ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციავინ არიან ბიზნეს-ანგელოზები?

ვინ არიან ბიზნეს-ანგელოზები?
 | რეიტინგი 3 

ბიზინეს-ანგელოზები  დამოუკიდებელი ინვესტორებია, რომლებსაც ჯერ კიდევ მაშინ შეუძლიათ კომპანიაში ფულის ჩადება, როდესაც ის ჯერ კიდევ იდეის დონეზეა. ე. ი. მაშინ, როდესაც აზრი არა აქვს კრედიტის საძებნელად რომელიმე ვენჩურულ ფონდს ან ბანკს მიმართოთ. ბიზნეს-ანგელოზები, ჩვეულებრივ, ისეთი ყოფილი მეწარმეები არიან, რომლებმაც თავის დროზე საკუთარი ბიზნესით დიდი ფული იშოვეს და ახლა მას ახალგაზრდა კომპანიებში დებენ, მომავალში მოგებიდან საკუთარი წილის გაყიდვის მიზნით.

ბიზნეს-ანგელოზი ხშირად წარმოადგენს შუაფენას მათ შორის, როდესაც კომპანია იწყებს თავის საქმიანობასა და როდესაც ის ღებულობს პირველ ინვესტიციებს ვენჩურული ფონდებიდან, ან საბანკო კრედიტებს. მაგალითად, ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო კომპანია Apple-სთან დაკავშირებით, როდესავ მაიკ მარკულმა ორ ახალგაზრდა მეწარმეში - სტივ ჯობსში და სტივ ვოზნიაკში დააბანდა საკუთარი სისხლით მოპოვებული ასი ათასი დოლარი. საჭიროა კი იმის თქმა, რომ ამ დაბანდებამ მარკულეს ასობით მილიონი დოლარი მოუტანა. ასევე ბიზნეს-ანგელოზებიდან  იწყებოდა Google-ს ისტორიაც.

საერთოდ. ბიზნეს-ანგელოზები მსოფლიოს კაჟის (იგივე სილიკონის) ველმა აჩუქა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ინჟინერმა იუჯინ კლიაინერმა დატოვა კომპანია Schockley Semiconductor და საკუთარი ისეთი წარმოების ორგანიზება გადაწყვიტა, რომელიც დაკავდებოდა კაჟის მიკროსქემების წარმოებით. სამწუხაროდ, უოლ-სტრიტზე არავინ არ დაინტერესდა კლიაინერის იდეით. ბანკებიც ჩუმად იყვნენ. საბედნიეროდ, როცა ინჟინერი უკვე  ფიქრობდა თავის სამუშაო ადგილზე დაბრუნებას, სცენაზე გამოვიდა არტურ კროკი. იმ დროისათვის კროკი ერთერთ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და გააჩნდა კავშირები, რომლებიც მას კლიაინერისათვის კერძო ინვესტორის მოძებნაში დაეხმარა. ასე იქნა დაარსებული კომპანია Fairchild Semiconductor, რომელმაც ბიზნეს-ანგელოზისაგან 1,5 მილიონი დოლარი ინვესტიცია მიიღო.

არაფერია იმაში გასაკვირი, რომ რომსწორედ სილიკონის ველზე გაჩნდა ისეთი ცნება, როგორიცაა ბიზნეს-ანგელოზი. ბოლოს და ბოლოს, მათთვის საქმიანობის ყველაზე აქტიური სფერო სწორედ ტექნოლოგიური დარგი წარმოადგენდა. და დღესაც ასეა.

რით განსხვავდებიან ვენჩურული ფონდები ბიზნეს-ანგელოზებისაგან? უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ფონდები ხშირად მართავენ არა საკუთარ კაპიტალს „ანგელოზებისაგან" განსხვავებით, რომლებიც პროექტებში მხოლოდ საკუთარ ფულს დებენ. მეორეც ერთი, ბიზნეს-ანგელოზები ხშირად მარტოდ მუშაობენ (თუმცა არსებობენ მთელი ჯგუფებიც). და ბოლოს, განსხვავებები არსებობს თვითონ ინვესტიციებს შორის. ამაში გასარკვევად საჭიროა საინვესტიციო თვალსაზრისით ამა თუ იმ პროექტის განვითარების ნახვა. მაშ ასე, პროექტი იყოფა 5 შემდეგ სტადიად:

Seed - ამ სტადიაზე მეწარმეს გააჩნია მხოლოდ პროექტის იდეა. ბიზნეს-გეგმა. ჯერჯერობით არავითარი ლაპარაკი არ არის ბაზარზე გასვლაზე. საჭიროა კაპიტალი.

Start-up - კომპანია, რომელმაც მხოლოდ დაიწყო თავისი საქმიანობა.

Early Stage - კომპანიას ყავს პირველი კლიენტები. პროდუქტი უკვე არსებობს და გამართულად იყიდება. გაყიდვები იზრდება.

Expansion - აი, ეს სტადია საინტერესოა იმით, რომ კომპანია იწყებს სწრაფად განვითარებას და ამისათვის დამატებითი ინვესტიციები ესაჭიროება.

Exit - ამ სტადიაზე ბიზნეს-ანგელოზი გადის პროექტიდან თავისი ფულის უკან გამოსათხოვად.

რა შეიძლება ითქვას ამ ეტაპების შესახებ? ვენჩურული ფონდები და ბანკები მზად არიან დაეხმარონ კომპანიას, როდესაც ის იმყოფება მეორე, მესამე ან მეოთხე ეტაპზე, მაგრამ არასოდეს პირველზე. ბიზნეს-ანგელოზებისაგან განსხვავებით. ისინი მზად არიან ჩადონ ფული იდეაში და ადამიანებში. უმთავრესი კი ის არის, რომ გავიგოთ, გავიაზროღ, თუ ვინ არიან საერთოდ ეს ბიზნეს-ანგელოზები. როგორ უნდა გავუჩინოთ ანგელოზს თქვენი პროექტის ინვესტირების სურვილი? აქ ყველაფერი საკმაოდ მარტივია. პროექტი უნდა იყოს:

- ნამდვილად კარგი;

- საჭიროა დამაჯერებელი, ხარისხიანი ბზინეს-გეგმა;

- თქვენ უნდა მოეწონოთ ინვესტორს. ის უნდა მიხვდეს, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა.

თუ ეს სამი პუნქტი შესრულებულია, თქვენ უკვე დანადვილებით მიიღებთ ფულს. და არა მხოლოდ მათ. ბიზნეს-ანგელოზები კომპანიაშიის ინვესტირების დროს, ჩვეულებრივ, ღებულობენ დამბლოკავი მინორიტარული აქციების პაკეტს. ისინი იშვიათად რჩებიან პასიურ ინვესტორებად. ანგელოზები ახალგაზრდა კომპანიებს ეხმარებიან მართვაში, ამყარებენ კავშირებს, რომლებიც მათ ნამდვილად აქვთ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ იყვნენ თავმდებები ბანკში ან მიიპყრონ ვენჩურული ფონდების ყურადღება თავისი ავტორიტეტის მეშვეობით უფრო მსხვილი თანხების მისაღებად.

საკუთარ ფულს ისინი იღებენ Exit-ის სტადიაზე, როცა ყიდიან კომპანიაში თავის წილს საფონდო ბირჟაზე ან უბრალოდ მსხვილ ინვესტორზე. ან სულაც თვითონ დამაარსებელზე. ასეთი ინესტიციების ვადა, ჩვეულებრივ, 3-დან 7 წლამდეა. თუ ვილაპარაკებთ დაბანდების მოცულობაზე, ის მერყეობს 10 ათასი დოლარიდან რამდენიმე ათეულ მილიონამდე (უმეტეს შემთხვევებში ეს თანხა 100-150 ათას დოლარს შორისაა).

 თუ დარგებზე ვილაპარაკებთ, ბიზნეს-ანგელოზი, ჩვეულებრივ, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში დებს ფულს ერთ ან რამდენიმე ისეთ დარგში, რომლებიც მისთვის გასაგები და საინტერესოა. ძალიან იშვიათია სიტუაცია, როდესაც ბიზნეს-ანგელოზი იწყეს ფულის ფანტვას ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რიტეილზე, მწვანე ტექნოლოგიებზე და მომსახურების სფეროზე. ისინი, ჩვეულებრივ, კონცენტრირებულნი არიან ერთ რომელიმე დარგზე ან გეოგრაფიულ ადგილზე. მეორე ვარიანტი იმითაა საინტერესო, რომ ადამიანი დებს ფულს მხოლოდ მის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე კომპაიაში.

სტატისტიკის მიხედვით, ბიზნეს-ანგელოზების ასაკი 45-60 წელია. ისინი, ჩვეულებრივ, ყოფილი მეწარმეები ან უმაღლესი რანგის მუშაკებია არიან. მათი 99% მამაკაცია, ხოლო ყოველი მეხუთე კი მილიონერი. მოკლედ, ამ სტატისტიკაში გასაკვირი არაფერია. ყველაფერი ასეც უნდა იყოს. რას აძლევენ ბიზნეს-ანგელოზები კომპანიას?

- ფულს, რომელთა მიღებაც ამ სტადიაზე სხვაგან შეუძლებელია (თუ ლაპარაკია Seed-ზე);

- უფრო მსხვილი კრედიტორების ნდობას. კავშირებს;

- მართვის ფასეულ გამოცდილებას;

- ჩვეულებრივ, კომპანიებს ასეთი ინვესტიციები ბანკებთან თანამშრომლობაზე და ვენჩურულ კომპანიებთან ურთიერთობაზე ნაკლები უჯდებათ;

- ბიზნეს-ანგელოზები თავის ფულს უფრო რისკიან წარმობებებში დებენ, ვიდრე ვენჩურული ფონდები.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge