
5 ბიზნესი, რომელსაც SEO-ს გარეშე მომავალი არ აქვს
არსებობს ბიზნესის კატეგორიები, სადაც მომხმარებლის ქცევა თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე ლოგიკას მიჰყვება: პრობლემა ჩნდება და პასუხის ძიება პირდაპირ Google-ში იწყება. ასეთ რეალობაში კომპანიის ზრდა სეო/SEO მეშვეობით მოპოვებული ხილვადობისა და ძიების პირველ გვერდზე დაკავებული პოზიციის პირდაპირპროპორციულია. თუ ბიზნესი ამ პროცესის მიღმა რჩება, ის ბაზრის ყველაზე მაღალკონვერსიულ ნაწილს ავტომატურად თმობს.
თუმცა საძიებო ოპტიმიზაციის ეფექტი ყველა ინდუსტრიაში ერთნაირი არ არის. არსებობს სფეროები, სადაც მომხმარებელი გადაწყვეტილებას მხოლოდ ძიების შედეგებზე დაყრდნობით იღებს და ნებისმიერი სხვა სარეკლამო არხი აქ მეორეხარისხოვანი ხდება. შეამოწმეთ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი - თუ თქვენი საქმიანობა ამ 5 კატეგორიიდან ერთ-ერთია, ეს ნიშნავს, რომ Google-ის პირველ გვერდზე პოზიციონირება თქვენი ბიზნესის მასშტაბირების უალტერნატივო გზაა.
1. გადაუდებელი და ლოკალური სერვისები
ეს არის კატეგორია, სადაც მომხმარებლის ქცევას კრიზისი მართავს. როდესაც ადამიანს სახლში მილი უსკდება, გასაღები ეკარგება ან ელექტროენერგია ეთიშება, ის არ იწყებს სოციალურ ქსელებში კომპანიების გვერდების თვალიერებას. მისი პირველი და ერთადერთი რეაქციაა, გახსნას Google და აკრიფოს: „სანტექნიკი გამოძახებით’’ ან „ევაკუატორი 24/7’’.
ამ სფეროში გაყიდვების უდიდესი წილი მოდის ძიების პირველ სამეულზე, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ადამიანი არასდროს გადადის საძიებო შედეგების მეორე გვერდზე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს ვინმე, ვინც პრობლემას მოუგვარებს. შედეგად, ლოკალური SEO-ს გარეშე ბიზნესი პრაქტიკულად უხილავი რჩება იმ ბაზარზე, სადაც კლიენტის არჩევანი ძალიან სწრაფად ყალიბდება და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღება.
2. სამედიცინო სერვისები და ჯანმრთელობა
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტი Google-ში ძიების დაწყების ყველაზე ხშირი მიზეზია. ტკივილის, სიმპტომის ან გეგმური კვლევის საჭიროებისას, მომხმარებელი ინსტინქტურად საძიებო სისტემას მიმართავს. მოთხოვნები აქ ყოველთვის კონკრეტულია: „კარდიოლოგი ახლოს’’, „სტომატოლოგიური კლინიკა 24/7’’ ან „ექოსკოპიის ფასი’’.
ამ სფეროში გადაწყვეტილება, როგორც წესი, ნდობის ფაქტორზე გადის, ნდობა კი სწორედ საძიებო შედეგებიდან იწყება. კლინიკის ხილვადობა, რეიტინგი და ინფორმაციული სიზუსტე ქმნის იმ პირველ შთაბეჭდილებას, რომლის საფუძველზეც პაციენტი არჩევანს იმ 2-3 ვარიანტს შორის აკეთებს, რომლებიც პირველ გვერდზე ხვდება.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ პაციენტი ქვეცნობიერად Google-ის პირველ გვერდს სამედიცინო ავტორიტეტთან აიგივებს. შესაბამისად, როდესაც კლინიკა ძიების სათავეშია, ის ავტომატურად ხდება პრიორიტეტული არჩევანი. აქ SEO-ს მთავარი ფუნქცია პოტენციური პაციენტის რეალურ ვიზიტამდე მიყვანაა - თუ თქვენი სახელი არ ფიგურირებს იქ, სადაც კლიენტი გამოსავალს ეძებს, თქვენ უბრალოდ არ მონაწილეობთ ბაზრის ამ ყველაზე აქტიურ გადანაწილებაში.
3. იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურება
იურიდიული დავის ან ფინანსური კრიზისის დროს ადამიანი გამოსავალს მიზნობრივად ეძებს. აქ რეკლამა ნაკლებად მუშაობს, რადგან კლიენტს სჭირდება არა შეთავაზება, არამედ კონკრეტული კომპეტენციის დადასტურება. ისეთი ძიებები, როგორიცაა „ადვოკატი სისხლის სამართალში’’ ან „საგადასახადო აუდიტი’’, მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებელი უკვე მზად არის თანამშრომლობისთვის.
ამ ინდუსტრიაში Google-ის პირველი გვერდი კვალიფიკაციის ერთგვარი ინდიკატორია. როდესაც პოტენციური კლიენტი თქვენს საიტზე პოულობს პასუხს თავის სამართლებრივ კითხვაზე, ის თქვენ უკვე პრობლემის მომგვარებლად აღგიქვამთ.
ცალსახაა, რომ იურიდიული და საკონსულტაციო ბიზნესი რეპუტაციაზე დგას, თუმცა ციფრულ ეპოქაში ეს რეპუტაცია ხშირად სწორედ საძიებო ველში მოხვედრით განისაზღვრება. სეოს გარეშე თქვენი პროფესიონალიზმი მხოლოდ ვიწრო წრისთვის რჩება ცნობილი, მაშინ როცა ახალი, მაღალშემოსავლიანი კლიენტები იმ კონკურენტებს პოულობენ, რომლებმაც ძიების პროცესში საკუთარი კომპეტენციის წარმოჩენა შეძლეს.
4. უძრავი ქონება და მშენებლობა
ბინების გაყიდვა, მშენებლობა თუ რემონტი ის სფეროებია, სადაც მომხმარებლის გზა გადაწყვეტილების მიღებამდე Google-ში ხანგრძლივი კვლევით იწყება. ადამიანი, რომელიც აპირებს შეიძინოს უძრავი ქონება ან დაიწყოს მშენებლობა, გადაწყვეტილებას ემოციურად არ იღებს, პირიქით, ის თვეების განმავლობაში ეძებს ინფორმაციას უბნების, ფასების, მასალების ხარისხისა და დეველოპერების რეპუტაციის შესახებ.
ამ ინდუსტრიაში SEO-ს გავლენა ძალიან დიდია, რადგან მომხმარებელი ენდობა მას, ვინც ინფორმაციულ ვაკუუმს უვსებს. როდესაც კლიენტი ეძებს: „ბინები საბურთალოზე’’, „თეთრი კარკასი თუ მწვანე კარკასი’’ ან „სახლის პროექტები’’, ის ქვეცნობიერად იმ კომპანიისკენ იხრება, რომელიც ძიების სათავეში ხვდება და მის კითხვებზე ამომწურავ პასუხებს სცემს.
ამ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Google-ის პირველი გვერდი არის სივრცე, სადაც სამომავლო გარიგებების უდიდესი ნაწილი ყალიბდება და სადაც ლიდერობას მხოლოდ ის კომპანიები ინარჩუნებენ, რომლებიც ძიების პროცესში მუდმივად ფიგურირებენ.
5. B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) სექტორი
B2B სფეროში პარტნიორის შერჩევა ყოველთვის ბაზრის სიღრმისეული შესწავლით იწყება. როდესაც კომპანიას სჭირდება მაგალითად, IT მხარდაჭერა ან ნედლეულის მიმწოდებელი, პასუხისმგებელი პირი პირველ რიგში Google-ში ამოწმებს არსებულ ვარიანტებს. აქ საძიებო სისტემა მუშაობს როგორც ფილტრი, რომელიც ბაზრის მთავარ მოთამაშეებს პოტენციურ დამკვეთთან აკავშირებს.
თუ თქვენი კომპანია არ ჩანს იმ შედეგებში, რომლებსაც შესყიდვების მენეჯერები ათვალიერებენ, თქვენ საერთოდ ვერ ხვდებით იმ ე.წ. მცირე ჩამონათვალში, საიდანაც შემდეგ პარტნიორს ირჩევენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი ავტომატურად ეთიშება მსხვილ კონტრაქტებსა და ტენდერებს მხოლოდ იმის გამო, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას არ ფიგურირებს.
იყავით იქ, სადაც თქვენი კლიენტი გამოსავალს ეძებს
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში Google-ის პირველ გვერდზე ყოფნა კრიტიკულად აუცილებელია, საძიებო ოპტიმიზაციის გავლენა ამით არ სრულდება. რეალურად, ნებისმიერ ინდუსტრიაში, იქნება ეს საგანმანათლებლო კურსები, ტურიზმი თუ ფინანსური სერვისები, მომხმარებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის ინფორმაციას აგროვებს. თუ თქვენს სერვისს ადამიანები Google-ში თუნდაც დანიშნულებით ეძებენ, SEO თქვენი ზრდის ფუნდამენტური ინსტრუმენტია.
ციფრულ სივრცეში ლიდერობას დღეს ის კონკრეტული პოზიცია განსაზღვრავს, რომელსაც პოტენციური კლიენტი საძიებო ველში პირველს ხედავს. სწორედ ამ პოზიციების დაკავებაში ეხმარება ბიზნესებს სეო სააგენტო 10xSEO, რომლის ამოცანაცაა, რომ კომპანია მოხვდეს იქ, სადაც რეალური მოთხოვნა რეალურ შედეგებად იქცევა.








