ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციააქტიური ინვესტირება როგორ ავარჩიოთ აქციები?

აქტიური ინვესტირება როგორ ავარჩიოთ აქციები?
 | რეიტინგი 3 

 

არსებობს ინვესტირების კონსერვატიული მეთოდები, მაგალითად „«BUY & HOLD" ან ინდექსური ინვესტირება. ყველა ღირსებების მუხედავად, მათ მთელი რიგი ნაკლოვანებებიც გააჩნიათ: დაბალი შემოსავლიანობა, რომელმაც შეიძლება შეადგინოს წლიურად არა უმეტეს 15%-ისა ხანგრძლივი დროის განმავლობაში; ინვესტიციის მაღალი დამოკიდებულება „შესვლის წერტილზე". თუ ინვესტიცია წარუმატებლადაა ჩადებული ინდექსში - მაქსიმუმებთან ახლოს, როდესაც ეკონომიკა ახლოსაა ზრდის ციკლის დასასრულთან, დაგეგმილი შემოსავლიანის ლოდინს 3-7 წელი დასჭირდება. ამადროულად, დანაკარგებმა ინვესტირების პროცესში შეიძლება საწყისი კაპიტალის ნახევარსაც კი გადააჭარბოს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ნაკლოვანებები? ამისათვის საჭიროა აქტიური ინვესტირების მეთოდის გამოყენება. თუმცა, ისინი ინვესტორისაგან მოითხოვენ გარკვეულ კვალიფიკაციას და გამოყოფილ რამდენიმე საათს, რათა მან თვალყური ადევნოს ბაზარზე სიტუაციას, შეარჩიოს აქციები თავისი პორტფელისათვის და საჭიროების შემთხვევაში დააფიქსიროს მომგებიანი და წამგებიანი გარიგებები.

ერთერთი საკმაოდ გამართლებული მეთოდია უილიამ ჯ. ნილის „CAN SLIM". ავტორი აქცენტს აკეთებს ინვესტორის მიერ აქციების გულდასმით შერჩევაზე, პოზიციების მონიტორინგსა და პორტფელის შესაძლო შემდგომ რესტრუქტურიზაციაზე.

როგორ შევარჩიოთ აქციები? ამისათვის საჭირო იქნება ჩავიხედოთ კომპანიის ანგარიშებში ან ვისარგებლოთ სერვისებით, რომლებიც გვაწვდიან განზოგადებულ ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებზე  (მაგალითად: moneycentral.msn, google finance, investors.com).
პირველი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება, არის  ყოველ აქციაზე მიმდინარე კვარტალური მოგება (EPS). მრავალწლიანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი კორელაცია აქციების კურსის ზრდასთან ჰქონდათ წინა კვარტლის მოგებებს. კომპანიებმა, რომლებიც უნდა შეარჩიოს ინვესტორმა, უნდა აჩვენონ ერთ აქციაზე მიმდინარე კვარტალური მოგების მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით. ლიდერ-კომპანიების მოგების ზრდა უნდა იყოს 70%-ისა და უფრო მაღალ დონეზე. ასეთი მოგებების ჩვენება ბირჟაზე შეუძლია ემიტენტების არაუმეტეს 25%-ისა.

ინვესტორისათვის ასევე აუცილებელია თვალი მიადევნოს აქციაზე მოგების ზრდის დინამიკას (EPS) და თავისთვის დაადგინოს მიმდინარე მოგების ზრდის დონე, რომელიც უნდა ჩაითვალოს მინიმალურად, მაგალითად, 15-20%-ის დონეზე. ძლიერი ბაზრის პერიოდში ამ კრიტერიუმის გაზრდა 40%-მდეც შეიძლება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჩქარდება ლიდერ-კომპანიების მოგების დონის ზრდა. ასევე აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ მოგების ზრდას თან ახლავს გაყიდვების მოცულობის ზრდაც - როგორც წესი, კვარტალში არანაკლებ 25%-ისა. თუ რამდენიმე კვარტლის განმავლობაში აღინიშნება მოგების ზრდის შემცირება, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კომპანიას სერიოზული პრობლემები აქვს.

შერჩევის მეორე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და კრიტერიუმია მოგების ყოველწლიური მატება. ინვესტორისათვის ის კომპანიებია საინტერესო, რომლებმაც აჩვენეს მოგების მნიშვნელოვანი ზრდა, უფრო ზუსტად კი შემოსავლიანობის ყოველწლიური მატება 25%-დან 50%-მდე და უფრო მეტიც. არ ღირს კომპანიის სააქციო კაპიტალის - ROE (return of equity) - წლიური შემოსავლიანობის მაჩვენებლისა და  cash flow-ს (ნაღდი ფულის ნაკადის) ზრდის იგნორირებაც. კომპანიის მოგების სტაბილურობის მოთხოვნების გამოყენებით შესაძლებელი გახდება ჯგუფში აქციების 80%-ის განთესვა და ყველაზე უფრო პერსპექტიულების გამორჩევა.

ო'ნილმა შეიმუშავა კომპანიის შეფასების რეიტინგული სისტემა, რომელშიც ჩართო  კომპანიის მომგებიანობა ბოლო კვარტლების მიხედვით -  EPS. მასში შედის 100-ზე მეტი ემიტენტი და მისი უფრო მაღალი მნიშვნელობა ლაპარაკობს იმაზე, რომ კომპანია აღემატება სხვებს როგორც კვარტალური, ასევი წლიური მოგების თვალსაზრისით.

 „ფასის ძალის შეფარდებითი" რეიტინგი RS (Relative Price Strengh) გამოიყენება ჯგუფში საუკეთესო აქციების გამოსავლენად. ყველაზე მაღალი რეიტინგი ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში აქციამ ბაზარზე ყველა სხვა აქციას გაუსწრო. თუ რეიტინგი 70-ზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ კომპანია არ შედის ფასების ლიდერთა ჯგუფში. ინვესტორმა უნდა შეარჩიოს აქციები ფასების ძალით არანაკლებ 70-80-ისა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კონსოლიდაციის ზონები, და ასევე გამოავლინონ ყველაზე მდგრადები კორექციის პერიოდში.

აქციების შეფასებისას რამდენად სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მაჩვენებელს „ფასი/მოგებას" - (P/E)? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საუკეთესო აქციები შეიძლება გაიზარდონ Р/Е-ს 90 ნიშნულამდე და უფრო მაღლაც. ინვესტორები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ უფრო იაფი აქციების ყიდვას, რისკავენ ხელიდან გაუშვან უფრო პერსპექტიული აქციები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩნდებიან ხარის ბაზრებზე, დაბალი - დათვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის დონეც. როგორც წესი, დიდი კაპიტალიზაციის აქციებს ზრდის უფრო ნაკლები პოტენციალი აქვთ. თუმცა, 90-იან წლებში და 2000-ის დასაწყისში ადგილი ჰქონდა  ფენომენს, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდებოდნენ დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციები. ეს ეფექტი, როგორც წესი, ჩნდება საინვესტიციო ფონდებში სახსრების სიჭარბის დროს.

 არ უნდა დაგვავიწყდეს კომპანიის ინსტიტუციონალური მხარდაჭერის მნიშვნელობაც, როდესაც აქციების მნიშვნელოვან რაოდენობას ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ფლობენ: ბანკები, საინვესტიციო, საინდექსო ფონდები, კორპორაციები. ისინი დაინტერესებულნი არიან თავისი დაბანდებების სტაბილურობასა და მომაგებიანობაში, ხოლო გააჩნიათ რა ქმედითი ფინანსური რესურსები და გავლენის ბერკეტები, შეუძლიათ კომპანიისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა.

კომპანიის ფუნდამენტური მონაცემების მიხედვით,  აქციების შეფასებისა და შერჩევის შემდეგ, საჭიროა რბილი გადასვლა აქციების გრაფიკის  ანალიზზე. ინვესტორმა უნდა მოძებნოს ისეთი აქციები, რომლებიც გამოდიან კონსოლიდაციის ზონიდან და უახლოვდებიან ფასების მაქსიმუმებს ან აღრღვევენ მათ. თქვენ შეიძლება მართალი იყოთ აქციებისა და შესვლის წერტილის შერჩევისას, მაგრამ თუ ბაზარი დაიწყებს კლებას, მაშინ ოთხიდან სამი აქცია წამგებიანი იქნება. ამისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბაზრის მდგომარეობის შეფასება, ხოლო ამის გაკეთების საუკეთესო საშუალებაა მისი მოძრაობის თვალყურის დევნება ძირითადი საფონდო ინდექსების გრაფიკის, ფასების გრაფიკისა და მოცულობის მიხედვით.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge