ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაასაკობრივი მოტივაცია ანუ ვინ ავიყვანოთ სამსახურში?

ასაკობრივი მოტივაცია ანუ ვინ ავიყვანოთ სამსახურში?
 | რეიტინგი 3 

იყო დრო, როდესაც ნორმად ითვლებოდა სამუშაოზე „ახალგზარდებისა და პერსპექტიულების" მიღება", ხოლო „სტარპერების" უბოდიშოდ მოშორება. ამ სტატიაში განხილულია ისეთი თემა, როგორიცაა ასაკის გავლენა მუშაობაზე, ანუ რომელ ასაკში  ყველაზე მეტად ვლინდება განსაკუთრებული ენთუზიაზმი. და, აი რა ზოგადი სურათი გამოვლინდა უკვე სამსახურში მიღებულ თანამშრომელთა შორის:

-          ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც გასაუბრებისას პერსპექტიულის შთაბეჭდილება დატოვა, გაჭირვებით უძღვებოდა საქმეს და მისი ენთუზიაზმი ძალზედ შორს იყო იმისგან, რომელსაც აფრქვევდა სამუშაოზე მიღებისას;

-          კომერციული დირექტორი, რომლის რეზიუმე გინესის რეკორდების წიგნის ღირსი იყო და იღებდა ყველაზე მაღალ ხელფასს, მუდმივად სადღაც იკარგებოდა პირად საქმეებზე, ხოლო გაყიდვებს მისი მოადგილე უძღვებოდა;

-          ხოლო უკვე ასაკოვანი, 50 წელს გადაცილებული თანამშრომელი, რომელსაც ეკავა გაყიდვების მენეჯერის ყველაზე დაბალი თანამდებობა, აჩვენებდა შესანიშნავ შედეგებს, თუმცა მას არ გააჩნდა მსგავსი სამუშაოს გამოცდილება.

ასეთი არაერთგვაროვნება ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა, რამაც სათანადო ასახვა ჰპოვა ამ საკითხზე ცოდნის ბაზაში, რის შედეგად მიღებულ იქნა რაღაც „სამუშაოთი კმაყოფილების გრძნობის" გრაფიკის მაგვარი:

            გასაგები გახდა, რომ თუ ადამიანს ეკითხებით, იღლება თუ არა ის სამუშაოზე და რამდენად სწრაფად აღიდგენს ძალებს, დარწმუნებული იყავით, რომ ენერგიის ერთნაირი ხარჯვისას გადაღლის ხარისხი დამოკიდებულია სამუშაოს მიმართ ემოციურ დამოკიდებულებაზე, ხოლო ასაკთან ერთად ეს შეფარდება ძალიან იცვლება.

            როდესაც 16-19 წლის ახალგაზრდა „მოჩქარეები" ეწყობიან თავის პირველ სამსახურში, ისინი აწყდებიან „რეალურ" ცხოვრებას, რომელიც ძირეულად განსხვავდება მათი ამ სამუშაოს ან თანამდებობით ღრუბლებში ფრენის გრძნობისაგან. მოსალოდნელისა და რეალურის ასეთი შეუთავსებლობის შედეგად ეცემა მათი სამუშაოთი მიღებული დაკმაყოფილების გრძნობა. ამ ასაკში ადამიანი ჯერ კიდევ არ არის მზად აღიქვას, რომ ეს სამყარო არ არის სრულყოფილი და იდეალური. და ისინი იწყებენ წუწუნს, რომ

-          მათ აიძულებენ შეასრულოს სულ სხვა ფუნქციური ვალდებულებები;

-          რომ ფასები ძალიან მაღალია და რომ საერთოდ არ შეიძლება ამ „ნაგვით" ვაჭრობა;

-                    რომ კანტორა წყალწაღებულია, და საერთოდ, დირექტორი სრული იდიოტია.
ასეთი სამწუხარო მოვლენის დადგენის შემდეგ ბევრმა საერთოდ უარი თქვა 20 წელზე უფრო ახალგაზრდების სამუშაოდ აყვანაზე.

სულ სხვაა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები. მათი უაღრესად განვითარებული საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება გააჩნიათ, თვლიან, რომ ისინი დირექტორებად არიან დაბადებულები... და ეს ძალიან კარგია. მათ უნდა დაუყენოთ ამაღლებული ამოცანები, სამაგიეროდ კი უნდა დაპირდეთ დამატებით ხელქვეითს და თანამდებობრივი ზრდას 2-3 წლის შემდეგ. აი, მაშინ კი ისინი უკვე მთელი ძალ-ღონით შეუტევენ საქმეს. მათი შემხედვარე თვალიც და გულიც ხარობს. ბევრ დამქირავებელს არ უყვარს ასეთი „ყოვლისმცოდნეები", მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ ასეთებთან მუშაობა...

            ბევრისთვის კი ისინი წარმოადგენენ თანამშრომელთა ერთერთ ყველაზე საუკეთესო ჯგუფს:

-          მათ სჭირდებათ არა მაღალი ხელფასი, არამედ ძალაუფლება;

-          ისინი მზად არიან ირბინონ გრძელ დისტანციებზე და წლობით ელოდონ დაწინაურებას;

-          ისინი ლოგიკურნი და ადეკვატურები არიან.

უფრო მეტიც, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის კვალდაკვალ იზრდება მათი სამუშაოთი მიღებული კმაყოფილების შეგრძნება, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ შრომის ნაყოფიერებას.

მაგრამ ისინი მაშინვე არ გახადოთ დირექტორები, რადგან:

-          ჩააგდებენ მთელ საქმეს;

-          დაკარგავენ თვითშეფასების უნარს და ამის შედეგად სამუშაოსკენ ლტოლვას;

-          მალევე დაიწყებენ ახალი და უფრო „პრესტიჟული" სამუშაოს ძიებას;

ყველას მიმართ თხოვნა იქნება: ნუ გააფუჭებთ ბაზარს, რადგან არავის არ სჭირდება განებივრებული დირექტორები.

30-იანი წლების მიჯნაზე მოზრდილი ადამიანები იწყებენ ცხოვრებაში ახალი ფასეულობის - ოჯახის აღქმას, ეწყებათ აგრეთვე კრიზისი პროფესიულ საქმიანობაში. ისინი იწყებენ ამორჩევას გადაუდებელ სამსახურებრიც საქმეებსა და ბავშვის ავადმყოფობას შორის, მთელი კოლექტივის მიერ გეგმის შესრულებასა და სიდედრის ავადმყოფობას შორის. თითქმის ბოლომდე ეცემა სამუშაოთი მათი დაკმაყოფილების შეგრძნება. თქვენთვის ეს არის სამსახურში ძალზე მძიმე პერიოდი. თქვენს თვალწინ გუშინდელი „ყოვლისმცოდნეები" გადაიქცევიან „ტომრებად" და შეუძლებელია ამის გულისტკივილის გარეშე ყურება. ხალხში მოარული ხმებით, ეს არის სამუშაოზე გადაწვის სინდრომი.

მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ, გუშინდელმა „შრომაზე გადაყოლილებმა " უეცრად აღიქვეს, რომ ბედნიერება მათ გვერდს უვლის და პირადი ცხოვრებაც რაღაც არ ეწყობათ.

ამის ინდიკატორები საკმარისზე მეტია:

- ისინი ამბობენ, რომ გავლენ შვებულებაში ან საერთოდ წავლენ სამსახურიდან;

- დებენ ბავშვების სურათებს მთელს სამუშაო მაგიდაზე;

-      მუდმივად არ არიან სამსახურში პირადი საქმეების გამო და ა. შ.

გაყარეთ ისინი მაშინვე, რათა ეს კრიზისი თქვენი კონკურენტების სამუშაო ადგილებზე გადაიტანონ. რასაკვირველია, ძნელი და ცოდვა იქნება მათი გაშვება, რადგან მათ უმეტესობასთან თქვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ერთად მუშაობდით, ხოლო ზოგი თქვენი მეგობარიც კი გახდა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ მათ შეიცოდებთ, თქვენ თავსაც ვერ შეიცოდებთ, ხოლო თუ საკუთარ თავს არ შეიცოდებთ, მათაც ვერ შეიცოდებთ. იფიქრეთ ბიზნესზე და მოიქეცით მის სასიკეთოდ. 40 წლის ზღურბლის გადალახვის შემდეგ, ზრდასრული ადამიანები იწყებენ თვითრეალიზაციისა და ახალი პერსპექტივების ძებნას, მთელი თავით გადაეშვებიან ხოლმე საქმეში. ეს ადამიანები მზად არიან:

-               იმუშაონ 24 საათის განმავლობაში;

-               გაემგზავრონ ხანგრძლივ მივლინებებში;

-               გავიდნენ სამსახურში დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში;

და ამასთან ერთად, ზომიერია მათი ხელფასების  მოთხოვნაც. უფრო მეტიც, თუ ოჯახიც გვერდში არ დაუდგება მათ სამსახურებრივ ლტოლვას, შეუძლიათ ასეთი ოჯახის ახლით შეცვლა ისე, რომ არც კი დაფიქრდებიან მათი ოდესღაც ახლობელი ადამიანების ბედზე.

60 წლის შემდეგ ადამიანი აღარ ინტერესდება სამუშაოთი, ემზადება პენსიაზე გასასვლელად და კვლავ დაბლა იწევს სამუშაოთი მისი კმაყოფილების გრძნობა. ასეთი აღარ აიყვანოთ სამსახურში. თუმცა, ამავე დროს, უნდა გახსოვდეთ ორი რამ. ჯერ ერთი რომ ადამიანის ბიოლოგიური ასაკი ყოველთვის არ ემთხვევა ფსიქოლოგიურს. და მეორეც, სამუშაოთი ადამიანის კმაყოფილების გრძნობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ბედნიერია ის საერთოდ, და თუ როგორ უყურებს ის სამყაროს. თუ ადამიანი ცხოვრებაში ბედნიერია, ის ყოველთვის იქნება მეტნაკლებად კმაყოფილი თავისი სამუშაოთიც, მიუხედავად მისი საწარმოს მიერ შრომის წახალისების სისტემისა. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა თემაა

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge