მე-20 საუკუნეში ელექტრო ენერგიის გამოგონებამ - მესამე, მესამე ათასწლეულის დასაწყისში კი უკვე ინტერნეტის შექმნამ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას დაუდო საწყისები.
ჭკვიანი ყავის აპარატი რომელიც ტელეფონით თქვენი სურვილის დაფიქსირებისას ასხავს სასურველ ყავას წინასწარ შეზავებული შაქრით, შუქი რომელიც თქვენი ძილის დროს თავისით ქრება, ტელეფონი რომელიც ხვდება რომ არ უყურებთ და ითიშება - ეს ყველაფერი ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან არ არის, ეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა. Internet Of Things - ანუ ურთიერთდაკავშირებული ნივთების ერთობლიობა უკვე ჩვენი ყოფაცხოვრების ნაწილია.
ეს ყველაფერი შემოკლებით ინდუსტრია 4.0-ად იწოდება, და ისევე როგორც ინდუსტრია 1.0-ს ჰქონდა ორთქლის ძრავა, ელექტრონულსაც გააჩნია საკუთარი ბურჯი - ელექტრონული კომერცია, ან შემოკლებით იკომერსი (eCommerce). ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირს რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია (და პირველი ვინც 1 ტრილიონ დოლარად შეფასდა) - ელექტრონული კომერციის გიგანტი - ამაზონია (NYSE:AMZN).
ეკონომიკის ამ სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია Shopify (NYSE:SHOP), ყველაზე ძვირად შეფასებული კანადური კომპანია ღირებულებით 43 მლდ დოლარი და 4,000+ თანამშრომლით.
ბევრმა ანტრეპრენერმა მოინდომა ელექტრონული კომერციის აღმავალი ტრენდზე ბედის ცდა, თუმცა შოპიფაიმ განსხვავებული მიდგომა აირჩია. მან შექმნა ძალიან მარტივი და მაქსიმალურად ინტუიტიური მექაზნიმი, რითაც ფაქტიურად იკომერსი ხელმისაწვდომი გახადა რიგითი მომხმარებლებისთვისაც კი.
შოპიფაიზე მარტივად შეგიძლიათ გახსნათ თქვენი მაღაზია. ინტეგრირებული აპლიკაციების საშუალებით შეძლებთ ფაქტიურად ნებისმიერი მსხვილი ორგანიზაციის სერვისებით სარგებლობას (Facebook, Google, Pinterest, Amazon, Amazon FBA და სხვა). მაღაზიის სწორად აწყობის შემთხვევაში შეძლებთ უმარტივესად მართოთ თქვენი ონლაინ შოფი და თქვენც ჩაერთოთ იკომერსის აღზევების ტალღაში.
საქართველოში შოპიფაის ძრავაზე ამუშავება გარკვეულ ბარიერებს მაინც ატარებს, რადგან პლატფორმა ჩვენს რეალობას ნაკლებად არის მორგებული, თუმცა აღსანიშნავია რომ ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია ისურვე.ჯიმ მოახერხა მისი ადაპტირება ქართულ მოთხოვნებთან და წარმატებით განახორციელა მისი იმპლემენტაცია.
შოპიფაის წარმატების საიდუმლო მზა ფორმატებშია (Template). მიუხედავად იმისა, რომ დიზაინში ფაქტიურად ნებისმიერ სილამაზის ვებგვერდები შეგიძლიათ მიიღოთ, თითოეული ასეთი მათგანის უკან სტანდარტული მზა სამუშაო სისტემები დგას. ისევე როგორც ერთი და იგივე ქარხანა აწყობს მერსედეს G კლასსა და B კლასის მოდელებს, მრავალფეროვანი თუ მკაცრი ვიზუალები სამართავი პანელიც ხშირად ზუსტად იდენტურია.
თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს Icing on the cake - შოპიფაის გამოყენების მთელი სიამოვნება (პ.ს. აქვე აღნიშვნად ღირს რომ ეს მახასიათებელი შეიძლება ითქვას სხვა Content Management System-იდან, ვორდპრესის ძალიან ახლო მსგავსებას წარმაოდგენს) - მის აპლიკაციებშია.
ცხოვრაბაში ხშირად არის მომენტები როდესაც რაღაც გჭირდება და უბრალოდ ფიქრობ - დავიჯერო ერთადერთი ვარ ვისაც ეს დასჭირდა? ჩემამდე არავის გადაულახავს ეს ბარიერი? ცხოვრებისეულ კითხვებზე პირველი ნაბიჯი თითქოს გუგლია ხოლმე, მაგრამ როდესაც საქმე ბიზნესს, და მითუმეტეს იკომერსს ეხება, აი მაშინ შოპიფაის აპლიკაციები შემოდის თამაშში.
შოპიფაი, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი პროგრამული ენა (Liquid) აქვს, საკმაოდ მარტივად აძლევს დეველოპერებს საშუალებას შექმნან სხვადასხვა პროგრამული გადაწყვეტილებები ონლაინ მაღაზიებისთვის. თქვენ კი, დეველოპერული თავის ტკივილის გარეშე, შეგიძლიათ გამოიყენოთ თითოეული აპლიკაცია, მხოლოდ ყოველთვიურ მცირე ხარჯად (2-50$-ის ფარგლებში).
გინდათ რომ Black Friday-ზე მაღაზია ავტომატურად იცვლიდეს ფერს? – 5 წუთში გექნებათ ეს ფუნქცია. გინდათ რომ მომხმარებლებს საშუალება მისცეთ რომ ფაილებს პირდაპირ საიტიდან იწერდნენ - მაუსის მარტივი მოძრაობით შესაძლებელია ამის გაკეთება. ან თუნდაც (ნაცნობი რეალობიდან) ვალუტის კურსი 10%-ით შეიცვალა და გსურთ პირდაპირ ასახოთ ეს თქვენს მთელ ასობით პროდუქტზე - რამდენიმე წამში შეძლებთ ამის დაორგანიზებას.
სხვათა შორის, შოპიფაის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მისი მომხმარებლებისთვის კარგი Community-ს შექმნაშია. ვორდპრესის შემთხვევაში თუ მომხმარებლები მიჩვეულნი არიან უფასო პლაგინების (აპლიკაციების) გამოყენებას, შოპიფაის შემთხვევაში ეს ძალიან იშვიათობაა. უფასო სერვისებს მხოლოდ თვითონ შოპიფაივე გვთავაზობს (როგორც მის საბაზისო მომსახურების ღირებულებაში შემავალ პროგრამებს), სხვა აპლიკაციები კი ფასიანია. ეს ერთის მხრივ თითქოს პლატფორმის ნეგატიური მხარეა, მაგრამ როგორც იტყვიან „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“. შოპიფაის ფასიანმა სერვისებმა წარმოქმნა ცალკე სეგმენტი - შოპიფაი გურუები - დეველოპერები ვინც მუშაობენ აპლიკაციების შემუშავებასა და სრულყოფაზე. სწორედ მათი დამსახურებაა პლატფორმის ასეთი წარმატება.
შოპიფაი, ორგანიზაცია გამორჩეულია მომხმარებლებზე ზრუნვით. ამის ერთ-ერთ მაგალითად გამოდგება ის რომ კლიენტებზე ზრუნვის ფარგლებში (და რა თქმა უნდა კომერციული თვალსაზრისითაც) კომპანიამ ბოლო პერიოდში დაამატა ოფლაინ მიმართულებების მხარდაჭერაც - თუ თქვენს მაღაზიას გააჩნია ფიზიკური ლოკაცია (მაგალითად Outlet, ან სტენდი ან რამე მსგავსი) - თქვენ საშუალება გაქვთ ოფლაინ ტრანზაქციებიც სრულად პლატფორმაზე წარმართოთ. მეტიც - შოპიფაისვე საშუალებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ არა მარტო ონლაინ გადახდები (ამაზონ ფეი, ფეიფალი, ვიზა და მასტერქარდი და სხვა), არამედ პოს ტერმინალზე გაატაროთ უბრალო ბარათები და სალაროს აღრიცხვაც კი შეძლოთ.
პლატფორმაზე რეგისტრაციის მომენტიდან თქვენ შეგიძლიათ ზუსტად 20 წამში (გავზომეთ, ნამდვილად 20 წამია ეს დრო) - სრულად ინტეგრირებული გახდეთ თქვენს მარკეტინგულ არხებთან, იქნება ეს ფეისბუქი, ინსტაგრამი, თვითერი, გუგლ ანალიტიკსი თუ სხვა. მაღალხარისხიანი ინტეგრაცია კი, პიქსელებისა და სხვა ინფორმაციული დეტალების ჩაშენების საჭიროების გარეშე ისეთი უპირატესობაა რომ მხოლოდ მისგან განთავისუფლება საკმარისია რომ აღვფრთოვანდეთ.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.