ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციაროგორ უნდა აღმოჩნდეთ დამწყები ინვესტორის მონობაში

როგორ უნდა აღმოჩნდეთ დამწყები ინვესტორის მონობაში
 | რეიტინგი 3 

 

დავუშვათ, გირეკავთ ერთერთი სტარტაპერი და გიყვებათ საუბარს პოტენციურ ინვესტორთან. და ოდნავ დაძაბული ხმით ამბობს, რომ მან გაიგო, რომ მათთან მთელი ფინანსური პასუხისმგებლობა ბიზნესის ხელმძღვანელს ეკისრება... რაზეც ეკითხებით: სტარტაპის ხელმძღვანელზეც? ის დადებითად გპასუხობთ. აჰა, - ვეუბნები, - უკვე გაები. რომ დაეთანხმო, სტარტაპი გარანტირებულად ჩავარდება, და მასთან ერთად შ ენც.

ინვესტორები მანიპულირებენ ქვეცნობიერად. მათ ბიზნესი არ არის ადვილი და ფულის დაკარგვის შიში იწვევს სპაზმებს მთელს მათ სხეულში. და დამწყები ინვესტორი იწყებს, როგორც შეუძლია, საკუთარი ფულის დაზღვევას. და ხდება, რომ არაპროფესიონალურადაც. დამწყები სტარტაპერი კი, როგორც წესი, საერთოდ ვერ ორიენტირებს ასეთ დელიკატურ საკითხებში და ამიტომაც ხშირაც ებმება დამწყები ინვესტორის არაპროფესიონალურ ბადეში. და ორივე ერთად გარანტირებულად ასამარებენ ნებისმიერ, თუნდაც ძალზე პერსპექტიულ და      მომგებიან იდეას.

დამწყებ ინვესტორებთან ურთიერთობისას შეიმჩნევა რამდენიმე გაუაზრებელი მანიპულაცია (გაუაზრებელი იმიტომ, რომ მათ შეგნებულად გამოყენებას არა აქვს აზრი, თუ ბიზნესი სერიოზულად არ იგება დამწყები ბიზნესმენების „გადაგდებაზე", მაგრამ ასეთები თითქმის არ არსებობენ). აქ განვიხილოთ ამ მანიპულაციებიდან სამი, რომლებიც პროექტში დაკავშირებულია ფულთან და საკუთრებასთან.


1. სტარტაპერის ფინანსური პასუხისმგებლობა.

ვენჩურული დაფინანსების პრინციპები შემდეგში მადგომარეობს: თითოეული მხარე რისკავს თავისი წილს საკუთარი პასუხისმგებლობით. ინვესტორს შეაქვს ფული საკუთრებაში წილის სანაცვლოდ და ამ წილიდან ზემოგების საშუალების მისაღებად. ავტორები დებენ თავის დროსა და ძალისხმევას და მათიც ისე რისკავენ, როგორც ფულით.

მაგრამ, როგორც კი სტარტაპის ხელმძღვანელი ხდება სხვის ფულზე მთლიანად პასუხისმგებელი, ეს სტარტაპი უკვე აღარ წარმოადგენს ვენჩურულ ინვესტიციას. ის კრედიტის ამღებ ბიზნესად იქცევა, ხოლო ასეთი ბიზნესი ვალდებულია იყოს დაბალრისკიანი, გათვლილი და გარანტირებულად რეალიზებადი. ამავდროულად, მენეჯერსაც უნდა ჰქონდეს ამ სფეროში საქმიანობის საკმაო გამოცდილება და საჭირო უნარებიც. ამიტომაც, სავსებით გაუგებარია, თუ რა საჭიროა ამ პირობებში ინვესტორი, თუ არსებობენ ბანკები... მაგრამ თუ ბანკი ფულს არ იძლევა (ძალიან დიდი რისკია), ხოლო მავანი პოტენციური ინვესტორი ცდილობს მოცემას, მაგრამ კრედიტის პირობებით... თქვენ გესმით, თუ რად მიაჩნიხართ?


2. ვინც იხდის ფულს - ის ფლობს?

კომპანიის შექმნის ეტაპზე, როდესაც დამწყებ მეწარმეს არ გააჩნია ფული, ამ უკანასკნელის  მნიშვნელობა ხშირად გადაჭარბებულია. ხოლო მან, ვისაც აქვს ფული, თავისუფლად შეუძლია განაცხადოს: მე თუ შემაქვს საწყისი კაპიტალის 100%, მაშინ საკუთრების 100%-იც ხომ ჩემია, არა? ფირმა ხომ ჩემი ფულებით კეთდება? მაქსიმუმი, რისი გამოძალვაც შეუძლია ახალბედას, რაღაც საცოდავი 8-10 პროცენტია, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში 25-30%.

აქ ორივე მხარეს ავიწყდება ერთი ფაქტი. თუ ბიზნესის ღირებულების მნიშვნელოვანი წილი დევს „ჰარდში" - უძრავ ქონებაში, დანადგარებში და ა. შ., მაშინ ეს არ არის ვენჩურული ბიზნესი.

ვენჩურულ ბიზნესში მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი იქმნება მისი გუნდის მიერ მთელი მისი არსებობის მანძილზე. და იმის შეფასებიდან, თუ რამდენს მიიღებს ინვესტორი თავისი ფულის სანაცვლოდ, უნდა გამოხვიდეთ ვარაუდიდან, თუ რა ეღირება ეს ბიზნესი ერთი, ორი, სამი წლის შემდეგ და ა. შ.

რაც უფრო მაღალფასიანია ეს ბიზნესი, დამფუძნებლები მით  უფრო მეტ ღირებულებას შექმნიან და აქედან გამომდინარე, სწორედ მათ უნდა ეკუთვნოდეთ საკუთრების უმეტესი წილი. თუ თქვენ მზად ხართ პროექტის  პირველ ეტაპებზე ფულის სანაცვლოდ გასცეთ საკუთრების 75%, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ მას ჯვარი დაუსვათ, რადგან თქვენ თვითონაც არ გჯერათ მისი პერსპექტიულობის.

3. არ არის მოგება - არ არის ხელფასიც.

და ყველაზე მხიარული. იმავე სატელეფონო საუბარში დამწყებმა მეწარმემ დამისვა ერთი შეკითხვა. მას ბოლომდე არ ესმის, თუ რით უნდა იცხოვროს, სანამ ბიზნესი მოგებაზე გავა. აბა ინვესტიციები სადღაა? პასუხი - ინვესტიციები არაა ბიზნესი, ხოლო ხელფასი - მხოლოდ მოგების შემდეგ.

თუ თქვენ ფინანსურად დამოუკიდებელი ხართ და შეგიძლიათ საკუთარ თავს მისცეთ ხელფასზე უარის თქმის უფლება და იმუშაოთ მხოლოდ შესაძლებელი ზემოგების სანაცვლოდ, არა არის კითხვები, რასაკვირველია, მიეცით. თუ არა - ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ცნობისათვის, დასავლურ ინტერნეტ-პროექტებში საწყისი ინვესტიციების ფულის დიდი ნაწილი სწორედ სტარტაპერების პირადი ხარჯების დასაფარად მიდის, რათ მათ შეძლონ წინა სამსახურის დატოვება და თავისი დროის 100%-ის ამ სტარტაპისათვის მიძღვნა.  და ეს სულაც არ არის სათაკილო.

მაგრამ თუ სტარტაპერი ვერ მისცემს თავს უფასოდ მუშაობის უფლებას, და ერიდება ამაზე ლაპარაკის, ის რისკავს პროექტის დროში გაწელვასა და ჩაგდებას, თუ ფულს კიდევ სადმე გვერდზე აკეთებს. თუ ინვესტორი სტარტაპერს აყვედრის ხელფასს, სავსებით შესაძლებელია, რომ ის ცდილობს გამოსტყუოს საკუთრების უმეტესი წილი. და მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ თუ ბიზნესი იწყება რომელიმე მხარისათვის უხერხული და ძნელად მისაღები შეთანხმებებით, ისინი პროექტს ბომბს უდებენ.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge