ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურაქართული ბაბილონის გოდოლი

ქართული ბაბილონის გოდოლი
 | რეიტინგი 3 

 

 რა  არის კულტურა?-კულტურა,ეს არის შემოქმედება, როგორც ადამიანთა უნივერსალური დამოკიდებულების შედეგი სამყაროს მიმართ. თითოეული კულტურა განსხვავებული და განუმეორებელი სამყაროა,რომელიც სწორედ  ამგვარი დამოკიდებულებით საზრდოობს.

 ორ ან მეტ კულტურასთან ზედაპირული შეხებაც კი ცხადყოფს განსხვავებას მათ შორის. მსოფლიოც სწორედ ამიტომაა მრავალფეროვანი და საინტერესო.

 ფქირობ, ქრთული კულტურა, საკმაოდ სპეციფიკური და ზედმეტად ეროვნულიც კია.

 უნდა ვაღიარო,  ქართველებს ბევრი კარგი ჩვეულება გვაქვს, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს, მაგრამ ილია მართალმა თქვა, მოყვარეს სარკე უნდა მიუტანო და შეატყობინო, სახეზე თუ რამე ურიგობა სჭირსო. ხოდა, არც ჩვენი ნაკლი უნდა დავმალოთ.

  მოდი, ჩვენს ყველაზე სახასიათო კულტურას, ჭამა-სმას შევეხოთ.ქართველთა უმეტესობა, განსაკუთრებით მამაკაცები, ქეიფსა და დროსტარებას ღვინოში ჩახრჩობას ეძახიან, მუცელი რომ გასკდომაზე აქვთ და სუფრაც რომ აჯაფსანდლადაა გადაქცეული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ზოგიერთ მათგანს ვინეგრეტსა თუ საცივში ძილიც დიდ ნეტარებად მიაჩნია.  მაშინ, როდესაც ლუარსაბ თათქარიძეს ყველა დაუფიქრებლად გაასწორებდა მიწასთან ლანძღვა-გინებით. -მაინც რით განსხვავდებიან ზემოხსნებეულები თავადი ლუარსაბისგან???

 ზოგადად, ქართველებს მიდრეკილება გვაქს უკიდეურესობისკენ. ამის კარგი მაგალითია სუფრაზე ერთმანეთზე დაწყობილი თეფშები, რომლებიც ბაბილონის გოდოლს მაგონებს.

 უფრო მტკივნეულ თემაზე გადავიდეთ, უდუდესი დღესასწაულებიც უფრო ქეიფისია და დროის გატარების საბაბია, ვიდრე ტაძარში წასვლისა და წმინდა გულით სანთლის ანთების. ეს ტრადიცია რომ ურყევია, ამას გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობაც" მოწმობს.

  აქვე, ქელეხიც უნდა ვახსენოთ.  ნამდვილად შემზარავია ის ფაქტი, რომ ეს ლამაზი ტრადიცია ღრეობადაა გადაქცეული. ბოლოს კი, იმის გარჩევა მიდის, რა აკლდა სუფრას და სწორედ ამით განისაზღვრება, როგორ  „დააფასა" შვილმა გარდაცვლილი მამა.  რეალურად კი, ქელეხის სუფრა მიცვალებულის დასაფასებლად  შორი გზიდან მოსულთათვის იშლებოდა. გარდა ამისა,  გასვენება პოდიუმს დაემსგავსა, სადაც ქალბატონები საუკეთესო ქურქებში იმოსებიან და ოქროს სამკაულების გამოფენას აწყობენ.

   მოგეხსენებათ, ქართველები მუდამ ამაყობენ (ეს ნამდვილად საამაყოა)ქ ართული კულტურის ისეთ დიადი მემკვიდრეობით, რასაც მწერლობა ჰქვია.

  მიუხედავად იმის გამუდმებული მტკიცებისა, რომ „ვეფხისტყაოსანი" ჩვენი სიამაყეა, ავიწყდებათ თვით დიდმა შოთამ რომ მისცა ქალს უფლება, საყვარელ მამაკაცს სიყვარულში გამოსტყდომოდა. დღეს კი, ამგვარი საქციელი ნამდვილად გაკიცხვის მიზეზი გახდებოდა, მამა ქალიშვილს სახლშიც კი ჩაკეტავდა, ასეთი რამ რომ გაეგო. ალბათ ხშირად გსმენიათ ბევრი ქართველისგან: „ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს გინდა ხვადიაო", თუმცა გენდერული თანასწორობა ქართველი  ,, ვაჟკაცებისთვის'' დღემდე მიუღებელია და სასაცილოც კი.

ჩემი აზრით, ეს ორი მაგალითი ცხადყოფს იმას, რომ ქართველებისთვის  რეალურად 2 სფერო არსებობს სამყაროში -თეორიული და პრაქტიკული.
  ქართული კულტურის  განხილვა შეუძლებელია ნეპოტიზმის გაერეშე (მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება). რაც უნდა ბვერი ვილაპარაკოთ თანამერდოვე ფერხულს ფეხი ავუწყვეთო, ეს შავი ლაქა მუდმივად დამაბრკლობებლი იქნება ჩვენთვის.  განა ქართველებს არ გაუგონიათ-მიეცით ნიჭსა გზა ფართოო, მაგრამ ესეც ისევ იმის ბრალია, რომ სწორად არ გვესმის იმის, რასაც ვკითხულობთ.

 საქართველოში, განსაკუთრებით ქართულ მედია-სივრცეში, უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა უცოეთისთვის მიბაძვის ტენდენცია. სწორედ ამიტომაა, რომ  ასეთი პროდუქტი, მათ შორის ქართული ტელე-სერიალები და რეკლამები, მიიწეპებენ ხოლმე კიჩის იარლიყს.

 ისიც აღმაშფოთებელია, რომ თუ რამე პოპულარული გახდა, მეორე დღეს მას ყველა აიტაცებს იმის უკითხავად, მართლა კარგია ეს თუ არა. მთავარია, პოპულარობით სარგებლობდეს. ამის კარგი მაგალითი ქართული ტელევიზიებია, რომლებიც                 „ წალეკა" თურქულმა სერიალებმა.

 საბედნიეროდ, მინდა აღვნიშნო,რომ  ახლაგაზრდები უკვე დაუფარავად ამჟღავნებენ საკუთარ აზრებსა და დამოკიდებულებებს, რაც მათს მიერ გამართულ აქციებსა თუ ნებოსმიერი სახით გამოხატულ პროტესტში ჩანს, რომელთა რიცხვის საკმაოდ გაიზარდა. ეს ის ნაპერწკალია,რომელიც უკთეს მომავალს მოასწავებს.

როგორც მოგახსენეთ, ჩენ ქართველებს ბევრ კართან ერთად ცუდიც არანაკლები გვაქვს ,მაგრამ მაინც, რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ?!

 

 

 



ავტორი: ani bochorishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge