ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშიინტერპოლი ხელს შეუწყობს კოალიციას სტალკერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან საბრძოლველად

ინტერპოლი ხელს შეუწყობს კოალიციას სტალკერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან საბრძოლველად
 | რეიტინგი 3 

ინტერპოლი ხელს შეუწყობს კოალიციას სტალკერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან საბრძოლველად

პრეს-რელიზი (თბილისი. 30.04.2021წ.)

ინტერპოლი შეუერთდა სტალკერულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან  ბრძოლის კოალიციას (Coalition Against Stalkerware), რომლის თანადამფუძნებელია „კასპერსკის ლაბორატორია".  როგორც კომპანია იუწყება, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია გაზრდის ცნობადობას ამ საფრთხის შესახებ 194 ქვეყნის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის.

სტალკერული პროგრამული უზრუნველყოფა - ეს არის სათვალთვალო პროგრამები, რომელიც მფლობელის მოწყობილობაზე მფლობელის ცოდნის გარეშე გამოყენების შემთხვევაში უკანონოა და დასჯადი.   მათ წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს ვენდორების,  არასავაჭრო ორგანიზაციების, სამართალდამცავი ორგანოებისა და აკადემიური საზოგადოების გლობალურ თანამშრომლობას. ამიტომ, 2019 წელს 10 კომპანიამ, მათ შორის „კასპერსკის ლაბორატორიამ"  და არაკომერციულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, შექმნეს კოალიცია სტალკერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან საბრძოლველად.   ეს საერთაშორისო ინიციატივა მიზნად ისახავს ასეთი პროგრამების გამოყენებით ძალადობისა და თვალთვალის  წინააღმდეგ ბრძოლას. დღეს კოალიციაში უკვე შედის 35 პარტნიორი-მონაწილე მსოფლიოს ყველა კუთხიდან. „კასპერსკის ლაბორატორიის" მხარდაჭერით, კოალიციის წევრებმა შეიმუშავეს სპეციალური ტრენინგები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის, რათა დაეხმარონ მათ შეისწავლონ სტალკერის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევები და დაეხმარნონ დაზარალებულებს. კომპანიის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში თითქმის 54 ათასი მომხმარებელი შეეჯახნენ სტალკერულ პროგრამულ უზრუნველყოფას. იმავე წელს საქართველოში ჯაშუშური პროგრამების შეტევებს შეეჯახა მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 0,03% , ხოლო  2019 წელს -  0,01%.

კოალიციის პარტნიორები მუშაობენ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის:  ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება სტალკერის პროგრამული უზრუნველყოფის აღმოსაჩენად, ასეთი პროგრამების ნიმუშების შეგროვების მექანიზმის შექმნა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და სტალკერის პროგრამული უზრუნველყოფის სხვა მსხვერპლთათვის მომუშავე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციისა და ტექნიკური დახმარების გაწევა.

„დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია გავაერთიანოთ ძალისხმევა სტალკერულ  პროგრამულ უზრუნველყოფასთან საბრძოლველად და კონფიდენციალურობის დასაცავად. ძალზე ღირებულია, რომ ინტერპოლი საერთაშორისო კოალიციას შეუერთდა და ამ თემაზე იმუშავებს გლობალურ საზოგადოებასთან. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ არავინ გახდეს სტალკერის პროგრამული უზრუნველყოფის მსხვერპლი", - ასეთი კომეტარი გააკეთა  „კასპერსკის ლაბორატორიის"  კოალიციის წარმომადგენელმა  და საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ქრისტინა შინგარევამ.

პირველი დღეებიდანვე გარდა „კასპერსკის ლაბორატორიისა"   კოალიციაში შევიდნენ  Avira, ელექტრონული საზღვრების ფონდი (Electronic Frontier Foundation),  ევროპული ქსელი, რომელიც მუშაობს შინაგანი ძალადობის ინიციატორებთან  (European Networkforthe Workwith Perpetratorsof DomesticViolence),  გერმანული ვენდორი  G DATA Cyber Defense ამერიკული ვენდორი Malwarebytes, ოჯახში ძალადობის შეჩერების ეროვნული ქსელი, Norton Life Lock,  არაკომერციული ორგანიზაცია Operation SafeEscape  და გერმანული ასოციაცია WEISSER RING-ი. 

 


ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს


ავტორი:  სამველ სარგსიანი



 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge