ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებისწრაფი ონლაინ სესხებიევროკრედიტის ახალი პროდუქტი - სესხი თვიდსაქმებულებისთვის

ევროკრედიტის ახალი პროდუქტი - სესხი თვიდსაქმებულებისთვის
 | რეიტინგი 3 

 

სესხი ყველასთვის: თვითდასაქმებულების სესხი - სესხი ინდ მეწარმეებისთვის

 

თუ თვითდასაქმებული ხართ და ბიზნეს სესხის აღება თქვენთვის აქამდე ბარიერებთან იყო დაკავშირებული, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ევროკრედიტმაახალი პროდუქტი - სესხი თვითდასაქმებულებისთვის - წარადგინა. საქმე იმაშია, რომ ბიზნეს  სესხი იმ მომხმხარებლებისთვის არის განკუთვნილი, რომელთა შემოსავლების დადგენა ტრადიციული კრიტერიუმებისგან განსხვავებული წესით ხდება და რომლებსაც თანხა საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებათ

პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ და ამისთვის, არ მოეთხოვებათ უნაკლო საკრედიტო ისტორია და არც შემოსავლების დადასტურებაგარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს სესხის 5 თვის პროცენტს საჩუქრად სთავაზობს.

 

  • ევროკრედიტის სტარტეგია  - სესხი ბარიერების გარეშე

 

ევროკრედიტის სესხით სარგებლობა შეუძლიათ 21-დან 75 წლამდე ადამიანებს, რომელთა საჭიროებებს კომპანია შეისწავლის და შესაბამის სასესხო ლიმიტს შესთავაზებს. ახალი პროდუქტი კომპანია ევროკრედიტმა სწორედ ბაზრისა და მომხმარებლების შესწავლის საფუძველზე შექმნა.

“ჩვენს ვსწავლობთ მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარ სესხებს წარმატებით ემსახურებიან და ვიფიქრეთ, მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლონ. მაგალითისთვის, ტაქსის მძღოლს, სესხის უზრუნველსაყოფად საკუთარი ავტომობილის წარმოდგენა შეუძლია. ეს შეთავაზება მისთვის საინტერესო შეიძლება იყოს. დეტალურად შევისწავლით საჭიროებას და შევთავაზებთ შესაბამის სასესხო ლიმიტს.

ვაკვირდებით მომხმარებელთა ქცევას. ვაწარმოებთ ანალიტიკას, ვეცნობით ბაზარზე არსებულ პირობებს და ჯამში ყველაფერი გვაძლევს სურათს, რომ შევიმუშაოთ შესაბამისი სტრატეგია. რაც შეეხება რისკებსა და პოტენციურ სარგებელს - შესწავლილია და სწორედ ამიტომ ვიქნებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულნი. ამ ეტაპზე შესაძლებლობა არსებობს, რომ ამ ადამიანებს მოვემსახუროთ და მათი საჭიროებები სწრაფად დავაკმაყოფილოთ",  - ამბობს "ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორი, სალომე გიორგბერიძე.

ევროკრედიტის მენეჯმენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის სესხების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სწრაფად, დამატებითი ბიუროკრატიული ნაბიჯების გავლის გარეშე  იღებენ.

 

"ველით, რომ პროდუქტზე მოთხოვნა იქნება, რადგან ერთი მხრივ, ეს არის ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მეორე მხრივ კი, ასევე არსებობს და იარსებებს კომპანიაევროკრედიტისსახით, რომელიც მომხმარებელთა საჭიროებებს მუდმივად მოუსმენს და ეცდება ამ საჭიროებებს უპასუხოს", - განაცხადა "ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორმა

მისივე განმარტებით, ყოველი სესხის მომსახურების შემდეგ, მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგი მეტად მზად არის იმისთვის, რომ უფრო მოცულობით სესხს მოემსახუროს.


  • ევროკრედიტის ბიზნეს სესხი თვითდასაქმებულებისთვის

ამრიგადთქვენი ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის, ევროკრედიტის თვითდასაქმებულების სესხი საქმიანი და სწორი არჩევანია. სესხი უმოკლეს ვადებში გაიცემა და განაცხადის გაკეთება მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია ევროკრედიტის ვებგვერდზე. მინიმუმამდეა დაყვანილი იმ დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც სესხის მისაღებად არის საჭირო. სესხს აიღებთ  ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით და კომპანია მიზნობრიობას არ შეამოწმებს.

ევროკრედიტი ბიზნეს სესხზე მომხმარებელს მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს სთავაზობს. გრაფიკი თვითდასაქმებულების საჭიროებების მიხედვით, ინდივიდუალურად დგინდება. ამასთან, მსხესხებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაცსესხის სრული ვადის პერიოდზე.

 ევროკრედიტში განმარტავენ, რომ ეს პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალს, შეიძლება, სეზონურობა ახასიათებდეს და სტაბილური თანხის შემოდინება გარანტირებული არ ჰქონდეთ.

  • თვითდასაქმებულების სესხი დისტანციურად

ბიზნეს სესხის აღება ევროკრედიტში დისტანციურად შეუძლიათ. თვითდასაქმებულების სესხის აღება ევროკრედიტში კომპანიის ვებგვერდიდან eurocredit.ge, სახლიდან გაუსვლელათ შეგიძლიათ. 

ვებგვერდზე განაცხადის გაკეთებამდე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კომპანიები სესხის გაცემამდე, რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებენ. არსებობს რიგი კრეტერიუმები, რომლებიც შეიძლება  ეხებოდეს იმას, თუ რომელია თქვენი საქმიანობის სფერო, რამდენად სტაბილური ფულადი ნაკადები გიფიქსირდებათ, როგორია ეკონომიკური გარემო და სხვ.

ამასთან, ბიზნეს სესხის აღება უზრუნველყოფით ხდება, ანუ სესხის აღებისას მოითხოვება უზრუნველყოფა, ეს შეიძლება იყოს ავტომობილი, მანქანა-დანადგარები, მიწა, კომერციული ფართები ან/და სხვა უძრავი ქონება. რა თქმა უნდა, არსებობს არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხები, თუმცა მოცულობები, ბუნებრივია, უზრუნველყოფილ სესხთან შედარებით, მცირეა.

 


 

ავტორი:  სს „მისო ევრო კრედიტი"  25.03.2024წ.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge