ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციაფასი - საქონლის შეფასების რამდენიმე მეთოდი

ფასი - საქონლის შეფასების რამდენიმე მეთოდი
 | რეიტინგი 3 


ერთი პერიოდი ტელევიზიით გადიოდა "მასტერ ქარდის" რეკლამა შემდეგი ტექსტით: "მეგობრობას ვერ იყიდი ფულით, ვერც სიყვარულს იყიდი ფულით, ერთგულებას ვერ იყიდი ფულით, პატივისცემას ვერიყიდი ფულით, სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს მასტერ ქარდი". მეტად მოხდენილი სლოგანია. მოდით დროებით გვერდზე გადავდოთ ეს მარადიული სულიერი ფასეულობები და ვისაუბროთ იმაზე, რისი ყიდვაცფულით შეიძლება.საქონლის შეფასების რამდენიმე მეთოდი არსებობს. აი ისინიც:
1.        თვითღირებულებას პლუს ფასნამატი. ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებული და ფართოდ აღიარებულია. ადამიანი ითვლის რა დაუჯდა საქონლის დამზადება და ამატებს მისთვის სასურველ მოგებას. ამ მეთოდსერთნაირი წარმატებით იყენებენ როგორც წვრილი ხელოსნები, ასევე მსხვილი მწარმოებლებიც.

2.       საბაზრო ღირებულება. ეს მეთოდის ფართოდ არის გავრცელებული. ის პირველი მეთოდის განვრცობილი ვარიანტია. ეს არის ფასი, რაზეც შეთანხმდებიან გამყიდველი და მყიდველი. გამყიდველი ადებს ფასს,ხოლო მყიდველი კი ევაჭრება. არის შემთხვევები, როცა გამყიდველი ყიდის მისთვის საზარალოდ, რადგანაც უნდა მოიშოროს თავიდან საქონელი, რაც შეიძლება მალე, ან ძალზე სჭირდება ფული იმ წუთას. ყოფილაშემთხვევები, როდესაც ადამიანი ნათესავს უფასებს საქონელს თავიდან იმ ფასად, როგორც სურს გაყიდოს, ნათესავი უარს ეუბნება და შემდეგ უცხოს მიჰყიდის უფრო დაბალ ფასად, ვინაიდან მეტი არ გადაუხადეს.ამას რომ გაიგებს, ნათესავი ბრაზდება: "მე 100 ლარი მითხრა და 80 ლარად გაუყიდია იმ ...". ამიტომ, ნათესავებზე მიყიდვას გონიერი ადამიანები ერიდებიან, თავი რომ არ გაილანძღონ.

3.       ამორტიზირებული ღირებულება. ეს ბუღალტრების საყვარელი მეთოდია, ხშირად ბანკებშიც იყენებენ. მაგალითად ობლიგაციის ამორტიზირებული ღირებულებაა მის თავ ფულს მიმატებული ის საპროცენტოსარგებელი რაც ამ დრომდე ეკუთვნის (მაგრამ ჯერ არ მიუღია, არამედ მომავალში მიიღებს).

1.        მომავალი ფულის ნაკადების დღევანდელი ღირებულება. ეს მეთოდი უფრო დახვეწილი იარაღია და მას ყველაზე ხშირად ბანკები იყენებენ. ბანკირი კრიბავს რა ფულის ნაკადებს მოიტანს ესა თუ ის აქტივი და გებულობას მათ დღევანდელ ღირებულებას. ვინც ვერ მიხვდა განვმარტავ: ერთი წლის შემდეგ მისაღები თანხისთვის დღევანდელი ღირებულება ის თანხა, რა თანხაც უნდა ჩადო ბანკში იმისათვის რომ ერთი წილის მერე მიიღო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ დღეს 1000 ლ იგივეა, რაც ერთი წლის შემდეგ 1100 ლ თუკი საბანკო დანაზოგის პროცენტია ("სარგებელი", როგორც ბანკირებს უყვართ თქმა) 10%. საფონდო ბაზარზე კომპანიის აქციები ხშირად ამ მეთოდით ფასდება და ეს მეტად რთული საქმეა, რადგანაც ინვესტორმა უნდა განსაზღვროს რა მოგებები ექნება კომპანიას მომავალში, რაც იოლი არ გეგონოთ. საფონდო ბაზარზე რიგ შემთხვევებში მეორე მეთოდითაც ფასდება კომპანია ე.ი. ზარალით გაყიდვა იქ ჩვეულებრივი ამბავია.

2.       ფორმულა "ვფარავ ყველა ხარჯს და გიხდი მოგებას N დოლარს". შეფასების ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ვერცერთი მხარე ვერ ითვლის თვითღირებულებას. მაგალითად კოსმოსური ხომალდის აშენებისას სახელმწიფო ფირმა კონტრაქტორს ამ ფორმულით უხდის საფასურს, ვინაიდან არავინ იცის რა დაჯდება რაკეტის გაკეთება. შინაურობაში ხელოსნებთანაც ამ ფორმულით სარგებლობს ბევრი ადამიანი. მაგალითად მე როდესაც ავეჯს ვაკეთებდი, მეგობარ ხელოსანს ვუთხარი: "დამითვალე კარადის მასალების ხარჯი და შენ შრომაში გადაგიხდი 50.0 ლარს".

3.       კროს-კურსები. არის კიდევ "ხელოვნური" ფასებიც. მაგალითად ევროს ფასი ლართან მიმართებაში განისაზღვრება ფორმულით: კონკრეტული დღის ევრო/დოლარის კურსი მრავლდება იმავე დღის დოლარი/ლარის კურსზე. ხელოვნურს იმიტომ ვუძახი, რომ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე კი  გამოიყვანენ ამ ფასს ფორმულით, მაგრამ იმ დღეს შეიძლება ევროს ლარით ვაჭრობა არ მოხდეს. მაგრამ მოგვიანებით ვინმეს რომ დასჭირდეს ამ დღის ევრო/ლარის კურსი, მას შეუძლია ეს თეორიულად "დათვლილი" ფასი აიღოს.


შეიძლება სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგრამ ჩემი მწირი განათლება მეტს ვერ სწვდება. თუ თქვენ იცით კიდევ რაიმე შეფასების მეთოდი, მომწერეთ, დიდი სიამოვნებით გავეცნობი. 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge