ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშისაქართველოში ვებ-შეტევას დაქვემდებარებულ მომხმარებელთა წილი შემცირდა თითქმის 4,5% -ით

საქართველოში ვებ-შეტევას დაქვემდებარებულ მომხმარებელთა წილი შემცირდა თითქმის 4,5% -ით
 | რეიტინგი 3 

 

საქართველოში ვებ-შეტევას დაქვემდებარებულ მომხმარებელთა წილი შემცირდა თითქმის 4,5% -ით

პრეს-რელიზი

 თბილისი, 18 თებერვალი. 2020 წელს  საქართველოში მომხმარებელთა 10,49%  თავს დაესხნენ ინტერნეტის საშუალებით (ვებ-შეტევები), მაშინ როცა  ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი ადგენდა  14,83%.  ამავე დროს,  სომხეთში ვებ- შეტევებს დაქვემდებარებულთა წილი შემცირდა 2019 წელს 17,34% -ით, ხოლო  2020 წელს 10,50% -ით,  აზერბაიჯანში კი  - 21,12 - ით და  10,95%-ით.   ამის შესახებ მოწმობენ  „კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცემები. კომპანიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებში მომხმარებელთა წილის შემცირება  გამოწვეული იყო საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მოხმარების გაზრდით და მომხმარებლებში კიბერცოდნის გავრცელებით.

2020 წელს ვებ-შეტევებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ ტუნისი (18,27%), ალჟირი (16,42%) და მონღოლეთი (15,94%).

2020 წელს მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 10,18% ერთხელ მაინც დაექვემდებარა Malware-ის კლასის ვებ-შეტევას, ერთი წლის წინანდელი 19,8% -ის ნაცვლად.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძლიერი ვებ-მოდულიანი ანტივირუსი იცავს მომხმარებლებს ვნების მომტანი/ინფიცირებული ვებ-გვერდიდან მავნე ობიექტების გადმოტვირთვისგან. მავნე საიტები განზრახ იქმნება ჰაკერების მიერ. ისინი ასევე ცდილობენ გატეხონ უფრო ლეგიტიმური რესურსები და დანერგონ იქ მავნე სკრიპტები და პროგრამები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისათვის, იქნება ეს  ფარული კრიპტოვალუტის მომპოვებლები,  კრიპტოგრაფ-გამომძალველთა ჩამტვირთავები, პირადი და საბანკო მონაცემების ქურდობის პროგრამები.  ასევე შეიძლება დაინფიცირდეს  ვებ-რესურსები, რომელთა შინაარსიც მომხმარებლების მიერ არის შექმნილი (მაგალითად, ფორუმები).

 


ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს

ავტორი:  სამველ სარგსიანი

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge