ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურაპოსტსაბჭოთა მედია თანამედროვეობის პირისპირ

პოსტსაბჭოთა მედია თანამედროვეობის პირისპირ
 | რეიტინგი 3 

საბჭოთა კავშირში მედიას მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება ეკისრებოდა. ის ნამდვილად მძლავრი ინსტრუმენტი იყო სახელმწიფოს ხელში საზოგადოებაზე კონტროლის დასამყარებლად. ეს უკანასკნელი მთლიანად ოფიციოზი იყო, მას იმ იდეოლოგიის გატარება ევალებოდა, რომელსაც კომუნისტური პარტია ნერგავდა და სწორედ იმ სიმართლეს ავრცელებდა, რომელიც მისი გამვრცელებლებისათვის იყო ხელსაყრელი. აქედან გამომდინარე, საბჭოთა მედია მთლიანად სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. 
 ,,მას შემდეგ, რაც მეოცე საუკინის მეორე ნახევარში ადამიანთა მთავარი საზრუნავი გახდა მეორე მსოფლიო ომის მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება და, მეტიც, წარსულის დავიწყება, მათ თავისუფალი მედიის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს, როგორც ამ მიზნის მიღწევის მთავარ საშუალებაზე.’’ სწორედ ამიტომ, დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მასმედიაში საპირისპირო ტენდენცია შეინიშნება.
თანამედროვეობა  მუდმივ პროგრესს მოითხოვს და თანაც, დემოკრატიული საზოგადოების პირობებში მიკერძოებულობა მიუღებელი და საძრახისია.
ტოტალიტარული წყობის წიაღში გამოზრდილ მასმედიას ახალი დაბრკოლებების გადალახვა უწევს. უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა მოერგოს დემოკრატიულ წყობას, რაც მეტად რთული ამოცანაა. ასევე, თუკი ადრე მასმედია და კომუნისტური პარტია ხელს უმართავდნენ ერთმანეთს, ამჟამად იგი საბაზრო სისტემისათვის დამახასიათებელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტაბჭოთა ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მიპოვებამდე მასმედიის ძირითადი ენა რუსული გახლდათ, რაც ასევე დაბრკოლებას წარმოადგენს.
 მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პროგრესი ცალკეულ ქვეყნებში სხვადასხვა ხარისხით ვლინდება.  Freedom  house-ის  2013  წლის  დასკვნის  თანახმად, პოსტსაბჭოთა  რესპუბლიკებში  პრესის  თავისუფლების  მაღალი  ხარისხი  აღენიშნება  ესტონეთში(მე-13  ადგილი), ლიტვა
სა (მე-40  ადგილი)  და  ლატვიაში(55-ე  ადგილი). ნაწილობრივ  თავისუფალია  მედია    საქართველოში(96-ე  ადგილი), მოლდავეთსა (112-ე  ადგილი)  და  უკრაინაში(131-ე  ადგილი), ხოლო  არათავისუფალი  ქვეყნების  კატეგორიაში  მოხვდნენ  სომხეთი(134-ე  ადგილი), რუსეთი(176-ე  ადგილი), აზერბაიჯანი(177-ე  ადგილი)  და  ყაზახეთი(182-ე  ადგილი).  
 აქვე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი მარწუხებიდან ახლადგათავისუფლებულ მედიას არ
ჰქონ
ა საკმარისი დრო რათა ჩამოყალიბებულიყო თვითმყოფად და თავისუფალ ინსტიტუტად. სწორედ ამიტომ, პოსტსაბჭოთა მედიაში ჯერ კიდევ შეინიშნება საბჭოთა ჟურნალისტიკის გადმონაშთები.
 აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს თუკი მხედველობაში მივიღებთ ხარისხსა და მიუკერძოებლობას.
 მიუკერძოებლობა მთავარი პრობლემაა იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზიას ვაცხადებთ თანამედროვე ფერხულისათვის ფეხის აწყობასა და განვითარებული ქვეყნების სიაში ჩაწერაზე.  საქართელოში ერთ–ერთი წამყვანი ტელევიზია– რუსთავი 2 ხშირად სწორედ მიკერძოებულია და ისე გადმოგვცემს ინფრომაციას, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას ,,აწყობს’’.
 მედიის ხარისხი ასევე პირდაპირპროპორციულია განათლების ხარისხისა, რამდენადაც მედია უნდა იყოს კულტურტრეგერი. ამ მხრივაც, საქართველო ნამდვილად ვერ  დაიკვეხნის.
 ალბათ იმის თქმაც საკმარისი იქნება, რომ საზოგადებრივი მაუწყებელი,რომელიც უნდა იყოს წამყვანი ტელევიზია ქვეყანაში, ასეთი დაბალრეიტინგულია.
 საქართველოში საქმე ტელევიზიის დახურვამდეც კი მისულა(იმედის დარბევა), ასევე მახსენდება  ჟურნალისტებზე ძალადობის მაგალითიც(გიორგი სანაიას მკვლელობა)....

 

 პოსტსაბჭოთა მედიის კარგ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ რუსული მედია, რომელიც 2000 წლიდან მოყოლებული თავისუფლების ინდექსის დაბალ მაჩვენებელს იღებს. მაგალითისთვის შეგვიძლია გაზეთი“კომსომოლსკაია პრავდა“ ავიღოთ, რომელიც ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემაა ქვეყნის მასშტაბით. ამავე სახელწოდებით გაზეთი საბჭოეთშიც გამოდიოდა. არსებითად, ეს გაზეთი ოფიციოზია, რითაც ეხმაურება საბჭოური მენტალიტეტის გაზეთებს.   ასევე, დღეს არსებობას აგრძელებს სხვა საბჭოთა გაზეთებიც, იმავე სახელწოდებით.
 იმის მაგალითად, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრს ქვეყნებში დ
ესაც არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, უზბეკეთიც გამოდგება. ამ ქვეყანაში ხომ ცენზურა კრძალავს იმ საკითხების გაშუქებას, რომელბიც ქვეყნის პირველ პირს შეეხება. მსგავსი მდგომარეობაა თურქმენეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში.
  მედიის თავისუფლების საკითხებში   ეუთოს წარმომადგენლის მიკლოშ ჰარასტის თქმით, ეუთოს წევრ რამდენიმე სახელწიფოში შეიმჩნევა  უკან დახევა მედიის ლიბერალიზაციისაგან. მისი ინფორმაციით, რუსეთში კერძო საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო მფლობელობაში გადასვლა ტენდენცია გახდა. ტელე– და რადიომაუწყებლობა ხელთ უპყრია კრემლს
.
 როგოგრც ხედავთ, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ბოლომდე ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა კავშრის რკინის მარწუხებისგან, მედია ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ წარმოადგენს მძლავრ პოლიტიკურ იარაღს. თუმცა  თუნდაც მცირე პროგრესი უკვე იმედისმომცემია.




ავტორი: ani bochorishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge