ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციაინვესტიციები

ინვესტიციები
 | რეიტინგი 3 

 

ცნობილია, რომ კაპიტალის უმთავრესი მახასიათებელი თვისებაა მფლობელისათვის მოგების მოტანა, ხოლო  მისი გრძელვადიანი დაბანდება ანუ ინვესტირება ამ საშუალების გამოყენების ერთერთი ფორმა.

ინვესტორის ანუ კაპიტალის მფლობელის შეხედულებით, ინვესტირების არსი მდგომარეობს "დღეს" მოგებაზე უარის თქმაში "ხვალ" მოგების სანაცვლოდ. ინვესტირება ბანკის მიერ სესხის გაცემის ანალოგიურია.

შესაბამისად, კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდების გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ისეთი ინფორმაციის ფლობა, რომელიც ამა თუ იმ დონეზე ამტკიცებს ორ ფუძემდებლურ დებულებას:

 1) ჩადებული ფული აუცილებლად მთლიანად უნდა იქნას ამოღებული; 2) ამ ოპერაციის შედეგად მიღებულმა მოგებამ უნდა აანაზღაუროს სახსრების დროებითი გამოუყენებლობა, და ასევე ის რისკი, რომელიც წარმოიქმნება საბოლოო შედეგის გაურკვევლობის გამო. ამრიგად, ინვესტიციებზე გადაწყვეტილების მიღება მდგომარეობს მოვლენათა სავარაუდო განვითარების გეგემის შეფასებაში იმ თვალთახედვით, თუ რამდენად შეესაბამებიან საბოლოო მიზანს გეგმის შინაარსი და მისი განვითარების შესაძლო შედეგები. საერთო აზრით, საინვესტიციო პროექტი ეწოდება კაპიტალის დაბანდების გეგმას შემდგომი მოგების მიღების მიზნით.

საინვესტიციო პროექტების ფორმები და შინაარსი შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარი იყოს: ახალი საწარმოს აშენებიდან უძრავი ქონების შესყიდვის მიზანშეწონილობის შეფასებამდე. თუმცა, ყოველთვის არსებობს რაღაც პერიოდი ინვესტიიცის ჩადებიდან მის მიერ  მოგების დაწყების მომენტამდე.

პროექტის განვითარების სამი ძირითადი ეტაპია: მოსამზადებელი, საინვესტიციო და საექსპლუატაციო. პირველ ეტაპზე, რომელიც უშუალოდ უძღვის წინ ინვესტიციის ძირითად მოცულობას, პროექტი მუშავდება, მზადდება მისი მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ტარდება მარკეტინგული კვლევები, ხდება ნედლეულისა და დანადგარების მომწოდებლების შერჩევა, მიდის მოლაპარაკებები პროექტის  პოტენციურ ინვესტორებთან და მონაწილეებთან. ამავდროულად შეიძლება პროექტის იურიდიული გაფორმება (საწარმოს რეგისტრაცია, კონტრაქტების დადება და ა. შ.) და აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების ემისია. როგორც წესი, მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს  მიღებულ უნდა იქნეს საინვესტიციო პროექტის გაფართოებული ბიზნეს-გეგმა. რასაკვირველია, რომ ყველა ზემოთჩამოთვილი ქმედება საჭიროებს როგორც დროს, ასევე დანახარჯებს. დადებითი შედეგისა და უშუალოდ პროექტის განხორციელებაზე გადასვლის შემთხვევაში გაწეული ხარჯები კაპიტალიზდება პროდუქციის თვითღირებულებაში მათი შემდგომი ჩართვით საამორტიზაციო ანარიცხების გზით.

შემდეგი სტადიაა უშუალოდ ინვესტირება ანუ პროექტის განხორციელება. პროექტის განვითარების ამ ეტაპის პრინციპული განსხვავება წინა და შემდგომი სტადიებისაგან მდგომარეობს ერთის მხრივ იმაში, რომ იწყება ისეთი ქმედებები, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ დანახარჯებს და უკვე შეუქცევადი ხასიათი გააჩნიათ (დანადგარების შეძენა ან მშენებლობა), ხოლო მეორეს მხრივ, პროექტს ჯერ კიდევ არ შეუძლია თავისი განვითარების უზრუნველყოფა საკუთარი სახსრების ხარჯზე. თანმდევი ხარჯების ზოგიერთი სახეობა  (მაგალითად, პერსონალის სწავლება, სარეკლამო ღონისძიებები, გაშვება-გაწყობა და სხვ.) შეიძლება ნაწილობრივ მიეკუთვნოს პროდუქციის თვითღირებულებას (როგორც მომავალი პერიოდების დანახარჯები), ხოლო ნაწილობრივ კი კაპიტალიზდეს (როგორც წარმოებისწინა ხარჯები).

ძირითადი დანადგარების ამოქმედებიდან ( სამრეწველო ინვესტიციების შემთხვევაში) ან უძრავი ქონებისა ან რაიმე სხვა სახის აქტივების შეძენის მომენტიდან იწყება საინვესტიციო პროექტის განვითარების მესამე სტადია - საექსპლუატაციო ეტაპი. ეს პერიოდი ხასიათდება პროდუქციის წარმოების დაწყებით ან მომსახურების გაწევით, თანმდევი შემოსავლებითა და მიმდინარე დანაკარგებით.

პროექტის ზოგად დახასიათებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საექსპლუატაციო ეტაპის ხანგრძლიობას.

ინვესტიციის გამოყენების პერიოდის საერთო კრიტერიუმად მიჩნეულია ინვესტორის შეხედულებით ფულადი შემოსავლების რაოდენობა. ასე, მაგალითად, კრედიტის გაცემაზე საბანკო ექსპერტიზის ჩატარებისას, პროექტის სიცოცხლის ვადა უნდა დაემთხვეს დავალიანების დაფარვის ვადას და სესხის გამცემს სრულებითაც არ აინტერესებს ინვესტიციის შემდგომი ბედი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ დადგენილი ვადები დაახლოებით შეესაბამება თვითანაზღაურებას  ეკონომიკის მოცემულ სექტორში ან გრძელვადიანი დაბანდებების დაბრუნებადობას.  მომატებული საინვესტიციო რისკის პირობებში პროექტების განხორციელებისათვის მიღებული  საშუალო ხანგრძლიობა, ნათელია,  რომ უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სტაბილური ეკონომიკური სიტუაციის დროს.

ამგვარად, პროექტის შექმნა და რეალიზაცია მოიცავს:

1.   საინვესტიციო იდეის ფორმირებას; 2. საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლას; 3. ინვესტიციის დასაბუთებას; 4. სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადებას; 5. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას; 6. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს; 7. ობიექტის ექსპლუატაციას და ეკონომიკური მაჩვენებლის მუდმივ ანალიზს.

 საინვესტიციო იდეის ფორმირება გულისხმობს:

1.        ჩანაფიქრის წინასწარ დასაბუთებას; 2. ინვესტირების ობიექტის საინოვაციო, საპატენტო და ეკოლოგიურ ანალიზს; 3. სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულების აუცილებლობის შემოწმებას. 4. საინვესტიციო იდეის წინასწარ შეთანხმებას ფედერალურ, რეგიონულ ან დარგობრივ ორგანოებთან; 5. პროექტის შემსრულებლების წინასწარი შერჩევას.

საინვესტიციო შესაძლებლობების წინასწარი შესწავლა გულისხმობს:

- პროდუქციაზე მოთხოვნის შესწავლას ექსპორტისა და იმპორტის ჩათვლით;

- პროდუქციაზე (მომსახურებაზე) საბაზო, მიმდინარე და საპროგნოზო ფასების შეფასებას;

- წინადადებების მომზადებას პროექტის სარეალიზაციო საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმისა და მონაწილეთა  შემადგენლობის შესახებ;

 - გამსხვილებული ნორმატივებით სავარაუდო საინვესტიციო მოცულობისა  და მათი კომერციული ეფექტიანობის წინასწარ შეფასებას;

- საწყის-სანებართვო დოკუმენტაციის მომზადებას;

- პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილებების მიერ წინასწარი შეფასებების მომზადებას, კერძოდ, პროექტის ეფექტიანობის შეფასებას;

- საინვესტიციო საშუალებების დასაბუთების შედეგების დამტკიცებას;

- პოტენციური ინვესტორისათვის საინვესტიციო წინადადების მომზადებას  (პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებელი სამუშაოების დაფინანსების გადაწყვეტილებას).


ინვესტიციის შეფასების კრიტერიუმები

შინაარსობრივად, საინვესტიციო პროექტის შეფასება მდგომარეობს ინვესტორისათვის ინფორმაციის მიწოდებაში მოცემული პროექტის ინვესტირების (ან მასზე უარის თქმის ) გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ფინანსურ-ეკონომიკური შეფასება. საინვესტიციო პროექტების შეფასების არსებულ მრავალრიცხოვან კრიტერიუმებს შორის განვიხილოთ ორი ძირითადი. ისინი შეიძლება ავღნიშნოთ როგორც ფინანსური შეფასება და ეკონომიკური შეფასება, და ეს ორივე მიდგომა ურთიერთშემავსებელია.

 ფინანსური შეფასება მდგომარეობს პროექტის რეალიზების პროცესში მისი ლიკვიდობის ან გადახდისუნარიანობის ანალიზში, სხვაგვარად, პროექტის იმ ფინანსური კოეფიციენტების ანალიზში, რომლებიც მიიღება მოგების, ფულადი სახსრების მიმოქცევის ანგარიშებიდან და მთლიანად ბალანსიდან. პროექტის ეკონომიკურ შეფასებაში მთავარია მისი პოტენციური შესაძლებლობა შეინარჩუნოს ჩადებული სახსრების მსყიდველობითი ფასეულობა და უზრუნველყოს მათი ზრდის საკმარისი ტემპი. ინვესტიციების ეკონომიკური შეფასებისათვის გამოიყენება სტატიკური და დინამიკური მეთოდები (დისკონტირების მეთოდები).

სტატიკური მეთოდების გამოყენებისას, ჩვეულებრივ, მიიღება მოგების უბრალო ნორმებისა და ინვესტიციების თვითანაზღაურების ვადების მაჩვენებლები.

დისკონტირების მეთოდების გამოყენებისას მიიღება ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ინვესტიციის მიმდინარე ღირებულება (NPV) და მოგების შინაგანი ნორმა (IRR).

პროექტის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების საიმედოობა დამოკიდებულია საწყისი მონაცემების სისრულეზე და  ანალიზის დროს გამოყენებული მეთოდების სწორად შერჩევაზე. გათვლების შედეგების ინტერპრეტაციისას, უპირველეს როლს თამაშობს კონსულტანტების გამოცდილება და კვალიფიკაცია.

 საინვესტიციო პროექტების შეფასების მომსახურებები შეიცავს:

1. საინვესტციო პროექტების შეფასების საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფორმატს; 2. ინვესტორების ინტერესებში შემავალი დაფინანსების დაბალანსებული პროგრამების შემუშავებას; 3. პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებული რისკების ანალიზსა და განაწილებას; 4. საინვესტიციო პროექტების წარმომდგენი საწარმოების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას; 5. ბიზნეს-გეგმების  საფინანსო-ეკონომიკური ასპექტების შემუშავებას; 7. ხელის შეწყობას საფინანსო ინსტიტუტებიდან სახსრების მოზიდვაში.

მოქმედ საწარმოში საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდები

1) დისკონტირების გამოყენებაზე დაფუძნებული მეთოდები: ა) NPV-ს წმინდა მიმდინარე ღირებულების განსაზღვრის მეთოდი; ბ) IP-ის მომგებიანობის ინდექსის გაანგარიშების მეთოდი; გ) IRR-ს რენტაბელობის შიდა ნორმების გაანგარიშების მეთოდი; დ) თვითანაზღაურების დისკონტირებული ვადის გაანგარიშება;

 2) მეთოდები, რომლებიც არ იყენებენ დისკონტირებას. 

ზოგადად, დისკონტირების მეთოდები, ტრადიციულთან შედარებით, უფრო სრულყოფილია: ისინი ასახავენ კაპიტალის ბაზრის კანონებს, რომლებიც რესურსების გამოყენების კონკრეტული ხერხის გამოყენებისას ხელიდან გაშვებული მოგების შეფასების ანუ რესურსების ეკონომიკური ღირებულების საშუალების  იძლევა. თუმცა, ეს კრიტერიუმები წმინდა სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სრულყოფილი ბაზრის პირობებში. გაურკვევლობის პირობებში, არასრული ინფორმაციისა და ა. შ. ინვესტიციების გასაანალიზებლად საჭიროა კრიტერიუმის მოდიფიცირება. ფულის ნაკადების დისკონტირების კრიტერიუმების გამოყენებისას მთავარი პრობლემას დისკონტირების განაკვეთის შერჩევა წარმოადგენს.

დისკონტირების ყველაზე გავრცელებულ განაკვეთებს წარმოადგენს: კაპიტალის საშუალოდ აწონდაწონილი შეფასება, სესხის კაპიტალის პროცენტი, უსაფრთხო დაბანდებების განაკვეთები და ა. შ.

ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასება

ეფექტიანობა ეწოდება უმცირესი დანახარჯებით საუკეთესო შედეგების მიღწევის დონეს. საინვესტიციო პროექტის ეფექტიანობა განიხილება როგორც კატეგორია, რომელიც ასახავს საინვესტიციო პროექტის შესაბამისობას მის მონაწილეთა მიზნებთან და ინტერესებთან. პროექტის სხვადასხვა მონაწილეთათვის ეფექტიანობა შეიძლება განსხვავებული იყოს. შესაძლებელია, რომ მთლიანობაში ფინანსურად წარმატებული პროექტი არაეფექტიანი იყოს მასში მონაწილეთათვის. პროექტში რომელიმე მონაწილის საკუთარი კაპიტალის მონაწილეობის ეფექტიანობა განისაზღვრება პროექტში ჩადებულის მისი კაპიტალის იმ კაპიტალთან შეფარდებით, რომელიც მიღებულია პროექტის რეალიზაციის ხარჯზე და დარჩება საკუთარი დანახარჯების კომპენსაციის და კრედიტორებთან და სახელმწიფოსთან ანგარიშსწორების შემდეგ და სხვ. პროექტში ჩადებული მონაწილის საკუთარი სახსრების მოცულობა განისაზღვრება, როგორც მის მიერ პროექტში ჩადებული ყველა სახსრისა და ამ მიზნისათვის მოზიდული ყველა სახსრის მოცულობის სხვაობა.

პროექტში ყოველ ნაბიჯზე ჩადებული საკუთარი სახსრების მოცულობა განისაზღვრება როგორც სხვაობა ამ პროექტში ჩასადებ ყველა სახსარსა და ამ ნაბიჯზე აღებულ სესხს შორის. საინვესტიციო პროექტის ეფექტიანობის შეფასება შეიძლება როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მახასიათებლებით.

ეფექტიანობის სხვადასხვა მაჩვენებლებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეფექტის მაჩვენებლები.

ეფექტი - ეს არის კატეგორია, რომელიც წარმოადგენს პროექტის რეალიზაციის შედეგების აღმატებულობის მახასიათებელს  მასზე დახარჯულ სახსრებზე დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში

რეკომენდებულია ეფექტიანობის შემდეგი სახეობების შეფასება:

1) პროექტის ეფექტიანობა მთლიანობაში; 2) პროექტში მონაწილეობის ეფექტიანობა.

მთლიანობაში პროექტის ეფექტიანობა ფასდება შესაძლო მონაწილეთათვის მისი პოტენციური მიმზიდველობით და დაფინანსების წყაროების ძიებით. პროექტში მონაწილეობის ეფექტიანობა განისაზღვრება როგორც მისი ტექნიკური და საორგანიზაციო გადაწყვეტილებებით, ისე დაფინანსების სქემით. საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის ანალიზი ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება ყველა ტიპის პროექტებისათვის, მათი ტექნიკური, ტექნოლოგიური, ფინანსური, დარგობრივი ან რეგიონული თავისებურებების მიუხედავად:

ა) პროექტის შესწავლა მთელი მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში - დაანგარიშების პერიოდში, დაწყებული ჩატარებული ინვესტიციებისწინა წინა გამოკვლევებითა და დამთავრებული პროექტის შეწყვეტით; ბ) პროდუქციის, რესურსების, ფულადი სახსრების  ნაკადების მოდელირება; გ) თანაბარდროული შემოსავლებისა და დანახარჯების მიყვანა საწყისი პერიოდის პირობებთან; დ)  მთლიანი შესაძლო შედეგებისა და დანახარჯების  შედარება კაპიტალის შემოსავლიანობის საჭირო ნორმის მიღწევაზე ორიენტირებით; ე) მიმდინარე, ბაზისური, საპროგნოზო და შესადარებელ სახემდე მიყვანილი ფასების გამოყენება.

ალტერნატიული პროექტების ანალიზი და მათ შორის საუკეთესოს ამორჩევა ხორციელდება ადრე აღნიშნული მაჩვენებლების გამოყენებით, შემდეგის ჩათვლით:

ა) დაფინანსების საჭიროების; ბ) წმინდა შემოსავლის; გ) წმინდა დისკონტირებული შემოსავლის; დ) ინვესტიციის შემოსავლიანობის ინდექსის; ე) დისკონტირებული ინვესტიციის შემოსავლიანობის ინდექსის; ვ) შემოსავლიანობის შიდა ნორმის; ზ) ინვესტიციის თვითანაზღაურების ვადის.

სახელმწიფოს მიერ არარეგლამენტირებულ მმართველობით ანალიზში ხელმძღვანელობას უფლება აქვს, თავის შეხედულებისამებრ, ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე,  აირჩიოს ინვესტიციის ეფექტიანობის ყველაზე მისაღები მაჩვენებლები კონკრეტული სამეურნეო პირობებისათვის.

როგორც წესი, ალტერნატიული პროექტებიდან არ შეიძლება შეირჩეს ყველაზე ეფექტიანი შემდეგი ისეთი საუკეთესო მაჩვენებლების მიხედვით, როგორებიცაა შემოსავლიანობის შიდა ნორმა, ინვესტიციის შემოსავლიანობის ინდექსი, თვითანაზღაურების ვადა და ა. შ. შესაძლოა, რომ შერჩეული გადაწყვეტილება არ ემთხვეოდეს მაქსიმუმის საუკეთესო  კრიტერიუმით წმინდა დისკონტირებულ შემოსავალს.  ამიტომაც, ყველა ამ მონაცემის გათვლა აუცილებელია არა იმდენად საუკეთესო პროექტის შესარჩევად, რამდენადაც მისი ანალიზისათვის: თუ ზემოაღნიშნული მაჩვენებლებიდან ერთი ან რამდენიმე იღებს ისეთ მნიშვნელობებს, რომლებიც არ არის დამახასიათებელი ასეთი ტიპის პროექტებისათვის და მიუთითებენ პროექტის არასტაბილურობაზე ან მისაღებ ფარგლებს გარეთ გასვლაზე, მაშინ საპროექტო მასალებში აუცილებელია ამ გადახრების  გაგება და ახსნა, ან უნდა მოხდეს საწყისი ინფორმაციის კორექტირება და დადგინდეს საუკეთესო ალტერნატივის არჩევანი. პროექტის შემუშავების საწყის სტადიებზე გათვლების ჩატარება შეიძლება მიმდინარე ფასებით. მთლიანობაში პროექტის ეფექტიანობის გათვლა რეკომენდებულია როგორც მიმდინარე, ისე საპროგნოზო ფასებით. საინვესტიციო პროექტის დაფინანსების სქემის დამუშავებისას და მასში მონაწილეობის ეფექტიანობის შეფასებისას რეკომენდებულია მხოლოდ საპროგნოზო ფასების გამოყენება.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge