ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციააქტივები, პასივები და ნაგავი

აქტივები, პასივები და ნაგავი
 | რეიტინგი 3 

 

აქტივების და პასივების ორნაირი განმარტება

უმეტეს შემთხვევაში ეკონომიკური ტერმინების განმარტება მოცემულია ბუღალტრული თვალსაზრისით. ბუღალტრული განმარტება ითვლება ეკონომიური რეალობის ამსახველ საუკეთესო საშუალებად. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ყველა წესს აქვს გამონაკლისი. არის რამდენიმე ტერმინი, რომლის ბუღალტრული განმარტება არ ასახავს რეალურ ეკონომიკურ არსს.

ამ შემთხვევაში მინდა გესაუბროთ აქტივების და პასივების ბუღალტრულ განმარტებასა და ბიზნეს განმარტებაზე. თუკი საუბარია საღ აზრზე, ბიზნეს განმარტება უფრო ობიექტურად ასახავს ეკონომიკურ რეალობას, ვიდრე ამას ბუღალტრული განმარტება იძლევა.

ბუღალტრული განმარტებით აქტივი არის ყველაფერი, რასაც აქვს ფასი და რისი გაყიდვაც შეიძლება, მიუხედავად იმისა მატერიალურია თუ არამატერიალური. პასივს - კი წარმოადგენს ყველანაირი ვალდებულება.

ბიზნესის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აქტივის და პასივის განსხვავებული განმარტება, არამედ გვაქვს მესამე ტერმინიც:

 

აქტივი - არის ყველაფერი, რაც იძლევა მოგებას, .. რაც თქვენს ჯიბეში გიდებთ ფულს.

 

პასივი - არის ყველაფერი, რასაც თქვენი ჯიბიდან ამოაქვს ფული.

 

ნაგავი - არის ყველაფერი, რაც ვერ გაიყიდება და წლობით ინახება სხვენზე ან ავტოფარეხში.

ერთი და იგივე ქონება, რომელიც ბუღალტრული განმარტებით ყველა შემთხვევაში არის აქტივი, ბიზნეს განმარტებით შეიძლება ერთ შემთხვევაში იყოს აქტივი, მეორე შემთხვევაში პასივი.

მაგალითად, პირადი ხმარების ავტომობილი არის პასივი (მას სჭირდება ბენზინი, ნაწილების გამოცვლა პერიოდულად, დაზღვევა და ..), მაგრამ ტაქსისტისთვის მანქანა არის აქტივი.

ბანკის კრედიტი, რომელიც ბუღალტრულად ყველა შემთხვევაში არის პასივი, ბიზნეს განმარტებით შეიძლება ერთ შემთხვევაში იყოს აქტივი, მეორე შემთხვევაში პასივი.

მაგალითად, საყოფაცხოვრებო კრედიტი, (ტელევიზორის, მაცივრის და .. საყიდლად აღებული) არის პასივი. მაგრამ ბიზნესისთვის აღებული კრედიტი, უკვე არის აქტივი, ვინაიდან მისი საშუალებით ფირმა მოგებებს ზრდის .. მის ჯიბეში ფული ჩაედინება”.

ერთი და იგივე აქტივი, ბიზნეს განმარტებით, შეიძლება აქტივიდან გადაიქცეს პასივად, ან პასივიდან გადაიქცეს აქტივად. მაგალითად, ბიზნესში ჩადებული თანხა, საწყის ეტაპზე, სანამ კომპანია გადავა მოგებაზე, არის პასივი მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გადაიქცევა აქტივად. ან კიდევ, ნაყიდი სახლი, რომლის ფასი მატულობს და ადამიანს ჰგონია აქტივია, ეკონომიკური კრიზისი დროს გაყიდვის შემთხვევაში გადაიქცეს პასივად .. გაიყიდოს ნაკლებ ფასად ვიდრე ნაყიდი იყო.

ვინაიდან ადამიანთ უმეტესობა ხელმძღვანელობს ლექსიკონის განმარტებით, მათ გონიათ ისინი აგროვებენ აქტივებს, მაშინ როდესაც აგროვებენ პასივებს და ნაგავს (შემდეგ კი უკვირთ რატომ ვერ იმართებიან ფინანსურად). ნებისმიერი ქართველი ავტოფარეხში რომ შეიხედოთ, უამრავ ნაგავს იპოვით.

 

მხოლოდ ერთეული ადამიანები ხვდებიან (უმეტესად არაქვეცნობიერ დონეზე) ამ განსხვავებებს და მათი მატერიალური მდგომარეობა ძალიან, ძალიან განსხვავებულია სხვებისგან.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge