ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციაკომპანიების შეძენისადმი დამოკიდებულება

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

კომპანიების შეძენისადმი დამოკიდებულება
 | რეიტინგი 3 

 

ნება მომეცი გაგაცნო ჩემი მიდგომა კომპანიებში ინვესტირებასთან დაკავშირებით.

"აკიო"-ს განვითარების შემდეგ ეტაპზე, ჩვენ მოგვეცემა საშუალება შევიძინოთ ბიზნესებიც და არა მხოლოდ კომპანიის აქციები. შეიძლება ბიზნესი შევიძინოთ უცხოეთში, შეიძლება - საქართველოში ან შეიძლება ორივეგან. აგრეთვე, შეიძლება ბიზნესის 100% შევიძინოთ, ან მხოლოდ საკონტროლო პაკეტი. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ჩემი დამოკიდებულება ხმის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით იქნება არაორდინალური. სანამ მივიღებ გადაწყვეტილებას შევიძინო ბიზნესი, გარდა იმისა, რომ კომპანიის ფუნდამენტალური ფინანსური მახასიათებლები უნდა იყოს ძლიერი და ფასი მისაღები, მე დიდ ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ უმაღლესი მენეჯმენტი იყოს:

ა) პატიოსანი,

ბ) საქმიანი ალღოს მქონე,

გ) დაინტერესებული კომპანიის კეთილდღეობით.

 

 

ვინაიდან მე კომპანიის შეძენას ვაპირებ მენეჯმენტთან ერთად, იმისათვის რომ უზრუნველყოფილ იქნას უმაღლესი დონის მართვა სასურველია, რომ უმაღლესი მენეჯერი(ები) ფლობდეს წილს თავის კომპანიაში. არა აქვს მნიშვნელობა რა წილის მფლობელი იქნება "აკიო", 51%, 80% თუ 90%, მე არ ვაპირებ გამოვიყენო ჩემი ხმის უფლება და ჩავერიო მართვაში მანამ, სანამ არ შეიქმნება დაბანდების დაკარგვის საფრთხე.

მე ვთხოვ მენეჯმენტს მართოს ბიზნესი ისე, თითქოს ეს კომპანია არის:

1.       100%-ით მისი

2.      მისი ოჯახის ერთადერთი ქონება და

3.       ის არ გადაიყიდება უახლოესი 100 წლის განმავლობაში.

მაშასადამე, ბიზნეს-გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური პროდუქტიულობა გრძელვადიან პერიოდში. თუ მოკლევადიან გადაწყვეტილებები გამოიწვევს ნორმალურზე მეტ ხარჯებს (შესაბამისად ნაკლებ მოგებას), მაგრამ ეს ბევრად მეტ სიკეთეს მოგვიტანს მომავალში, ასეთი ზედმეტი ხარჯები იქნება მისასალმებელი ჩვენი მხრიდან.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge