ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეს საინტერესოა2021 წლის საუკეთესო მობილური ტელეფონები

2021 წლის საუკეთესო მობილური ტელეფონები
 | რეიტინგი 3 

 

2021 წელს, მიმდინარე პანდემიის მიერ შექმნილი ფაქტორების ერთობლიობა, მათ შორის წარმოების შეფერხება და შრომითი ხარჯების ზრდა, გახდა განმაპირობებელი იმისა, რომ ფლაგმანური ტელეფონების ფასები, წელს,  იყო იმაზე მაღალი, ვიდრე ოდესმე. ისეთი პრემიუმ ტელეფონები, როგორებიცაა Apple iPhone 13 Pro Max და Samsung Galaxy Z Fold3 5G, ახლა $1000-ზე მეტი, ანუ, დაახლოებით, ერთი კარგი ლეპტოპის ფასი ღირს.

საბედნიეროდ, იმისათვის, რომ შეიძინოთ ძალიან კარგი მონაცემების მქონე მობილური ტელეფონი და არ გსურთ რაიმე განსაკუთრებულად საოცარი, შეგიძლიათ ეს უფრო ნაკლები დანახარჯებითაც მიიღოთ.  რადგან, დღესდღეობით,  ხელმისაწვდომია სმარტფონების მრავალფეროვანი, უდიდესი არჩევანი. რა თქმა უნდა, იქნება ეს უახლესი, მაღალ თუ შედარებით დაბალბიუჯეტური სმარტფონი, არჩევანი თქვენზეა. მაგალითად, თუ მოგწონთ Android-ი, ერთ-ერთი საუკეთესო, უახლესი ტელეფონი, რომლის ყიდვასაც ამ სადღესასწაულო სეზონზე შეძლებთ, არის Google Pixel 6.  Apple-ის მოყვარულთათვის კი ცხადია, ბაზარზე,  Apple iPhone 13 დომინირებს.

ძლიერი სმარტფონი, მინიმუნ, რამდენიმე წლის მანძილზე უნდა ძლებდეს, ჰქონდეს მაღალი ხარისხის კამერა, ლამაზი ეკრანი, ელემენტის კარგი ხანგრძლივობა და იყოს საკმარისად სწრაფი იმისათვის, რომ შეასრულოს ყველა სამუშაო, იქნება ეს სოციალური ქსელი და თამაშები თუ დღის მანძილზე არსებული სხვადასხვა თავშესაქცევი ან საქმე.  საბოლოოდ,  განახლების ციკლები ნელდება: ადამიანები დიდხანს იყენებენ ტელეფონებს, ამიტომაც, ისინი მათში ეძებენ ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც რამდენიმე წლის მანძილზე ფუნქციონირების გარანტიას მისცემს.  დღესდღეობით, საუკეთესოდ აღიარებული ტელეფონების უმეტესობა, მათი მომხმარებლის გამოცდილებისა და მახასიათებლების თვალსაზრისით, დადებითად ფასდება, ამიტომ, საუკეთესოს შერჩევა, ხშირად, ხარისხის ან უპირატესობის საკითხია.

APPLE IPHONE 13 - Iphone- ის საუკეთესო ვერსია, რომელიც შეგიძლია 2021 წელს შეიძინო.

iPhone 13-ის ოთხი ვარიანტიდან, რომელიც Apple-მა 2021 წელს გამოუშვა, iPhone 13, პირველ ადგილზეა ფასის, კომპაქტურობისა და მახასიათებლების მიხედვით. მისი ფასი, ფერების მიხედვით, საშუალოდ, 3000-4000 ლარებში მერყეობს და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ონლაინ, განვადებით Telefonebi Ganvadebit შეიძინოთ.

მას აქვს ახალი პროცესორი, უფრო დიდი ელემენტი, 128 GB შიდა მეხსიერება და იყენებს ისეთივე დიდ კამერის სენსორს, როგორიც აღიარებულ iPhone 12 Pro Max-ს აქვს. სინამდვილეში, 13 თითქმის იდენტურია 12-ის, მაგრამ ოდნავ სქელი და მძიმეა, არსებითად უფრო დიდი კამერითა და ლინზებით.

GOOGLE PIXEL 6 - 2021 წლის საუკეთესო ფლაგმანი

როგორც Google-ის პირველი ნამდვილი ფლაგმანური ტელეფონი 2019 წლის შემდეგ, Pixel 6,  iPhone 13 Pro-სა და Samsung Galaxy S21 Ultra-ს გვერდით დგას კამერის ხარისხით, საერთო შესრულებითა და ელემენტის ხანგრძლივობით.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Pixel 6 ღირს 200 დოლარით ნაკლები, ვიდრე მისი კონკურენტი ტელეფონები, ის წელს  ყველაზე ღირებული ფლაგმანია Android-ის მოყვარულთათვის.  თქვენ შეგიძლიათ განასხვავოთ Pixel 6 Pixel 6 Pro-სგან მისი ოდნავ პატარა, 6.4 დიუმიანი, 1080p OLED ბრტყელი ეკრანით და ფერთა არჩევანით.

APPLE IPHONE 13 PRO AND IPHONE 13 PRO MAX - 2021 წლის საუკეთესო ტელეფონი ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის

ორივე iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max, წელს, კამერის ერთსა და იმავე  სისტემას იზიარებენ.  სამი უკანა კამერა - სტანდარტული ფართო, ულტრაფართო და ტელეფოტო, ერწყმის Apple-ის გამოსახულების დამუშავების ფუნქციას, რათა განსაცვიფრებელი სურათები მივიღოთ განსაკუთრებით დაბალი განათების პირობებშიც კი. თუ ფოტო და ვიდეოს ხარისხი თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია არამარტო ნოუთბუქების, არამედ ტელეფონის ყიდვისას, 13 Pro არის ის, რაშიც თამამად შეგიძლიათ დახარჯოთ თანხა.

APPLE IPHONE 13 MINI - საუკეთესო პატარა სმარტფონი 2021 წელს

თუკი ეძებთ კომპაქტურ მობილურს, რომლის ერთ ხელში გამოყენება ან პატარა ჯიბით ტარება გაგიმარტივდებათ, ეს ის მხოლოდ ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მიზეზია, რომელიც iPhone 13-ის ყიდვას გადაგაწყვეტინებთ.

iPhone 13 Mini არის ერთ-ერთი იმ ყველაზე მცირე ზომის ტელეფონებიდან, რომელიც ბაზარზე არსებობს, უმაღლესი დონის ფუნქციებითა და სპეციფიკაციებით. 


 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge