ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაროგორ ამსხვრევს ემოციებს რაციონალური აზროვნება

როგორ ამსხვრევს ემოციებს რაციონალური აზროვნება
 | რეიტინგი 3 

ტვინის აქტივობის კვლევებს შეუძლიათ დახმარება ოფისში უადგილო ქცევების მიზეზების გარკვევაში. თუ გაგიგიათ ოდესმე გენახათ ან მოგესმინათ რაიმე შოკის მომგვრელი ან გამაღიზიანებელ და რეაგირება მოგეხდინათ ემოციების ზეგავლენით უფრო ადრე, სანამ დაფიქრდებოდით?

ხოლო როდესაც თქვენ გესმით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თქვენი რეაგირება, მომენტი უკვე მოუბრუნებლად გაშვებულია. და თქვენ გიწევთ მოასუფთავოთ კვალი (და, შესაძლებელია, სოციალურიც), უპასუხოთ რა იმათ გაკვირვებულ კითხვებზე, ვინც უნებლიედ გახდა თქვენი შეცდომის თვთმხილველი. და თქვენ გეუფლებათ აუცილებელი სინანული და განმანცვიფრებელი კითხვა: „ეშმაკმა დალახვროს, მაინც რაზე ვფიქრობდი მაშინ?“

ნეირობიოლოგმა ჯოზეფ ლედუმ ივარაუდა, რომ ადამიანები, პირველ რიგში მოვლენებზე  რეაგირებას აკეთებენ ემოციურ დონეზე, და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ რაციონალურ აზროვნებას. ლედუს კონცეფცია შემდგომში გახდა მწერლისა და ფსიქოლოგის დენიელ გოულმენის შრომების საფუძველი, რომელმაც ამ მოვლენას „ნუშისებრი სხეულის ("amygdala hijacking") ჩათრევა უწოდა.

ასეთ შემთხვევაში ემოციები სრულად ითრევენ გონებას და ბლოკავენ ნებისმიერ რაციონალურ ქმედებებს, რომლებიც თქვენ შეგეძლოთ რომ ჩაგედინათ. ნუშისებრი სხეული, რომელიც პასუხს აგებს სხვადასხვა რეაქციებზე, ერთვება საქმეში, არ იძლევა ყველაფრის კარგად მოფიქრების რა საშუალებას. საცოდავ ნეოკორტექსს, რომელიც პასუხისმგებელია იმპულსურ კონტროლზე, არ ეძლევა არც ერთი შანსი.

მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავაბრალოთ ნუშისებრ სხეულს მაში, რომ ის ძალზე სწრაფად პასუხობს გარე გამღიზიანებლებს. ბოლოს და ბოლოს, ის ცდილობს გადარჩენას. მაგრამ ცხოვრებაში, განსაკუთრებით პროფესიულში, ამ მისწრაფებას შეუძლია უამრავი პრობლემის შექმნა. მაგარლითად, როდესაც ხდება რაიმე არაორდინარული, ჩვენ ვამბობთ ზედმეტს, ხოლო შემდეგ უკვე იძულებულნი ვართ ბოდიში მოვუხადოთ კოლეგებს. ან ჩვენი სახის გამომეტყველება იძლევა ჩვენი აზრების გამოხატვის შესაძლებლობას და ჩვენ კვლავ ვიღაცას გავანაწყენებთ.

ვინც არ უნდა იყოს – დაწყებული თანამშრომლებით, რომლებიც ურთიერთობენ კლიენტებთან, გენერალურ დირექტორებამდე – შეიძლება გახდეს „ნუშისებრი სხეულის ჩათრევის“ მსხვერპლი. უწესრიგო ემოციები – ეს ადამიანური გამოცდილების განუყოფელი ნაწილის. მიუხედავად ამისა,  შესაძლებელია არასასურველი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა ან საერთოდ თავიდან აცილება.

მკვლევარები სულ უფრო ხშირად ხედავენ ლიდერობას ნეირობიოლოგიის პრიზმიდან. შედეგად, ლიდერებს შეუძლიათ მისცენ სახელი სხვადასხვა იდუმალ „ნუშისებრი სხეულის ჩათრევის“ მსგავს მოვლენებს, არამედ ნეიტრალიზება გაუკეთონ მათ ნეგატიურ გავლენას. შესაძლებელია საკუთარი თავის მართვა მსხვილი ბიზნეს–გადაწყვეტილებების მისაღებად მას შემდეგ, რაც ვნებების სიმძაფრე დაიკლებს. დამიჯერეთ, რომ ამისგან ყველა მხოლოდ მოიგებს.  კოლექტივში ატმოსფერო 50–70%–ით დამოკიდებულია ლიდერზე. მაშ რატომ ნდა დაანგრიოთ ის დაუფიქრებელი რეაქციით? შეყოვნდით წუთით, მიეცით თქვენს ნეოკორტექსს ორიენტირების შესაძლებლობა, ხოლო შემდეგ უკვე თავდაჯერებულად იქონიეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

 

საკვანძო სიტყვები: ემოციები, რაციონალური აზროვნება, ნეირობილოგია  

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge