩახშობაზე (მაგალითად, ბრძოლა ხანძართან, წყალდიდობასთან) ან რაიმე სხვა დაზიანებებთან.

            რადგან ყოველთვის უფრო მომგებიანია ზიანის არდაშვება, ვიდრე მისი ანაზღაურება, საზოგადოება, უპირველესად, დაინტერესებულია თავიდან აცილების ქმედებებით. თუმცა ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური მიზეზებით. საზოგადოებას არ შეუძლია ქარიშხლების, მიწისძვრების, გვალვისა და სხვა უბედურებების თავიდან აცილება. ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია სტიქიური უბედურებების თავიდან აცილების მეთოდები, მაგრამ ისინი აღემატება საზოგადოების რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ამასთან დაკავშირებით ჩნდება რისკთან კომპენსატორული გზით ბრძოლის მოთხოვნილება.

კომპენსაციური  ხასიათის ღინისძიებებს განეკუთვნება თვითდაზღვევა, ბანკის კრედიტები და თვითონ დაზღვევა. თითოეულს ამ სამი მეთოდებიდან აქვს თავისი ღირსებები და ნაკლი. ამიტომ, სამეურნეო სუბიექტი იყენებს მათ ერთობლივად ან გარკვეული კომბინაციით.

თვითდაზღვევა - ეს არის მექანიზმი, რომლითაც კომპანია აზღვევს საკუთარ თავს,  ზარალის დასაფარად სახსრების დამოუკიდებლად დაგროვებით. თვითდაზღვევა კრიტიკულ მომენტში არა ფულის, არამედ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მაგალითად, გარკვეული ჯიშისა და კონდიციის თესლეულის) დაგროვების საშუალებას იძლევა; მაგრამ მას გააჩნია მკაფიოდ გამოკვეთილი ეკონომიური საზღვრები, მისი საშუალებით შეუძლებელია დიდი დანაკარგების კომპენსაცია, რადგანაც სახსრები, რომელთა ამოღებაც შეუძლია საწარმოს ბრუნვიდან, არ არის შეუზღუდავი.

რისკის დაფინანსება შეიძლება ხორციელდებოდეს საბანკო კრედიტის ხარჯზეც. საბანკო კრედიტი დანაკარგების ანაზღაურების მძლავრი წყაროა, მაგრამ ის გულისხმობს სახსრების უკან დაბრუნებას. მისგან განსხვავებით, დამზღვევის ფინანსური გარანტია ვრცელდება ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო სახსრები, რომლებიც მიღებულია სადაზღვევო ფორმის სახით, დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ამასთან დაკავშირებით, დაზღვევა წარმოადგენს ზარალის კომპენსაციის ძირითად მეთოდს. დაზღვევა ანაზღაურებს ზარალს (ან მის ნაწილს) ფულადი სახით, მაგრამ არ ანაზღაურებს დაკარგულ სასაქონლო-მეტერიალურ ფასეულობებს. პირადი დაზღვევის დროს ლაპარაკიც არაა დაკარგულის ამაზღაურებაზე ან აღდგენაზე - აქ გაიცემა მხოლოდ მატერიალური დახმარება. მიუხედავად ამისა, დაზღვევა საშუალებას იძლევა შემცირდეს საზოგადოებრივი წარმოების ცალკეული საქონლის მწარმოებლის დამოკიდებულება გაუთვალისწინებელ არასასურველ მოვლენებზე და წარმოადგენს ისტორიის მსვლელობის განმავლობაში საზოგადოების მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მექანიზმს საზოგადოებრივი წარმოების დარღვევებთან. დასავლურ ეკონომიკურ მეცნიერებაში არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც დაზღვევა განისაზღვრება როგორც საზოგადოებრივი წარმოების რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფს მეურნეობის სისტემის დინამიურ სტაბილურობას წარმოქმნილი გადახრების გასწორების გზით.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge