ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროგორ ვმართოთ ბიზნესი ეფექტიანად ისე, რომ მან არ გვმართოს ჩვენ

როგორ ვმართოთ ბიზნესი ეფექტიანად ისე, რომ მან არ გვმართოს ჩვენ
 | რეიტინგი 3 

 

თქვენ გიცურავიათ შტორმში? თუ კი, მაშინ მიხვდებით, თუ რაზეა ლაპარაკი. თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ფიზიკური მომზადება, მაშინ სჯობია საერთოდ დარჩეთ ნაპირზე. ან თუ ყოფილხართ უცხო ქალაქში რუკის, გიდის და ადგილობრივი ენის ცოდნის გარეშე? როგორ გრძნობდით თავს? და რა შუაშია აქ ბიზნესი? იმ შუაშია, რომ რაიმე ახალი საქმიანობის დაწყების მცდელობისას შეიძლება მხედველობიდან გამოგრჩეთ ის, თუ რა არის თვითონ ორგანიზაციის საფუძველი. ეს არის ის, რაც ემორჩილება გარკვეულ გეგმასა და წესს. ყოველთვის სასიამოვნოა ყოფნა იქ, სადაც დაცულია მკაცრი წესრიგი და ყველაფერი თავის ადგილზეა. მთელმა ორგანიზაციამ საათივით რომ იმუშაოს, საჭიროა მდგრადი სტაბილური სისტემა, გეგმა, რომლითაც ზუსტი იერარქიით იქნება აგებული ორგანიზაციისათვის საჭირო ყველა ხიდი და ხაზი. ამისათვის კი, როგორც პრაქტიკა და გამოცდილება აჩვენებს, ძალზე მოსახერხებელია საორგანიზაცო სქემა, რომელიც შემუშავებულია ამერიკული მენეჯმენტის კლასიკოსის რონ ჰაბარდის მიერ. ეს ორგსქემა ემყარება 7 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლებიც ამ თუ იმ დონეზე უნდა არსებობდნენ ნებისმიერ კომპანიაში. თუ ისინი არაა მკაფიოდ გამოხატული და გაწერილი, ამ ფუნქციებს, უმეტესად, ასრულებენ გადატვირთული ხელმძღვანელი ან თითოეული თანამშრომელი, რომლებმაც არ იციან ზუსტად საკუთარი მოვალეობები და ხან ერთ საქმეს ედებიან, ხან მეორეს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ფუნქციები, რომლებსაც შეიცავს ორგსქემა შვიდივე განყოფილებისათვის.

1 განყოფილება - პერსონალი და კომუნიკაციები

2 განყოფილება - მარკეტინგი და გაყიდვები

3 განყოფილება - ფინანსები (ბუღალტერია)

4 განყოფილება - საწარმოო (სწორედ ამ განყოფილებით განსხვავდებიან კომპანიები ერთმანეთისაგან)

5 განყოფილება - ხარისხი და კვალიფიკაცია (თუ კომპანიაში შედის ბევრი პრეტენზია გამოშვებული პროდუქციის ხარისხზე, ეს მიუთითებს ორგანიზაციის სტრუქტურაში სწორედ ამ ქვეგანყოფილების არარსებობაზე).

6 განყოფილება - გაფართოება (პასუხს აგებს ახალ წარმომადგენლობებზე და ახალი კლიენტების მოძიებაზე)

7 განყოფილება - ადმინისტრაციული (მისი ფუნქციაა მთლიანად კომპანიის მართვა).

წარმოებაში სწორედ ასეთი ორგსქემის შემუშავება და დანერგვა აძლევს მას ლოგიკური და სტაბილური გაფართოების საშუალებას. მისი მთელი მშვენება იმაშია, რომ ამის შემდეგ კომპანია იწყებს გამართული მექანიზმივით მუშაობას და შეიძლება მისი კარგ ქრონომეტრთან შედარება. თქვენ უკვე აღარ გიწევთ საგანგებო მდგომარეობებთან შეხვედრა, რომლებიც გამოწვეულია მოვალეობების ზუსტი განაწილების არარსებობით  და დასახული ამოცანების შეუსრულებლობით. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძნელია გაშლილი ორგსქემის შემუშავება და გაწერა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ნამდვილად გაამართლებს. ძირითადი შემკვეთები სახელმწიფო სტრუქტურებია. სამუშაოს შესრულების ვადები, როგორც წესი, ესადაგება რაიმე ოფიაიცლურ ღონისძიებას. მაგრამ თუ მეწარმე ვერ ასრულებდა სამუშაოს, ამით იწვევდა ძლიერ რეაქციას შემკვეთის მხრიდან კონკრეტულად დასჯის დაპირებით. იყო იდეა, იყო წარმოება, მაგრამ არ იყო მკაფიოდ გამოხატული საორგანიზაციო სქემა, რომელიც ღირებული საბოლოო პროდუქტის მიღების საშუალებას მისცემდა, ანუ დათქმულ ვადაში, ხარისხიანად და სწრაფად. ორგსქემის დანერგვის შემდეგ მეწარმემ არა თუ აღმოფხვრა პრობლემა, არამედ სხვა ქალაქებშიც კი გახსნა ფილიალები.

ორგსქემა ეხმარება არა მხოლოდ მოვალეობების ზუსტ განაწილებას, არამედ მოთხოვნილი პროდუქციის ხარისხიან წარმოებას და ხარისხინნ სერვისს. რამდენიც არ უნდა ასწავლოთ პერსონალს, პროდუქტის მოცულობა და ხარისხი იქამდე არ გაიზრდება, სანამ პერსონალი არ დაიწყებს ორგსქემის მიხედვით მუშაობას.

ორგსქემა არ წარმოადგენს თქვენი ბიზნესის კონტროლის ერთადერთ ინსტრუმენტს. მის გარდა, არსებობს ე. წ. „ქუდები" - მუშა თანამდებობრივი ინსტრუქციები, სტატისტიკის სისტემები, რომლებიც კომპანიის  მაჯისცემის თვალყურის დევნების საშუალებას იძლევიან და ბევრი სხვა რამ, რაც მოგვიანებით იქნება განხილული.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge