ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეს საინტერესოაროგორ მოვემზადოთ იტალიაში სამოგზაუროდ

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

როგორ მოვემზადოთ იტალიაში სამოგზაუროდ
 | რეიტინგი 3 

როგორ მოვემზადოთ იტალიაში სამოგზაუროდ

 

იტალია ის ადგილია, სადაც ქვეყნის სამზარეულო, არქიტექტურა და სპონტანური სეირნობა მოგზაურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თუმცა, იმისთვის, რომ ყველაფერი მშვიდად და კომფორტულად წარიმართოს, წინასწარ უნდა გაითვალისწინო მარშრუტი, ტრანსპორტი და ინტერნეტთან სტაბილური კავშირი. mobineX-ი გთავაზობს როუმინგ ინტერნეტ პაკეტებს იტალიისთვი, ვენეციასა და ფლორენციაში სამოგზაუროდ, მარტივი აქტივაციით, რომელიც შენს საჭიროებებს ერგება.


დღეს მოგცემთ რჩევებს, როგორ მოემზადო იტალიაში სამოგზაუროდ.

ყოველდღიური პრაქტიკული დეტალები

იტალია იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთ მოგზაურობაში ყველაფრის ჩატევა ხშირად შეუძლებელია, თუმცა ტურისტები ხშირად ისე გეგმავენ მგზავრობას, რომ 2-3 ქალაქი ან ერთი რეგიონი მაინც მოინახულონ. ასე შესაძლებელია დღეები ახლომდებარე პატარა ქალაქებსა და სხვადასხვა ლოკაციებს დაუთმო. ნაკლებ დროს დახარჯავ გზაში და მეტს რეალურ გამოცდილებაში.


ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის იტალიაში ყველაზე პრაქტიკული არჩევანი ხშირად მატარებელია. ტრანსპორტის ეს საშუალება სწრაფია და ერთი ქალაქის ცენტრიდან მეორე ქალაქის ცენტრამდე მიდის. მანქანა უფრო გამოგადგება მაშინ, როცა სოფლებსა და პროვინციებში აპირებ სეირნობას ან ისეთ ადგილებში მისვლას, რომელიც მატარებლით რთული მისადგომია. ქალაქებში კი ყველაზე მარტივი არის მეტრო, ავტობუსი და ტრამვაი. უბრალოდ წინასწარ გადაამოწმე მარშრუტი და დროები, რადგან დაგვიანება ან შეცვლილი გრაფიკი ხშირად ზუსტად მაშინ გხვდება, როცა ყველაზე მეტად გეჩქარება.


რაც შეეხება ყოველდღიურობას, ბევრი წვრილმანია, რომელიც მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინო:

 

 

  • კომფორტული ფეხსაცმელი – ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დღეში საშუალოდ  15-20 ათასი ნაბიჯის გავლა მოგიწევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რომში, ვენეციაში ან ფლორენციაში მიდიხარ. ამიტომ აუცილებლად წაიღე კომფორტული ფეხსაცმელი.
  • მსუბუქი მოსაცმელი ან თხელი ქურთუკი – დილა-საღამო ხშირად გრილია, და კონდიციონერიანი სივრცეებიც ხშირად მოსაცმელის საჭიროებას აჩენს.
  • პატარა აფთიაქი – კომფორტულად დასვენებისთვის, უმჯობესია, თან იქონიო წამლები (პლასტირი, ტკივილგამაყუჩებელი, კუჭის წამალი).
  • წყლის ბოთლი და power bank – ფოტოების გადაღება, რუკებისა და ბილეთების ყურება ტელეფონის ელემენტს სწრაფად აჯენს.
  • უსაფრთხოებაც არ დაგავიწყდეს. ტურისტულ ზონებში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, ტელეფონსა და ჩანთას ყურადღება მიაქციე. ჩანთა წინ დაიჭირე, ზურგჩანთის ელვა შეამოწმე და ყველაზე აუცილებელი ნივთები ერთად გქონდეს, რათა მუდმივად ძებნა არ დაგჭირდეს.

 

როუმინგ ინტერნეტი იტალიაში

იტალიაში მხოლოდ უფასო Wi-Fi-ს იმედად ყოფნა ყოველთვის კომფორტული არ არის, რადგან ხშირად არის შეზღუდული, არასტაბილური ან არასაიმედო. სტაბილური მობილური ინტერნეტი ყოველდღე დაგჭირდება რუკებისთვის, ონლაინ ბილეთებისა და ჯავშნებისთვის, ტრანსპორტის გრაფიკის შესამოწმებლად და კომუნიკაციისთვის.

 

mobineX-ი გთავაზობს იტალიისთვის სამოგზაურო პაკეტებს: აირჩევ დღეების და გამოყენების მიხედვით, eSIM სწრაფად აქტიურდება QR-კოდით, ხოლო თუ არ გსურს MB-ების კონტროლი, შეგიძლია ულიმიტო ვარიანტიც შეარჩიო.

 

 

 

 

 

 


mobinex.ge

უკან

 
 
 
 
 
studyonline.ge