ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურარას ვსწავლობთ?

რას ვსწავლობთ?
 | რეიტინგი 3 

 

რამდენი იმედგაცრუებული სტუდენტი ამთავრებს ყოველწლიურად საქართველოს ამა თუ იმ უნივერსიტეტს და მიდის სახლში ფიქრებით, რომ 4 წლის მანძილზე არაფერი უსწავლია. ფუჭად დაკარგა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები და ინვესტიციაც არამომგებიანი აღმოჩნდა.

სტუდენტების უმრავლესობა  ამ ყველაფერს დამამთავრებელი კურსიდანვე ხვდება.  შეცდომის გამოსწორების იმედით მაგისტრატურას მიმართავს. სადაც კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდება.

 

რას გვასწავლიან უნივერსიტეტებში? რაში ვიხდით ფულს? რაში ვდებთ რესურსს?

17 წლის ასაკში ვირჩევთ პროფესიას, რომელზეც  ჩვენი ცხოვრება მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც არის დამოკიდებული.

უმეტესობა ჩვენგანი პირველივე ლექციაზე აღმოაჩენს, რომ არჩევანში შეცდა. ლექტორისგან მიიღო ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. დაუსრულებელი თეორიები, ყველანაირ პრაქტიკას მოკლებული სწავლება.  ამას გარდა ვაწყდებით უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციურ ლექტორებს, ირღვევა ჩვენი, როგორც სტუდენტის უფლებები. გაცდენილი ლექციები, დაუსრულებელი ბიუროკრატია, ხშირ შემთხვევაში გაუგებარი, გაუმართავი ქართულით დაწერილი მასალები. უმეტესობა ჩვენგანი პირველივე ლექციაზე აღმოაჩენს, რომ არჩევანში შეცდა. ლექტორისგან მიიღო ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. დაუსრულებელი თეორიები, ყველანაირ პრაქტიკას მოკლებული სწავლება.  ამას გარდა ვაწყდებით უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციურ ლექტორებს, ირღვევა ჩვენი, როგორც სტუდენტის უფლებები. გაცდენილი ლექციები, დაუსრულებელი ბიუროკრატია, ხშირ შემთხვევაში გაუგებარი, გაუმართავი ქართულით დაწერილი მასალები.

 

 

 

 

აღნიშნულ ოთხწელგამოვლილი სტუდენტების უმეტესობა ინერციით აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაზე.  აქ მოტივაცია ორად იყოფა: 1. სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება,  2. ცოდნის გაღრმავება.

შედეგი აქაც იგივეა.  ისევ  დაუსრულებელი ზოგადი თეორიები, იგივე საგნები, იგივე ლექტორები. უკმაყოფილების იგივე გრძნობა დიპლომის აღებისას.

ქართული საგანმანათლებლო სისტემა, 6 წლიანი სასწავლო პროცესის შემდეგ გვთავაზობს შეუმდგარ კადრებს ბაზარზე მოთხოვნის არმქონე  პროფესიებით. ახალგაზრდებს, დაკარგული 4 ან უარეს შემთხვევაში 6 წლით.

 

რასაკვირველია  ყველა მედალს  2 მხარე აქვს. არსებობენ კვალიფიციური და კიდევ უფრო კვალიფიციური ლექტორები.  მოთხოვნადი და მრავლის მომცემი მიმართულებები. სტუდენტები, რომლებმაც თავიანთი „4 წელიწადი" ნაყოფიერად გაატარეს. მაგრამ საჭიროზე მეტი „ტაქსი" მოძრაობს ქალაქში „ორ დიპლომიანი" მძღოლით.

 



ავტორი: თეონა თავდიშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge