ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშისარეკლამო საიტები. მიმოხილვა. ნაწილი 2

სარეკლამო საიტები. მიმოხილვა. ნაწილი 2
 | რეიტინგი 3 

ვაგრძელებთ სარეკლამო საიტების თემას. აქ ჩვენ გავეცნობით კიდევ ოთხ რესურსს, რომლებიც მოწოდებულია კომპიუტერული ქსელის დახმარებით წინ წაწიონ გარკვეული საქონელი. ამ მაგალითების გამოისობით თქვენ შეძლებთ გაიგოთ, თუ როგორ სწევენ წინ წამყვანი კომპანიები ინტერნეტის ქსელში საკუთარ პროდუქტებს ან ბრენდებს (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარეკლამი საიტების უმეტესობა მსხვილ ბრენდებს ქმნის). შეიძლება, რომ ეს იდეები თქვენც გამოგადგეთ.

როგორ გადაწყვიტა IKEA-მ ბარაქ ობამას კაბინეტის დატოვება.

აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოხერხებული ადამიანები აკეთებდნენ ფულს ბარაქ ობამასა და სარა პეილინის სახელების საშუალებით. უშვებდნენ თოჯინებს, კვების პროდუქტებს, კომიქსებს და უამრავ სხვა საქონელს, რომლეშიც ეს პერსონაჟები მონაწილეობდნენ ამასთან ერთად, ამ  ნაბიჯზე მიდიოდნენ არა მხოლოდ მცირე მეწარმები. ასე, მაგალითად შვედურმა კომპანია IKEA-მ წარმოადგინა თავისი პროდუქტი  «Embrace Change '09», სადაც ცხადად აკეთებდა მინიშნებას ბარაქ ობამას კამპანიაზე, სადაც ძირითადი იყო სიტყვა „ცვლილებები". თავისი კამპანიისათვის IKEA-მ ჩაუშვა სპეციალური საიტი, რომელზედაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტის კაბინეტის გაწყობა ავეჯით საკუთარი გემოვნებით. შემდეგ ოვალური კაბინეტის დიაზინის საკუთარი ვარიანტი ეგზავნებოდათ მეგობრებს ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ თეთრ სახლს (მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ დასადგენია).

ცხადია, რომ ასეთმა პროექტმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. შედგა რაღაც სახის ვირუსული ეფექტი. ხოლო საიტის სტუმრებს შეეძლოთ გაცნობოდნენ საქონელს, რომელიც იმ მომენტში იყიდებოდა IKEA-ში. იმავდროულად, საიტი იძლეოდა ყოველი ნივთის „მომართვის" ფართო შესაძლებლობებს. რესურსის რეკლამა განთავსებული იყო არა მხოლოდ ინტერნეტის ქსელში, არამედ ოფლაინის სამყაროშიც. კერძოდ, ვაშინგტონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კომპანიის სლოგანი გახდა  „CHANGE BEGINS AT HOME" (დაიწყე ცვლილებები საკუთარ სახლში).

Lays და დღესასწაულები.

 

კომპანია Frito Lay-მ (ფლობს სავაჭრო ნიშან Lays-ს) 12-დან 28 თებერვლამდე ჩაატარა აქცია „Lays წითელი ხიზილალა: დღესასწაულის გემო", რომლის მიზანი იყო კომპანიის ახალი პროდუქტის  (ჩიფსები წითელი ხიზილალით) წარდგენა, და იმავდროულად სადღესასწაულო თემის ატაცება. ამ კამპანიის ფარგლებში გაშვებულ იქნა სპეციალური საიტი, რომელზედაც ადამიანებს შეეძლოთ შეექმნათ მისალოცი ბარათები და მიეღოთ მონაწილეობა კონკურსში. ამ უკანასკნელის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ საჭირო იყო საკუთარი მისალოცი ვიდეოს შექმნა, რომლის ადრესატები ნაცნობები იყვნენ (ვიდეობარათი) და მისი საიტზე ატვირთვა. საუკეთესო როლიკები ჯილდოვდებოდა ფასიანი პრიზებით (რომელთა შორის იყო არა მხოლოდ Lays-ის ჩიფსები, არამედ ციფრული ფოტოაპარატებიც). საიტის რეკლამირება ხდებოდა ინტერნეტის ქსელში. ამასთან, ჩართული იყო პოპულარული საიტები და მათ შორის პორტალი Mail.ru.

საღებავებს ვირტუალურად ვაფასება.

 

არც ისე დიდ ხნის წინ ქალების პოპულარულმა პორტალმა Woman.ru-მ და კომპანია L'Oreal-მა გაუშვეს საინტერესო პროექტი „შენი ახალი სახე", რომელშიც ქალებს შეუძლიათ საკუთარ ფოტოს მოარგონ ვარცხნილობის 10 სახეობა, და შეიღებონ თმა Excell 10-ის ახალი საღებავის 10 ვარიანტიდან ერთერთით (ახლებით საიტის გამოსვლის მომენტისათვის). რესურსის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ამის საშუალებით ქალებს შეეძლებათ საკუთარი სახის დანახვა სრულიად სხვა სახით და ამით საკუთარი სტილის არჩევა, იმავდროულად, L'Oreal-ის პროდუქტის წინ წაწევით. პროექტი რეკლამირებული იყო გასართობ პორტალებზე და რასაკვირველია Woman.ru-ზე. ამასთან, შესაძლებელი იყო მიღებული შედეგების განთავსება საკუთარი ბლოგზე და ამით ქალბატონი მკითხველების დაინტერესება ამ პროექტით, რმელიც ძალზე საინტერესო ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექნიკური რეალიზაცია ფოტოსურათის დამატებით შორსაა იდეალურისაგან.

მორიგი პრომო-საიტი Axe.

 

კომპანია Unilever ყოველთვის ქმნიდა შესანიშნავ საიტებს საკუთარი ბრენდისათვის Axe. მან არც ამჯერად უღალატა თავის თავს  და დაახლოებით ერთი წლის წარმოადგინა საიტი, რომლის მიზანიც იყო Axe-ს წინ წაწევა სუპერგმირის - შოკომენის დახმარებთ. საიტი ისე იყო გაკეთებული, რომ არავის შეჰპარვოდა ეჭვი იმაში, რომ შოკომენზე იღებდნენ ფილმს. აქ იყო ფილმის თრეილერიც, ინტერვიუ მთავარ როლის შემსრულებელ ქალბატონთან და მრავალი სხვა დამატებითი მასალა.

შოკომენი იყო ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოულდნელად გახდა შოკოლადისად იქვა და გოგოები მას პირდაპირ ეწებებოდნენ (Axe აგრძელებდა თავისი გზით სიარულს). ამ საიტიდან შესაძლებელი იყო ფილმის გმირებიანი სამუშაო მაგიდის გასაკრავების ჩამოქაჩვაც, კონკურსში მონაწილეობის მიღებაც შოკომენის გაჩენის საკუთარი ისტორიების მოგონებით და გმირზე დამატებითი ინფორმაციის გაცნობაც

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge