საიდან მომაქვს ამდენი ენერგია? - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიასაიდან მომაქვს ამდენი ენერგია?

საიდან მომაქვს ამდენი ენერგია?
 | რეიტინგი 3 

ეს კითხვა დამისვა რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა.

ვინც არ მიცნობს პირადად, გეტყვით, რომ მე არ ვიღლები საერთოდ. მე საღამოსაც ისეთივე ენერგიული ვარ, როგორც დილით. ბევრი ადამიანი დილით უკვე დაღლილი იღვიძებს.

მე ვგიჟდები ისე მიყვარს როდესაც მეკითხებიან „როგორა ხარ?" მე ხომ მეძლევა შესაძლებლობა ვუპასუხო: „ყველაზე კარგად". ეს დიდ კამათს იწვევდა ადრე. ახლა უკვე აღარ მეკამათებიან. მე ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ვთვლი, რომ სხვაგვარპოზიციას უბრალოდ აზრი არა აქვს ცხოვრებაში.

დავუბრუნდეთ ჩემი მეგობრის კითხვას. ჩემი პასუხი იყო შემდეგი:

-         მე ვარ მუდამ ენერგიულად იმიტომ, რომ ვიცავ ოთხ პრინციპს, ყოველთვის:

1. ვამბობ სიმართლეს. მაშინაც კი, როდესაც ეს სრულებითაც არ მაწყობს და წესით, უნდა დავმალო. მაგალითად რაიმეს რომ გავაფუჭებ ან შეცდომით გავაკეთებ. ცნობისთვის, მე ხშირად მეშლება ისეთი რამეები, რაც ნორმალურ ადამიანს არ უნდაეშლებოდეს. არ მკითხოთ რატომ ხდება ასე. მე არ ვიცი. ყოველთვის ვაღიარებ ჩემს შეცდომას. ბოლოს და ბოლოს ხომ არ მომკლავენ. დიდი-დიდი ლაითად გამლანძღონ.

2. მაქსიმალურად ვცდილობ ურთიერთობა მქონდეს იმ ადამიანებთან, ვინც მომწონს და პატივს ვცემ. ვინც არ მომწონს და ვთვლი „ცუდ ადამიანად" ჩემს გაგებაში, ვარიდებ თავს. შესაბამისად არ ვმუშაობ იმ კომპანიაში, სადაც არ მომწონსთანამშრომლების უმეტესობა ან მძვინვარებს ინტრიგები. ბიზნეს პარტნიორად არ ვირჩევ ადამიანს, რომლის პატიოსნებაშიც ეჭვი მეპარება.

3. არ ვიმართლებ თავს, როდესაც მაკრიტიკებენ. ეს ყველაზე ძნელად გამომდის. ვთვლი, რომ თუკი შენიშვნას მაძლევენ, ე.ი. ვუყვარვართ და მათთვის სულერთი არ არის როგორი ვიქნები. სურთ რომ უკეთესი ვიყო. რატომ უნდა გავბრაზდე?დავფიქრდები და ვცდილობ გამოვასწორო ის თვისება, რომლის გარეშეც უკეთესი ვიქნები. მემგონი არავინ არ შემეკამათება, რომ უნაკლო არავინ არის. ამიტომ არის რამდენმე ნაკლი, რომლის გამოსწორებასაც არ ვაპირებ. ჩემს ცოლს ასე ვუხსნი ამგარემოებას: „საყვარელო, უნაკლო ადამიანი არ არსებობს. მე რომ ის ნაკლი გამოვასწორო, რასაც შენ მითითებ, სხვა ნაკლი უნდა მქონდეს. მემგონი, სჯობს ისევ ეს ნაკლი დავტოვოთ". როგორც კახა ბენდუქიძემ უთხრა კორესპონდენტებს: „მე რომ ვიყოლურჯთვალება, კოხტა ტანის, არ შევიგინო და მხოლოდ კარგი ვილაპარაკო, არ ვიქნები ის კახა ბენდუქიძე, ვიქნები ვიღაცა სხვა".

4. ვინარჩუნებ სიმშვიდეს მაშინაც კი, როდესაც ყველა ირგვლივ კარგავს თავს. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, მას ფაქტიურად „ენერგეტიკულად ძარცავენ". მე არ ვაპირებ გავაძარცვინო ვინმეს თავი ენერგეტიკულად. ყველა აგრესიულშემოტევაზე მე მშვიდად ვპასუხობ. ვმსჯელობ არგუმენტირებულად, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ოპონენტი ნერვიულობს, მასთან არგუმენტებით საუბარი ჰგავს სიტუაციას, როცა ცდილობ უზარმაზარი, ცეცხლში გახვეული სახლის ჩააქრო სულისშებერვით. იდეალური სიტუაციაა, თუკი ტელეფონით მიტევენ აგრესიულად. ამ შემთხვევაში მე უბრალოდ შორს ვიჭერ ტელეფონს და ვაკეთებ სხვა საქმეს, ვიდრე არ მივხვდები, რომ მთელი „ორთქლი" გამოუშვა. შემდეგ მშვიდად ვპასუხობ ორი სიტყვით დავკიდებ ყურმილს.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses