მისამართი: საქართველო და მსოფლიოეს საინტერესოაროგორ გადავცვალოთ კრიპტო ვალუტა ლარში
როგორ გადავცვალოთ კრიპტო ვალუტა ლარში
| რეიტინგი 3
როგორ გადავცვალოთ კრიპტო ვალუტა ლარში
რაც უფრო იზრდება კრიპტოვალუტის გამოყენება ყოველდღიურობაში, სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა: როგორ გადავცვალოთ კრიპტო ლარში სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. ამ პროცესში ბევრს ეხმარება ისეთი პლატფორმები, როგორიცაა საერთაშორისო კრიპტო ბირჟა Bybit, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ბაზარს გაეცნონ და საკუთარი ციფრული აქტივები ერთ სივრცეში მართონ.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, გადაცვლის ძირითად გზებს, რა ნაბიჯებია საჭირო, რას ემატება საკომისიო და რა დეტალები უნდა გადაამოწმო, რათა შეცდომები და ზედმეტი რისკი აირიდო.
რა უნდა იცოდე გადაცვლამდე
კრიპტოს ლარში გადაცვლა სამ ნაბიჯს მოიცავს:
კრიპტოს გაყიდვა;
GEL ბალანსის მიღება;
ლარის გატანა ბანკის ანგარიშით, ბარათით ან სხვა ხელმისაწვდომი არხით.
პროცესის არსი მარტივია, მაგრამ შედეგზე რამდენიმე დეტალი პირდაპირ მოქმედებს
პირველ რიგში, გაითვალისწინე ქსელის საკომისიო (Network fee). ეს არის ბლოკჩეინზე გადარიცხვის საფასური და სხვადასხვა ქსელზე განსხვავდება. მეორეა ბირჟის ან სერვისის საკომისიო, რომელიც გაყიდვასა და გატანას შეიძლება დაემატოს. მესამე ფაქტორია კურსი და დრო: ბრძანება სწრაფად სრულდება, ლიმიტი კი საშუალებას გაძლევს სასურველ ფასს დაელოდო, თუმცა ბაზარი ცვალებადია.
დაბოლოს, უმჯობესია მცირე თანხით გამოსცადო, რათა გზები და საკომისიოები წინასწარ კარგად ნახო და აღიქვა.
როგორ გადავცვალოთ კრიპტო ლარში: ძირითადი გზები
კრიპტოს ლარში გადაცვლა რამდენიმე გზით შეგიძლია და არჩევანი ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გეჩქარება და რამდენად გინდა ფასზე კონტროლი.
ლოკალური კრიპტო ბირჟა (Convert / Spot)
Convert ყველაზე მარტივი ვარიანტია: ირჩევ, რომელი კრიპტო გინდა გაყიდო, რას იღებ სანაცვლოდ (GEL) და ერთი ღილაკი თაკეთებ კონვერტაციას.
თუ გინდა უფრო ზუსტი კონტროლი, გამოიყენე Spot:
Market order – გაყიდვა მიმდინარე საუკეთესო ფასად, სწრაფად.
Limit order – წინასწარ უთითებ ფასს და გაყიდვა სრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ბაზარი შენს ფასს მიაღწევს.
კონვერტაციის შემდეგ GEL ბალანსს ჩვეულებრივ ბანკის ანგარიშზე, ბარათზე ან სხვა ხელმისაწვდომი არხით გაიტან.
P2P (ადამიანი-ადამიანზე)
P2P ნიშნავს, რომ შენ ყიდი კრიპტოს და მყიდველი ლარს გირიცხავს პირდაპირ ბანკით შეთანხმებული მეთოდით. არჩევისას აუცილებლად გადაამოწმე გამყიდველის / მყიდველის რეიტინგი, დასრულებული გარიგებების რაოდენობა და პირობები. P2P ხშირად მოსახერხებელია, როცა გჭირდება გადახდის მეთოდების მეტი არჩევანი ან გინდა კონკურენტული კურსი.
უსაფრთხოება და სიფრთხილის წესები
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გზას აირჩევ, ლოკალურ ბირჟას თუ P2P-ს, უსაფრთხოება ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს. რამდენიმე მარტივი ნაბიჯი ბევრ პრობლემას აგარიდებს.
ყველა ანგარიშზე ჩართე Two-factor authentication (2FA) და გამოიყენე ძლიერი პაროლი.
ერიდე საეჭვო ბმულებსა და შეტყობინებებს. ფიშინგი ყველაზე გავრცელებული საფრთხეა.
კრიპტოს გაგზავნამდე მისამართი ორჯერ გადაამოწმე; თუ ქსელს აქვს Tag / Memo, აუცილებლად სწორად მიუთითე.
P2P-ზე კრიპტო არ გაათავისუფლო, სანამ ლარი რეალურად არ აისახება შენს ანგარიშზე.
შეინახე ქვითრები და ტრანზაქციის ისტორია, საჭიროების შემთხვევაში ეს შენი მტკიცებულებაა.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აუცილებლად გაითვალისწინე ეს ნაბიჯები და დაიცავი შენი საფულე.
შეჯამება
კრიპტოვალუტის ლარში გადაცვლა მარტივი პროცესია, თუ წინასწარ გაითვალისწინებ საკომისიოებს, კურსს და სწორ გზას აირჩევ. ლოკალური ბირჟა მოსახერხებელია სწრაფი კონვერტაციისთვის, Spot კი ფასზე მეტ კონტროლს გაძლევს, ხოლო P2P კარგია, როცა გადახდის მეთოდების მეტი არჩევანი გჭირდება. მთავარია, დეტალები ორჯერ გადაამოწმო და უსაფრთხოების წესები (2FA, ფიშინგისგან დაცვა, მისამართის სიზუსტე) არ გამოტოვო.