ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურა ამერიკა თუ ,,კოლუმბიკა

ამერიკა თუ ,,კოლუმბიკა
 | რეიტინგი 3 

   

მე-15 საუკუნის მოვლენა,  რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ათასწლეულის აღმოჩენა. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე ეხება  ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506წწ.)  მიერ ამერიკის აღმოჩენას, მაგრამ ისტორიულმა დროის დინებამ, რატომღაც  ამერიკის კონტინენტის ტოპონიმში არ ასახა ამ კონტინენტის  ჭეშმარიტი შემოქმედის - კოლუმბის სახელი. ჩემი აზრით, დღევანდელი სახელწოდება ,,ამერიკა" ადამიანთა უსამართლობის  ძეგლს წარმოადგენს.  ამერიკა მას ეწოდა  იტალიელი მკვლევარის  და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის (1454-1512წწ.)საპატივსაცემოდ. სამართლიანობა სხვაგვარად მოითხოვდა...

       როგორ მოხდა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილ კონტინენტს ამერიკა ეწოდა??? მისი დამსახურება ამ კონტინენტის აღმოჩენაში შესაბამისად ვერ აისახა ახალი კონტინენტის სახელწოდებაში , ისე როგორც ამას სამართლიანობა მოიხოვდა. მით უმეტეს, რომ ხშირია შემთხვევბი,  როცა სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტებს მისი აღმომჩენის სახელები  ეწოდა. ეს ტრადიცია საუუკუნეები მანძლზეა დაცული, მაგრამ კოლუმბს არ გაუმართლა. საქმე გვაქვს ისტორიის არასწორად გაგებასთან ან   სულაც შეგნებულად გაყალბებასთან.

         ,,ახალი ქვეყნების" აღმოჩენა დასავლეთ ნახევარსფეროში - 1492 წლის 3 აგვისტო, ეს არის დღე,  როდესაც  იწყება ,,ახალი ქვეყნების" აღმოჩენა ევროპელების  მიერ. 1492 წლის 3 აგვისტოს, ესპანეთის ნავსადგურ პალოსიდან  დაიძრა სამი გემი: სანტა-მარია, ნინია და პინტა. მათი კაპიტანი  ცნობილი ზღვაოსანი ქრისტეფორე კოლუმბი იყო.  ამ ექსპედიციის პირველი აღმოჩენა იყო 1492 წლის 12ოქტომბერს ლუკაის არქიპელაგი( დღევანდელი ბაჰამის კუნძულები). ამით იწყება ,,ახალი ქვეყნების" შესწავლა   დღევანდელი ამერიკის კონტინენტზე.  ,,სეზონი" კოლუმბმა გახსნა, ის იყო პირველი, ვინც იმდროინდელ მსოფლიოს დაუბრუნა დედამიწის  დიდი ხნის წინ აღმოჩენილი, მაგრამ მივიწყებიული ნაწილი. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ კოლუმბამდე, საუკუნეებით ადრე,  საკნდინავიის მცხოვრებებმა ვიკინგებმა პირველად დადგეს ფეხი  ამერიკის კონტინენტზე. ნორვეგიური წარმოშობის ერიკ თორვალდსონი( ერიკ წითური950-1003) პიონერია ამერიკის აღმოჩენაში. მას მიეწერება  გრელანდიის  აღმოჩენა.  მისმა ვაჟმა,  ლეიფ ერიქსონმა გააგრძლა მამის საქმე და დაახლოებით 1000/1001 წელს გრელანდიიდან  იმოგზაურა სამხრეთ დასავლეთით და გაეცნო დღევანდელ კანადის ჩრდილო აღმოსავლეთ ტერიტორიას და ნიუფაუნდლენდს. შემდეგ, ევროპელების მიერ მივიწყებულ იქნა ეს აღმოჩენა და საუკუნეების  განმავლობაში გაწყდა კავშირი  იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროსა და  ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებს შორის, რომლებიც  განვითარების დონის საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგნენ . რომ არა კოლუმი, შეიძლება ეს აღმოჩენები ათწლეულობით ან თუნდაც საუკუნით  გვიან მომხდარიყო, რადგან იმ ეპოქაში არ მოიძებნებოდა ბევრი ადამიანი, ვისაც  კოლუმბის მსგავსი ენთუზიაზმით  სჯეროდა, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და დასავლეთის მიმართულებით მოგზაურობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ახალი კონტინენტის აღმოჩენა. შესაბამისად, შეიძლება,  რომ  დღეს  არ არსებულიყო,  ან თუ იარსებებდა, ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის მთელი თავისი ძლევამოსილებით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო- ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მნიშნელოვნად განაპირობებს  თანამდროვე პოლიტიკურ კონიუქტურას.

    კოლუმბმა პირველმა გაუკაფა უკვე აღმოჩენილი და დავიწყებული  გზა ატლანტის ოკეანეში იმ დროის თანამედროვე  ზღვაოსნებსა და მოგზაურებს, რამაც დასაბამი მისცა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საფუძვლიან შესწავლას და ათვისებას. ამ მოგზაურის წარმოშობის შესახებ დღესაც მიმდინარეობს დავა, თუ რომელი ქალაქიდან  იყო. ბევრი იზიარებს  იმ აზრს, რომ ის გენუელი  წვრილ-ვაჭრისა და ფეიქრის, დომენიკო გენუელის ვაჟი იყო, მაგრამ  რეესტრის საბუთები ვერ იპოვეს, რომლის მიხედვითაც  დამტკიცდებოდა კოლუმბის გენუაში დაბადების ფაქტი. ის იყო კათოლიკე ქრისტიანი. კოლუმბს ზღვაოსნობის დიდი ნიჭი ბავშვობის ასაკიდანვე გამოუჩენია. ეხერხებოდა გეოგრაფიული რიკების შედგენა,  ფლობდა ოთხ ენას : ლათინურს, იტალიურს, პორტუგალიურსა და ესპანურს. სავარაუდოდ, ქონდა დაბალი ან საშუალო  განათლება, მაგრამ  უყვარდა კითხვა და გონებრივად  განვითარებული იყო. როგორც შემდეგში აღმოჩნდა, მას არ გააჩნდა მართვის უნარი, რის გამოც ხშირი იყო  გემებზე მის წინააღმდეგ აჯანყებები ყოველი ექსპედიციის დროს ( კოლუმბმა დასავლეთის მიმართულებით 4 ექსპედიცია მოაწყო ). კოლუმბის ყველაზე დამღუპველ თვისებად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის, რომ  იყო დიდების, ტიტულების,  შემოსავლების მოყვარული. მის მიერ ესპანეთს მეფე-დედოფლისთვის  წამოყენებული მოთხოვნება ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგზაური მოითხოვდა მამულებს ესპანეთში,  ამ ტერიტორიებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილს და  ესპანურ  მაღალ საკარისკაცო ტიტულებს, აღმოჩენილი ტერიტორიების ერთპიროვნული მმართველობის უფლებას, როგორც ესპანეთის მეფე-დედოფლის ვასალი და ეს თანამდებობა მემკვიდრეობითი უნდა ყოფილიყო მისი შთამომავლობისთვის. ამ მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით დიდხანს მიმდინარეობდა მსჯელობა, დედოფალი იზაბელა შედარებით ლოიალური იყო  კოლუმბის მიმართ, ხოლო უნდობლად უყურებდა ესპანეთის მეფე ფერდინანდი. ამ უნდობლობამ  ხშირ შემთხვევაში უარყოფითად იმოქმედა  -  კოლუმბის ექსპედიციების დაფინანსებაზე და ზოგადად ექსპედიციების გამრთვის ორგანიზებაზე.

        მიუხედავად ამდენი ხელის შემშლელი ფაქტორისა, კოლუმბმა მოახერხა და  აღმოაჩინა ახალი ტერიტორიები, რომელიც ,,გემრიელი ლუკმა" აღმოჩნდა ევროპის იმდროინდელი საზღვაო სახელმწიფოებისთვის. კოლუმბს სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სჯეროდა, რომ აღმოაჩინა აზიის მატერიკის ნაწილი და მას ინდოეთად მოიხსენიებს. ის ლუიე დე ნასტ ანგელისადმი მიწერილ  ერთ-ერთ წერილში იყენებს ტერმინს ,,დასავლეთ ინდოეთს".  კოლუმბმა  პირველი მოგზაურობის დროს აღმოაჩინა კუნძული კუბა, რომელსაც ადგილობრივები ,,კუმანაკანს" უწოდებდნენ, ეს სახელწოდება კოლუმბმა გაიაზრა როგორც ყუბილაი ყაენი, ჩინგიზ ყაენის  შვილიშვილი,  რომელმაც 1279 წელს დაიპყრო სამხრეთ ჩინეთი, გაანადგურა სუნის  დინასტია, დედაქალაქი  ყარაყორუმიდან  პეკინში გადაიტანა  და დაარსა იუანის დინასტია, რომელმაც  1368 წლამდე იარსება.  კოლუმბს კუნძულ კუბის ადგილობრივმა ტოპინიმმა იმედი მისცა და კიდევ უფრო დარწმუნდა თავისი გეგმის სისწორეში. მას ამის შემდეგ თითქმის ეჭვგარეშე სჯეროდა, რომ ახლოს იყო მონღოლეთთან,  კუბა კი აზიის შემადგენელი ხმელეთს ნაწილადმიიჩნევდა. მიუხედავად ამ გადაცდომების და არასწორი შეხედულებებისა (გეოგრაფიული ორიენტაციის თვალსაზრისით),  არ შეიძლება დავამცროთ კოლუმბის დამსახურება.  ეს სულაც არ უკარგავს ფასს და არ აფერმკთალებს მისი აღმოჩენების მნიშვნელობას.  სამწუხაროდ, მისი დამსახურება შესაბამისად ვერ აისახა ახალი კონტინენტის სახელწოდებაში ისე, როგორც ამას სამართლიანობა მოიხოვდა. მით უმეტეს, რომ ხშირია შემთხვევები,  როცა სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტებს მისი აღმომჩენის სახელები  უწოდეს.

               რატომ ეწოდა  ამერიკას ამერიკა და არა „კოლუმბიკა"?! , ან სულაც კოლუმბია!? როგორც ცნობილია, სახელწოდება ამერიკა წარმოდგება მკვლევრ ამერიგო ვესპუჩის (1454-1512წწ) სახელიდან. ამერიგო ვესპუჩი იყო იტალიელი, ფლორენციელინ მოგზაური და კარტოგრაფი, ასევ ეწეოდა ვაჭრობას. ის იყო ერთ-ერთი მთავარი  მონაწილე იმ ორი ექსპედიციისა 1499-1502 წლებში, რომელიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილს. იტალიელმა ამ მოგზაურობების დროს გაანალიზა, რომ სამხრეთ ამერიკა  უფრო დიდ ტერიტორიებს მოიცავდა, ვიდრე ამის წარმოდგენა ჰქონდათ იმდროინდელ ევროპაში.ის დაარწმუნდა, რომ სამხრეთ ამერიკა იყო ახალი კონტინენტი. ვესპუჩის მოგზაურობა ევროპისათვის ცნობილი გახად მაშინ, როდესაც 1502-1504 წლებში გამოქვეყნდა მისი მოგზაურობის ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში ვესპუჩი დახვეწილი ენით მხატვრულად აღწერდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს, მის ეგზოტიკურ ბუნებს, ხალხს  და ყოველივე იმას, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდია.  მისი ჩანაწერები ძალიან პუპულარული გახდა, ის იზიდავდა ხალხს თავისი მხატვრული ენით. ამიტომ ვესპუჩის ჩანაწერებმა დაჩრდილა კოლუმბის მშრალი მოხსენებები, რომელსაც ის წერდა  ექსპედიციების დასრულების შემდეგ  ესპანეთის მეფე-დედოფლისათვის.  შედეგად, ვესპუჩი მისი ნაშრომებით გახადა პოპულარული, რამაც მნიშვნელოვნად წლად განაპირობა  ხალხას გადაჭარბებული  შთაბეჭდილება  ვესპუჩის დამსახურებაზე ,,ახალი ქვეყნების '' კვლევის   საქმეში.

      ვესპუჩის პოპულარობას ხელი შეუწყო ასევე ერთმე მეცნიერულმა სკოლამ, რომელიც  მე-16 საუკუნეში შეიქმნა  ლოტარინგიის ჰერცოგ რენეს მიერ.   მისი მფარველიბით სენ დიეში ( ვოგეზში) თავს იყრიდნენ მეცნიერები.  ისინი განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კოსმოგრაფიული ნაშრომების შექმნით და უშვებდნენ ახალ რუკებს.  აქაური მეცნიერები კარგად იცნობდნენ ვესპუჩის და მის მოხსენებებს. ორი გერმანელმა კარტოგრაფმა, მარტინ ვალდზეემილუერმა (1470-1522წწ.) და  მათას რინგმანმა (1482-1511წწ.)  1507 წელს გამოცსცეს სახელმძღვანელო, რომელსაც  დართული ჰქონდა რუკები და ვესპუჩის  ორი წერილი.  მათ მიაჩნდათ, რომ  ამერიკა არ კოლუმბმა, არამედ ვესპუჩიმ აღმოაჩინა  და ამიტომ ამ სახელმძღვანელოს დართულ რუკაზე პირველად მოიხსენიეს ტერმინი ამერიკა. ამ აზრს სენ დიეს მეცნიერული წრეც იზიარებდა  დ ამათ სურდათ  ეს სახელწოდება  ,,ახალი ქვეყნეიბს '' სამხრეთ ნაწილზე გავრცელებულიყო. ამ მოსაზრებას იმ არგუმენტით ამყარებდნენ, რომ  ბრაზიალია ვესპუჩიმ აღმოაჩინა. საინტერესოა ის ფაქტი,  როგორც ვესპუჩიმ, ისე ამ მეცნიერთა წრემ არ იცოდა, რომ  ეს  ტერიტორია (დღევანდელი სამხრეთ ამერიკის კონტინენტი ) ახალი მატერიკი იყო  და ის  აზიის კონტინენტის გაგრდძელებად მიაჩნდათ. 1509 წელს  მარტინ ვალდზეემიულერის წიგნი  მეორედ გამოვიდა , სადაც  უკვე სამხრეთ ამერიკის მატერიკს ეწოდებოდა  ,,წმინდა ჯვრის მიწა, ანუ ახალი ქვეყანა ''.

      ვალდზეემიულერის წიგნების გავლენით  გამოვიდა სხვა ავტორთა წიგნები, სადაც ვალდზეემიულერის  იმ დროს ავტორიტეტული მოსაზრების გავლენით დამკვიდრადა სახელწოდება ამერიკა.  მოგვიანებით,  1538 წელს  გამოვიდა რუკა, რომლის ავტორი იყო იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმული ფლამანდიელი კარტოგრაფი გერჰარდ მერკარტორი (1512-1594წწ.). ამ რუკაზე თანამედროვე ჩრდილოეთ ამერიკის  კონტინენტი მოხსენიებულ იყო  სახელით- ,,ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი'', ხოლო სამხრეთ ამერიკა სახელით- ,, ამერიკის სამხრეთ ნაწილი''. ამიერიდან, მერკარტორის წყალობით, სახელწოდება ამერიკა  ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე გავრცელდა.  საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ ხანებში (16 საუკუნეში),  თვითონ ესპანეთში, რომლის ეგიდითც განახორციელა კოლუმბმა ამერიკის ღმოჩენა, მიაჩნდათ, რომ ,,ახალი ქვეყვებისთვის" უნდა ეწოდებინათ  ,,კოლუმბია" .

             ასეთია  ის გრძელი და დახლართული გზა, რაც განვლო თანამედროვე ამერიკის კონტინენტების სახელწოდებამ.   ჩემი აზრით, ის არ ასახავს ისტორიულ რეალობას.  ზემოთ მოცემული მასალებიდან გამომდინარე,  მკითხველის პრეროგატივად დავტოვებ იმის განსაჯას, თუ რამდენად სამრთლიანია  ამერიკას ერქვას ამერიკა.

                                                                                            

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

 უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების

 მესამე კურსის სტუდენტი:

   მურმან ტყებუჩავა

 

 



ავტორი: murmani tkebuchava
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge