ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება9 რჩევა, თუ როგორ გააკრიტიკოთ ხელქვეითები გონივრულად

9 რჩევა, თუ როგორ გააკრიტიკოთ ხელქვეითები გონივრულად
 | რეიტინგი 3 

 

კრიტიკა აღიქმება მტკივნეულად და მწარედ „იკბინება"

ნებისმიერი კრიტიკა შედეგად მხოლოდ წყენას იწვევს და მუშაკს მუშაობის ხალისს უკარგავს. ხელმძღვანელის ამოცანაა მოიქცეს ისე, რომ მისი სიტყვები ხელქვეითების მხრიდან სწორად იქნეს აღქმული და წარმოადგენდნენ „სამოქმედო ინსტრუქციას".

 გაარკვიეთ ხელქვეითის პოზიცია. სანამ დაიწყებდეთ თანამშრმომლის დატუქსვას, მიეცით მას აზრის გამოქმის საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ შედგეს დიალოგი და მაშინ უფრო ადვილი იქნება ერთმანეთის გაგება. აუცილებელია მომხდარის ნამდვილი მიზეზების გარკვევა. თუ არ არსებობს „შემამსუბუქებელი" გარემოებები, მაშინ კრიტიკა უნდა იყოს ხისტი და ზუსტი, ხოლო თუ არსებობს, მაშინ ჩნდება მოცემული ამოცანის შესრულებისას წარმოქმნილი პრობლემების ერთობლივად გადაჭრის და მომავალში მათი თავიდან აცილების საშუალება. თქვენ ხომ აკრიტიკებთ არა კრიტიკის, არამედ სამუშაოს შედეგების გაუმჯობესების გამო. შეაფასეთ არა თანამშრომელი, არამედ მისი ქმედებების შედეგები. ყველას აქვს შეცდომის უფლება და მისგან თქვენი თანამშრომლებიც არ არიან დაზღვეულები.  არ გადახვიდეთ პიროვნულზე შესრულებული სამუშაოს შედეგის შეფასებისას. თქვენი თანამშრომელი სულაც არ არის განწყობილი მოისმინოს თქვენი აზრი მისი გონებრივი და პროფესიული შესაძლებლობების შესახებ. ნაწყენი ადამიანი ნამდვილად ვერ გაითავისებს დაშვებული შეცდომების გამოსწორების სურვილს. ამიტომაც, ხელქვეითმა არ უნდა გაიგოს თქვენგან, რომ ის არის „ცუდი", ხოლო „მისი სამუშაო ცუდადაა ესრულებული".

გააკრიტიკეთ ოპერატიულად, ნუ გაწელავთ დროს. შესრულებულ სამუშაოში დაშვებულ ხარვეზებს დროულად მიეცით რეაგირება და არა მოგვიანებით. ჯერ ერთი, თქვენი თანამშრომელი გადაერთვება სხვა დავალებაზე და მისთვის ძნელი გასახსენებელი იქნება, თუ რა გააკეთა რამდენიმე კვირის წინ. მეორეც, მას შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თქვენ მას დევნით ან ანგარიშს უსწორებთ. მაშინ ის თქვენს შენიშვნებს ვეღარ მოეკიდება კონსტრუქციულად და დაიკავებს თავდაცვით პოზიციას, ანუ აღმოჩნდება „ბარიკადის მეორეს მხარეს".

„მინუსებზე" ლაპარაკის დროს არ დაივიწყოთ „პლუსებიც". გაკრიტიკების დროს ეცადეთ იპოვნოთ დადებითი მომენტებიც შესრულებულ სამუშაოში, რადგანაც ყველაფრი ცუდად იშვიათად არის. თუ თქვენ ჩაიციკლებით მხოლოდ „მინუსებზე", თანამშრომელი ჩამოუშვებს ხელებს და წარმოექმნება საკუთარი არარაობისა და პროფესიული უვარგისობის შეგრძნება. თქვენი კრიტიკის მიზანი არის არა მისთვის მუშაობის სურვილის გაქრობა, არამედ სამუშაოს სრულყოფა და უკეთესი შედეგების მიღწევა.

გაითვალისწინეთ თანამშრომლების ინდივიდუალური თავისებურებები. არ შეიძლება ყველასთან ერთნაირი საზომით მიდგომა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ კრიტიკის რომელი ფორმაა მართებული ანუ კონსტრუქციული, და როგორ იმოქმედებს ის თითოეულ თანამშრომელზე. ზოგიერთს შეიძლება გაეხუმროთ და ის ნორმალურად აღიქვამს ყველა შენიშვნას, სხვა კი მტკივნეულად აღიქვამს თქვენს ირონიულ ტონს. მორცხვი თანამშრომლები უნდა გაამხნევოთ, ხოლო ვინც შეგნებულად არ ასრულებს სამუშაოს, მათ მკაცრი მოთხოვნები უნდა წაუყენოთ. მაშინ თქვენი ყველა შენიშვნა მიაღწევს დასახულ მიზანს და დაშვებული შეცდომებიც გასწორდება.

ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი შენიშვნები. ვისაც აკრიტიკებთ, მას ნათლად უნდა ესმოდეს, თუ რა გაქვთ მხედველობაში და რა გსურთ მისგან მომავალში. თუ თქვენ ილაპარაკებთ ზოგადი ფრაზებით, კონკრეტიკის გარეშე, თუ რა უნდა გადაკეთდეს, თანამშრომელი ნამდვილად ვერ შეძლებს თავის სამუშაოში კორექტივების შეტანას. უფრო მეტიც, ის სამუშაოს თვითდინებაზე მიუშვებს და იფიქრებს, „რომ მის გულს მაინც ვერ მოვიგებ, რადგან თვითონაც არ იცის, რა უნდა!"

 არ განიხილოთ თანამშრომლის შეცდომები საჯაროდ. არაფერია ადამიანის შეცდომების საჯაროდ გამოტანაზე უარესი. რასაკვირველია შეიძლება ხელმძღვანელის გაგებაც, რადგან კოლექტივში აღმზრდელობით მომენტი არ დგას ბოლო ადგილზე. და მაინც, არ არის საჭირო საკუთარი თანამშრომლების სტრესმედეგობაზე გამოცდა. კრიტიკა ყველას გასაგონად, „რათა სხვებმაც შეიგნონ", მხოლოდ ბარიერს შექმნის თქვენსა და ხელქვეითს შორის. ხოლო აღმზრდელობით ბრძოლაში დახარჯული  თანხმობისა და ნდობის გარეშე ძალზე ძნელი იქნება კარგი შედეგების მიღწევა.

არასოდეს გააკრიტიკოთ ხალმძღვანელი მუშაკი ხელქვეითთა თანდასწრებით. როგორც არ უნდა გაგაბრაზოთ ქვეგანყოფილების უფროსმა, გეჭიროთ საკუთარი თავი ხელში და არ დაუშვათ დიდი შეცდომა მისი ხელქვეითთა თანდასწრებით დატუქსვით. ის ჩათვლის, რომ მისი კარიერა თქვენს კომპანიაში დამთავრებულია, რადგან მომავალში მასა და მის განკარგულებებს უკვე აღარავინ აღიქვამს სერიოზულად. თუ თქვენ არ აპირებთ მასთან განშორებას, მის შეცდომებზე ცალკე დაელაპარაკეთ.

აკონტროლეთ საკუთარი გრძნობები და ემოციები. ხელმძღვანელის კი არ უნდა ეშინოდეთ, არამედ პატივს უნდა სცემდნენ. ამიტომ არ დაკარგოთ საკუთარი თავის კონტროლი და არ „დაეშვათ" ყვირილამდე და უხეშობამდე. და საერთოდ, ყვირილი სისუსტის ნიშანია. გარდა ამისა, გაკრიტიკების დროს თვალყური ადევნეთ საკუთარ ინტონაციას, მიმიკასა და ჟესტებს. არ აჩვენოთ თქვენი უპირატესობა ირონიული შენიშვნებითა და აგდებული ტონით. კრიტიკის მიზანი თანამშრომელთა ხარჯზე თვითდამკვიდრება კი არ არის, არამედ მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება.

იყავით კეთილგანწყობილი. ნიბიმსიერი კრიტიკა უკეთ აღიქმება, თუ ლაპარაკი მიმდინარეობს მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში. თქვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ არ აწყენინოთ ადამიანს და გააგებინოთ მას, რომ „მან კი ვერ გაამართლა იმედები", არამედ მიმართოთ მისი საქმიანობა საჭირო კალაპოტში. მიმართეთ თანამშრომელს სახელით, აჩვენეთ თქვენი დაინტერესება იმაში, რომ შემდეგში კარგად შეასრულოს თავისი დავალება. მაშინ ხელქვეითი ნამდვილად შეეცდება იმედების გაამართლებას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge