ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიცია10 ტოპ-ტყუილი ვენჩურული კაპიტალისტებისაგან.

10 ტოპ-ტყუილი ვენჩურული კაპიტალისტებისაგან.
 | რეიტინგი 3 

 

ავტორი გეი კავასაკი, სახელგანთქმული ვენჩურული კაპიტალისტი

ვენჩურული ინვესტორები უბრალო ხალხი ვართ: ჩვენ ვაბანდებთ ფულს, და მერე თავს იმით ვიწყნარებთ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, და რომ არ არსებობს ჩავარდნის არც ერთი შანსი. მაგრამ, როგორ შეიძლება ჩვენ უბრალოები ვიყოთ, როდესაც ჩვენ არ ვართ აუცილებლად პროგნოზირებადნი. ასე რომ, თუ გსურთ ინვესტიციების მიღება საკმაოდ რისკიანი წამოწყებისათვის, შეეცადეთ ვენჩურული კაპიტალისტისაგან პასუხად „არა"-ს მიღებას. თქვენ საკმაოდ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, როდესაც ის „კი"-ს გიპასუხებთ.

სამწუხაროდ, მეწარმეებიც ასეთივე უბრალო ხალხია: თუ მათ შეხვედრის ბოლოს არ ესმით მტკიცე „არა", ისინი თვლიან, რომ თქვენ მათ „კი" უპასუხეთ. ეს არის ვენჩურული კაპიტალისტსა და მეწარმეს შორის კომინიკაციის ნამდვილი ჩავარდნის  ერთერთი მაგალითი, რომელსაც უკანასკნელთათვის ნამდვილი იმედგაცრუება და ტკივილი მოაქვს.

რათა ცოტათი მაინც გაგიადვილოთ მეწარმესა და ვენჩურულ კაპიტალიტს შორის ურთიერთგაგება, მე შევადგინე 10 ყველაზე პოპულარული „ტყუილი", რომელსაც ეს უკანასკნელნი იყენებენ რისკიან ღონისძიებაში ფულის ჩადების განხილვისას.

1) „მე მომწონს თქვენი კომპანია, მაგრამ ჩემს პარტნიორებს არა". სხვა სიტყვებით, ეს არის პასუხი „არა". კაპიტალისტი ცდილობს გააგებინოს მეწარმეს, რომ ის კარგი და ჭკვიანი ადამიანია, რომელიც აუცილებლად ჩადებდა ფულს მის ბიზნესში, მაგრამ ეს „სხვებს" არ უნდათ და ამიტომ არ ღირს მისი გამტყუნება (მეწარმის მთავარი შეცდომა ისაა, რომ ის ეცდება ინვესტორის პარტნიორების რამენაირად დაყოლიებას. არ ღირს ამის გაკეთება, რადგანაც თქვენ პასუხი უკვე მიიღეთ).

2) „თუ თქვენ მიიღებთ მსხვილი ინვესტორისგან ინვესტიციებს, მაშინ ჩვენც ჩავდებთ თქვენში ფულს" - ეს ნიშნავს „არა"-ს. რისკიან წამოწყებებში კაპიტალის ჩამდები ამბობს: „ ჩვენ ნამდვილად არ გვჯერა, მაგრამ თუ შეძლებთ Sequoia-ს არწმუნებას (ის კი ერთერთი უმსხვილესი ვენჩურული კომპანიაა) თავის თავზე აიღოს ძირითადი რისკები, ჩვენც ჩავერთვებით". სხვა სიტყვებით, როგორც არ უნდა სჭირდებოდეს მეწარმეს ფული, ვენჩურული კაპიტალისტი ბედნიერი იქნებოდა კიდევ მეტის მიცემით. ეს არის ის, რას სურს ინვესტორს, მაგრამ ბიზნესმენს სულ სხვა რამის გაგება უნდა: "თუ თქვენ ვერ მიიღებთ ინვესტიციას სხვა მოთამაშისგან, ჩვენ თქვენ დაგეხმარებით".

3) „გვიჩვენეთ თუნდაც რაიმე შედეგი, და ჩვენ მოგცემთ ფულს" - ეს ნიშნავს „არა"-ს. ამ ტყუილის გადათარგმნა შეიძლება მხოლოდ შემდეგნაირად: „მე არ მჯერა თქვენი ისტორიის, მაგრამ თუ შეძლებთ მის დამტკიცებას გარკვეული შემოსავლის მიღებით, მაშინ შეიძლება მე დამარწმუნოთ. მე არ მინდა გითხრათ „არა" რადგანაც, შეიძლება ეს არასწორია. ასე რომ არსებობს იმის ალბათობა , რომ მე გეტყვი უარს, შენ კი სხვასთან დადებ კონტრაქტს.

4) ჩვენ გვიყვარს თანაინვესტირება" - ამ სიტყვების გადათარგმნა ასე შეიძლება - „თუ ეს პერსპექტიული საქმეა, ჩვენ გვინდა მივიღოთ ყველაფერი". ასეთი პასუხო შეიძლება შევაფასოთ როგორც „არა". ბიზნესმენს კი სურს მოისმინოს: "ჩვენ გვინდა მივიღოთ ყველაფერი და  არ არის საჭირო სხვა ფულის ჩამდები". მეწარმის  ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ აჩვენოს ინვესტორს, თუ რამდენად მომგებიანია მისთვის ნამცხვრის ყველაზე დიდი ნაჭრის მიღება

5) „ჩვენ კაპიტალს თქვენს გუნდში ვდებთ". ეს არასრული მტკიცებაა. ამ დროს კი მართალი ისაა, რუ თუ კაპიტალს დებენ გუნდში, მეწარმეებს ხშირად ესმით: „ჩვენ თქვენ არ გაგათავისუფლებთ - რატომ უნდა გაგიშვათ თქვენ, როდესაც კაპიტალს თქვენც გამო ვაბანდებთ?". ეს ის არ არის, რასაც ამბობს რისკიან საქმეში კაპიტალის ჩამდები. ის რასაც ამბობს, ჟღერს დაახლოებით ასე: „ჩვენ ვდებთ კაპიტალს თქვენს გუნდში, სანამ ყველაფერი გვაწყობს, მაგრამ გაგათავისუფლებთ, თუ ისინი აირევა, რადგანაც შეუცვლელი არავინაა".

6) „მე ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ისინი თქვენს კომპანიაზე დავხარჯო". ეს სინამდვილისგან ძალიან შორსაა. უფრო მეტიც, ინვესტორი უკვე 10 გამგეობის წევრია. ამის გათვალისწინებით, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ინვესტორი კომპანიას თვეში მხოლოდ 5-10 საათს დაუთმობს. ეს კი ნიშნავს მნიშვნელოვან წესს - „გამეგობის წევრთა შეკრება ჩაატარეთ რაც შეიძლება მოკლედ! მათზე გადაწყვიტეთ მხოლოდ კომპანიის მომავალთან დაკავირებული მნიშვნელოვანი საკითხები".

7) „ეს დაფინანსების ტკბილი გრაფიკი". არ არსებობს ფინანსების ტკბილი გრაფიკი. თუ ვარაუდობთ, რომ ინვესტორები მოგცემენ განუსაზღვრელი როდენობით ფულის ნამცხვრით პირის ჩატკბარუნების საშუალებას? რასაკავირველია, ისინი ამისათვის არ უცდიან ფინანსურ კონსულტანტეტს საათში 400 დოლარს, რომ მათ „ფინანსირების ტკბილი გრაფიკები" შეადგინონ. არ გქონდეთ ამის იმედი.

8) ჩვენ შეგვიძლია გაგიღოთ ჩვენი კომპანიის კარები" (მხედველობაშია ვენჩურული კაპიტალისტის კლიენტი-კომპანიები). ეს ორმაგი ტყუილია. ძალიან ხშირად ასეთი კლიენტებს სასტიკად სძულთ ინვესტორი. ამასთან, ყოველთვის არ არის ამ კომპანიის „კარის გაღების" საშუალება. ერთადერთი, რაც შეოძლემა მოხდეს, არის ის, რომ თქვენ რეკომენდაციას კი მოგცემენ, მაგრამ თანმშრომლობის ნუ გეიმედებათ.

9) „ჩვენ გვიყვარს early-stage investing ანუ ინვესტირება კომპანიის ჩამოყალიბების ადრეულ სტადიებზე". ტყუილია. რასაკვირველია, ვენჩურული ინვესტორები ყოველთვის ოცნებობენ კომპანიაში 1 მილიონის ისე ჩადებას, რომ მან "Google"-ს აქციების 33% მოუტანოს. მაგრამ საქმეში ინვესტორები ფულს შემოწმებულ გუნდებში დებენ,რომლებშიც Cisco-ს მსგავსი კომპანიების დამაარსებლები არიან. ეს ლოგიკურია. ისინი ძალიან ფრთხილები არიან. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ მხოლოდ თავის ფულს არ განკარგავენ!

მე-10 პუნქტი არ იქნება,  მაგრამ. თქვენ ნახეთ 9 ყველაზე ცნობილი ტყუილი  ვენჩურული კაპიტალისტების მხრიდან

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge