ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროგორი ხელმძღვანელი ხართ? გუნდის მართვის ტიპები და სტილები

როგორი ხელმძღვანელი ხართ? გუნდის მართვის ტიპები და სტილები
 | რეიტინგი 3 

 

რა უნდა იცოდეს თანამედროვე ხელმძღვანელმა? თქვენ მიისწრაფოდით  ხელმძღვანელი თანამდებობისაკენ თუ ის ბედის წყალობით დაიკავეთ? თავდაპირველად აუცილებელია პროექტზე, ქვეგანყოფილებაზე, ფირმაზე პასუხისმგებლობის  დონის გაგება.

ძირითადად, ხელმძღვანელი დაკავებულია შემდეგი საკითხებით: ის აყალიბებს ამოცანებს, გეგმავს მუშაობას, აკონტროლებს მისი შესრულების ხარისხს, აფასებს საქმიანობის შედეგს, მოტივაციას უკეთებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას (საკუთარის ან ხელმძღვანელობის) და პირად მაგალითს აძლევს ხელქვეითებს. ამ ფუნქციების შესრულება ხშირად მოითხოვს დიდი ძალისხმევას, ვინაიდან არცთუ იშვიათად ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან.

ხელმძღვანელობა - ეს არის სიტუაცია, როდესაც ყოველდღიურად იმყოფებით არჩევანის წინაშე. ერთი შეხედვით, ყოველთვის მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და საჭიროა საკუთარი თავისათვის ასეთი დავალების მიცემა: „მე არ მეშინია შევცდე".

როდესაც თქვენ გადალახავთ სიმაღლის შიშს, უნდა გაიგოთ, თუ ხელმძღვანელობის როგორი ტიპია თქვენთვის უფრო ახლოს. დ.კეისის კლასიფიკაციის მიხედვით, ხელმძღვანელების ტიპები ისინი იყოფა 4 სახეობად.

პირველი - ეს არის ბიუროკრატი. ფორმალისტი, რომელიც ცდილობს კანონის (ინსტრუქციების, მითითებების) ზედმიწევნით დაცვას და არა მისი არსის გაყოლას. ასეთი ხელმძღვანელი საიმედოა, ის საკმაოდ ყურადღებიანია  წვრილმანებისა და დეტალების მიმართ. მაგრამ, იმისათვის, რომ საწარმო მისი ხელმძღვანელობით წარმატებით განვითარდეს, მას მოქნილი თანამშრომლები სჭირდება. იმ კარიერისტებმა, რომლებიც ასეთ ხელმძღვანელთან მოხვდებიან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან პერსპექტიული ხელქვეითი ჩნდება როგორც საცდელი ფიგურა. ანუ, თვითონ რომ არ გარისკოს, ზოგი საჩოთირო საკითხის გადაწყვეტას ავალებს იმას, ვინც მიისწრაფის საკუთარი თავის წარმოჩენისაკენ. წარუმატებლობის შემთხვევაში გაიწირება ეს ფიგურა ფრთხილი ხელმძღვანელის სანაცვლოდ.

მეორე ტიპი - ნოვატორი. ეს არის სწრაფი და მოქნილი ხელმძღვანელი, მას არ უყვარს წვრილმანები, ხშირად რისკავს და არ იბნევა არასტანდარტულ სიტუაციებში. თუმცა, დეტალებთან და მუშაობისას და დაგეგმვისას შეუსაბამობების მოსაწესრიგებლად ასეთ ხელმძღვანელს ესაჭიროება მოადგილეები, რომელთაც აქვთ მიდრეკილება ზუსტი და თანმიმდევრული საქმიანობისადმი.

მესამე ტიპი - ფუტურისტი. ასეთი ხელმძღვანელი მიდრეკილია მომავლისკენ ხედვისაკენ. გრძელვადიანი გეგმების განვითარებისაკენ, ხშირად არ აქცევს ყურადღებას ყოველდღიურ საწარმოო პროცესს. მას ისევე ნაკლებად ადარდებს ხელქვეითების პრობლემები, როგორც წარმოების არსებითი საკითხები. მას ისინი მიაჩნია მეორეხარისხოვნად და უინტერესოდ იმ გეგმებთან და პროექტებთან შედარებით, რომლებზედ ის ბეჯითად და შეუსვენებლივ შრომობს. თუმცა, თუ ასეთი ხელმძღვანელი არ ისწავლის სხვათა აზრების მოსმენას და მათი ინტერესების გათვალისწინებას, ნაკლებად სავარაუდოა მისი საუკეთესო და დეტალურად დამუშავებული გეგმების განხორციელება.

მეოთხე ტიპი - ეს არის წინა აღწერილი ხელმძღვანელის სარკული ანარკელი. თუ ხელმძღვანელის მესამე ტიპი მთელ ძალისხმევას მიმათავს აბსტრაქტული პროცესის საკეთილდღეოდ, მეოთხესი მიმართულია კონკრეტული ადამიანებისაკენ. უკიდურეს შემთხვევაში, სიკეთისაკენ მისი გაგებით. ის მთლიანად დებს საკუთარ თავს ხალხთან მუშაობაში, ითავისებს მათ პრობლემებსა და ინტერესებს. ის ძალზე მეგობრულია, არ უყვარს კონფლიქტები, შეუძლია კონკრეტული ადამიანის ინტერესების ფირმის ინტერესებზე მაღლა დაყენება. ხშირად ასეთ ხელმძღვანელს არ შეუძლია უარი უთხრას თავის თანამშრომლებს დახმარებაზე იქა კი, სადაც მას რეალურად არ შეუძლია დახმარება. ასეთი ხელმძღვანელი შეიძლება უბრალოდ გადაიწვას, მიიღოს ინფარქტი, თუ ზუსტად არ გაითავისებს საკუთარ მოვალეობებს და აღარ აიღებს თავის თავზე სხვათა პასუხისმგებლობას.

უმაღლესი პილოტაჟი - ეს როცა ხელმძღვანელმა იცის, თუ როდის უნდა იყოს ნოვატორი, ან როდის უნდა გაყვეს ზუსტად ინსტრუქციას. მას შეუძლია იყოს ტიტანიც და მშობელი მამაც. სწორედ ეს არის ხელმძღვანელობის ხელოვნება.



 საიტმა HeadHunter-მა ჩაატარა ხელმძღვანელ მუშაკთა გამოკითხვა, რომელიც ძალზე ჭკუის სასწავლებელი გამოდგა.

ამ გამოკითხვის შედეგად პირველი ადგილი დაიკავა ტიპმა „უფროსი ძმა/კომუნიკატორი", ის ყოველთვის წინააღმდეგია ოფიციალურობისა თავისი გუნდის წევრებთან ურთიერთობაში, ცდილობს დაამყაროს მეგობრული თუ არა, მაქსიმალურად ღია ურთიერთობები. მთელი დღის განმავლობაში ახერხებს სამუშაო საკითხების გაცნობას და სასიამოვნო ურთიერთობასაც ასწრებს. ის ვერ ხედავს აზრს მთელი დღე ოფისში „ზარიდან ზარამდე ჯდომაში". მას ზეწოლაც შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ რაიმე დაემუქრება დედლაინის ჩაშლას.

მე-2 ადგილი - „პროფესიონალი". ის თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს საკუთარ პროფესიას უთმობს და იმასვე ელის ხელქვეითებისაგანაც,  რომლებიც უნდა იყვნენ კომპეტენტურები და შრომისუნარიანნი, ვერ იტანს ზარმაცებსა და უცოდინრებს. კარგად ესმის, რომ ყველას აქვს თავისი პრობლემები, მაგრამ სამუშაო ადგილი წმინდაა. ყველა ძლიერი ემოცია, პირადი კონფლიქტები, და განსაკუთრებით ჭორები უნდა დატოვონ ოფისის ზღურბლს მიღმა.

მე-3 ადგილი - „პარტნიორი". ცდილობს კოლექტივის  ყველა წევრთან როგორც თანასწორთან ურთიერთობას. გადაწყვეტილებებს იღებს კოლეგიალურად. მასთან ყველას აქვს ხმის უფლება თუმცა, ბოლოს სიტყვა მას ეკუთვნის. ეს იძლევა თანაბარი, წყნარი ურთიერთობებისა და კონფლიქტების ეფექტიანად გადაწყვეტის საშუალებას.

შემდეგ მოდის პასუხი „ჩემს თავში გამოვყოფ ყველა ტიპის თვისებებს". ხოლო ამის შემდეგ ადგილები ამგვარად განაწილდა.:

„ექსპერტი/სტატეგი". მისი ხელქვეითები პროფესიონალები და დამოუკიდებლები არიან. მათ შეუძლიათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და უფროსს მიმართავენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რომელიც წყვეტს მხოლოდ სტრატეგიულ ამოცანებს და  არ შეუძლია ყველას უკან დევნა წვრილმან საკითხებზე, რადგან მისი სამუშაო დღე წუთობითაა გაწერილი. თუ სამუშაო სრულდება ხარისხიანად და დროულად, მას სულაც არ აინტერესებს, თუ როგორ აღწევს მისი ხალხი ამას.

 "მშობელი მამა". მას ძალზე თბილი ურთიერთობები აქვს კოლექტივთან. შეუძლია აენთოს, მაგრამ ძალზე იშვიათად და ისიც მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით. ყველა კონფლიქტს წყვეტს ადამიანურად, ოფიციალურ დონეზე გატანის გარეშე. სამაგიეროდ, მას ყოველთვის მიმართავენ როგორც სამუშაო, ისე პირადი პრობლემებით. ის ყოველთვის მზად არის შევიდეს მდგომარეობაში, „გადაეფაროს" ხალქვეითებს უფროსობის წინ.

 „ვარსკვლავი", მას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მისი ხელქვეითები მზად არიან მისი გულისთვის ცეცხლშიც გადაეშვან. მას მოსწონს. როდესაც მათი უმრავლესობა აფასებს მის იდეებს, ხოლო ასეთ ატმოსფეროში ძალზე ადვილია მუშაობა.

 „მენეჯერი როგორ მენეჯერი". მას ყველასთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა აქვს. მას არ თვლიან სქელშუბლად, მაგრამ არც რბილ ხელმძღვანელად.

"მენეჯერი უნებურად". სიმართლე რომ ვთქვათ, ის შემთხვევით მოხვდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე სხვადასხვა გარემოებათა წყალობით. მართვა არ არის მისი ძლიერი მხარე და  ამჯობინებს მხოლოდ საკუთარ თავზე აგოს პასუხი.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge