წარმატება შეიძება ძვირი სიამოვნება იყოს - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაწარმატება შეიძება ძვირი სიამოვნება იყოს

წარმატება შეიძება ძვირი სიამოვნება იყოს
 | რეიტინგი 3 


ლიტერატურასა და ფილმებში ხშირია სიუჟეტები, როდესაც ადამიანი მიჰყიდის ეშმაკს (ან “ბნელ ძალებს”) სულს წარმატების მიღწევის საფასურად. რასაკვირველია ეს ისტორიები ფანტასტიკურია. თუმცა თუკი მათ გავიგებთ როგორც მეტაფორას, მეტად საგულისხმო იქნება. გარეგანი წარმატების მიღწევა გაცილებით იოლია, თუკი უარს ვიტყვით ჩვენი თავის ჭეშმარიტ ბუნებაზე. მივეყიდოთ (მივყიდოთ სული) - ნიშნავს დავაყენოთ გარეგანი წარმატება უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენი სულის სწრაფვა

სიყვარულის, სიხარულისა და სიმშიდისკენ. სიყვარული, სიხარული, რწმენა, თანაგრძნობა, მოთმინება, სიბრძნე, სიმხნევე, ადამიანობა, მადლიერება, კეთილშობილება, დელიკატურობა - ეს და სხვა ადამიანური თვისებები შინაგანად ყველას ახასიათებს. თუკი თქვენ უარს იტყვით ამ თვისებათა განვითარების ბუნებრივ პროცესზე, მაშასადამე თქვენ მიეყიდეთ. თქვენ მიაღწევთ გარეგან წარმატებას, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ჭეშმარიტ მიღწევას.

თუკი თქვენ მთლიანად ფოკუსირდებით გარეგან წარმატებაზე, მას გაცილებით მალე მიაღწევთ, მაგრამ ამავდროულად დაკარგავთ საკუთარ თავს. თქვენ დაკარგავთ ინტერესს იმისადმი, რაც გაქვთ. თქვენს გონებას დაეკარგება სიმშვიდე, გულიდან კი გაქრება სიყვარული. მოჩვენებითი ბედნიერება ყოველთვის შეეცდება გაცდუნოთ; ის იქნება ახლოს, მაგრამ ზღვარს მიღმა, სადაც თქვენ ვერ მიწვდებით.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses