ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციააქციების შეფასება და არჩევა

აქციების შეფასება და არჩევა
 | რეიტინგი 3 

 

ქვემოთ ჩამოთვლიია რამდენიმე პუნქტი, რომლებიც არ უნდა დაივიწყოთ საფონდო ბირჟაზე აქციების შეფასებისას და არჩევისას.

ეს წესები გამოადგება როგორც ახალბედას, ასევე გამოცდილ ადამიანებსაც, რადგანაც ვიცით, რომ ზოგჯერ ისე ააგებენ ხოლმე საკუთარ სავაჭრო სისტენებს, რომ ავიწყდებათ აქციების ბაზარზე ვაჭრობის ძირითადი დებულებები.

1) ფრთხილად მოეკიდეთ იაფფასიან აქციებს და შეისყიდეთ მხოლოდ შემდეგ ფასიან დიაპაზონებში მყოფი აქციები: NASDAQ-სათავის 15-დან 300 დოლარამდე, NYSE-სთვის 20-დან 300 დოლარამდე.

2) მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ კომპანია, რომლის აქციების ყიდვასაც ვაპირებთ, შედიოდეს ეკონომიკის საუკეთესო დარგებში და წარმოადგენდეს ერთერთ საუკეთესოს მოგების ზრდისა ტემპებითა და გაყიდვების მოცულობით, კაპიტალზე მოგებით, მოგების ოდენობითა და პროდუქტის ხარისხით.

3) აარჩიეთ ისეთი ზრდის აქციები, რომლებიც უკანასკნელი 2-3 წელის განმავლობაში თითოეულ აქციაზე აჩვენებენ მოგების 15-20%-უან წლიურ ზრდას (EPS), და გააჩნიათ 20%-25% და მეტი მოგების გასაშუალოებული პროგნოზი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

4) აარჩიეთ ისეთი აქციები, როდესაც მოგება თითოეულ აქციაზე ბოლო 2-3 კვარტლის განმავლობაში გაიზარდა მინიმუმ 25-30%-ით, ხოლო ხარის ბაზრის პერიოდში 40%-დან.

5) კომპანიის აქციების ზრდის აუცილებელი პირობაა გაყიდვების მოცულობის პროცენტული ზრდა ბოლო 2-3 კვარტლის განმავლობაში (არანაკლებ 25%-ისა).

6) აარჩიეთ ისეთი კომპანიები, რომელთა კაპიტალზე მოგება შეადგენს არანაკლებ 15%-ისა, ხოლო საუკეთესო კომპანიებისათვის - 25%-50%.

7) იპოვეთ ისეთი კომპანიები, რომელთა მოგებაც ბოლო კვარტლების განმავლობაში იზრდება და უახლოვდება პიკს მოცემული აქციისათვის, გადასახადევის გადახდის შემდეგ.

8) შეხედეთ აქციას 85-ზე მეტი შეფარდებითი ძალის მაჩვენებლით რეიტინგის მიხედვით (საანგარიშსწორებო საფასო ძალის რეიტინგი უჩვენებს ფასების ზრდის დინამიკას).

9) განიხილეთ ყოველკვირეული და ყოველდღიური გრაფიკები სწორი ბაზებისა და შესვლის წერტილების საპოვნელად. მიიღეთ ყიდვის გადაწყვეტილება სწორი ბაზებიდან ისეთ დღიურ მოცულობებთან ერთად, რომლებიც აღემატებიან ვაჭრობის ნორმალურ მოცულობას 50% და მეტი პროცენტით.

10) გამოყავით კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ ინსტიტუციონალური მხარდაჭერით. კომპანიის აქციები უნდა შედიოდნენ სხვადასხვა მომგებიანი ფონდების აქტივში.

11) იყიდეთ ისეთი  კომპანიის აქციები, რომელიც სთავაზობს საუკეთესი პროდუქტს, სარგებლობს ბაზარზე  მაღალი მოთხოვნილებითა და განვითარების პოტენციალით.

 12) ეძიეთ ისეთი კომპანიები, რომელთა  აქციებსაც მათი უმაღლესი ხელმძღვანელობა ფლობს.

13)  თვალყური ადევნეთ ისეთ კომპანიებს. რომლებაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს თავისი ჩვეულებრივი აქციების 5-10%-სა და მეტის გამოსყიდვის შესახებ, გაიგეთ აგრეთვე, ხომ არ შეიცვალა კომპანიის ხელმძღვანელობა.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge