ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებადიდი პოტენციალის მქონე თანამშრომელთა 5 მახასიათებელი

დიდი პოტენციალის მქონე თანამშრომელთა 5 მახასიათებელი
 | რეიტინგი 3 

 

ვინ იქნება მზად თქვენი კომპანიის სამართავად, როდესაც თქვენ უკვე ვეღარ შეძლებთ ყველგან ყოფნას? აი, როგორ უნდა შეარჩიოთ ლიდერთა შემდეგი თაობა.

როდესაც თქვენი კომპანია იწყებს გაფართოებას და ზუსტად ახლა რაც ხდება, დგება დრო, რომ ოდნავ გადგეთ გვერდზე მისი მართვისაგან (ნუ შეგეშინდებათ, რადგენ ეს ძალიან კარგი იდეაა!). თანამშრომელთა მორალური სულის შესანარჩუნებლად, დროისა და საკუთარი ძალების დაზოგვის მიზნით, ლიდერების ახალი თაობის ძიება თვით კომპანიაშივე დაიწყო, მაგრამ აქ არსებობს ის დაბრკოლებაც, რომ ლიდერობა ყველას არ შეუძლია.

ზოგიერთმა უკვე მოასწრო საკუთარი პოტენციალის გახსნა და ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს თავის ადგილზე. მაგრამ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათთვის ყველაფერია უკვე სულ ერთია. უბრალოდ, მოხდა კომპანიაში მათი როლისა და საკუთარი ამბიციების თანხვედრა და დადგა შინაგანი თანასწორობა. არიან კიდევ „მე-მე“-ს ტიპის თანამრომლები, რომლებიც ბოლომდე არიან დარწმუნებული თავის უსაზღვრო პოტენციალში და სურთ ყველაფრის და თან ერთბაშად მიღება.

მაშ, როგორ უნდა გადაწყვიტოთ, თუ თქვენს რომელ ხელქვეითს შეუძლია ლიდერობა. მე მათ 5 კატეგორიად ვანაწილებ:

1.    მათ იციან თავისი საქმე. ეს არიან თანამშრომლები, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ, ძალიან კარგად ერკვევიან თავის დარგში და აგრძელებენ სწავლასა და სრულყოფას. შესაძლოა, რომ მათი ცოდნა ტექნიკურია ან ინსტიტუციონალური, მაგრამ კომპანიისათვის ფასდაუდებელი მნიშვნელობა გააჩნიათ. უფრო მეტიც, მათ ესმით, რომ მათი საქმიანობა, სექტორი და უბანი კომპანიის მიზნებთან არის დაკავშირებული.

2.    სხვები მათ პატივს სცემენ. კოლექტივის სხვა წევრებიც და არა მხოლოდ თქვენ, უნდა დაფასდეს ის ცოდნა, რომელსაც ფლობენ თქვენი მაღალნაყოფიერი თანამშრომლები. მაგრამ სრულებით არ არის საკმარისი ის, რომ თქვენმა ტოპ-თანამშრომლებმა კარგად იციან თავისი საქმე და  აუცილებელია, რომ ეს სხვებმაც გაიგონ.

3.    მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლები არ არიან მხოლოდ კარიერაზე მიმართულები, მათ დიდი ამბიციები აქვთ. ეძიეთ იმის ნიშნები, რომ ასეთები დიდ ხნის განმავლობაში აგროვებენ ახალ ვალდებულებებს, წარმატებებს, დამატებით ცოდნას, და კარგია ეს თუ ცუდი - დამატებით აღიარებასაც. 

4.    ისინი კარგად თანაშრომლობენ სხვებთან. თუმცა თქვენი ლიდერები დაკავებულნი უნდა იყვნენ მართვით, მათ ასევე უნდა შეეძლოთ თქვენს გარდა სხვა ადამიანებთანაც პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ასეთი მიდგომა თავაზიანობის ფარგლებს სცილდება და წარმოადგენს პრაგმატულ, ტაქტიკურ ოსტატობას, რომელიც უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია, რომ ერთეული რეინჯერები შემოქმედებითები და ამბიციურები იყვნენ, მაგრამ მათგან უვარგისი ლიდერები გამოდიან.

5.    ისინი გამბედავები არიან. თქვენი მომდევნო თაობის ლიდერებს უნდა ესმოდეთ, რომ იმისდა მიუხედავად, თუ რამდენ კვლევას ან ძვირად ღირებულ ანალიზს, ან ბაზრის მიმოხილვას  ჩაატარებენ, ისინი ყოველთვის იძულებულნი იქნებიან გადაწყვეტილებები გაურკვევლობის პირობებში მიიღონ. მათ ვერასოდეს ვერ ექნებათ ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ თქვენ. ამიტომ, მათ უნდა ჰქონდეთ რისკის გაწევის გაბედულება.

რასაკვირველია, თქვენ არ გსურთ, რომ თქვენი ლიდერების ახალი თაობა კლონებს დაემსგავსოს, მაგრამ თქვენ მხოლოდ ოცნებობთ, რომ მათაც იგივე თვისებები გააჩნდეთ, როგორიც თქვენ, რომელთა საშუალებითაც საკუთარი კომპანია შექმენით. თქვენ გსურთ, რომ მათ იცოდნენ თავისი საქმე, ჰქონდეთ გუნდში კარგი რეპუტაცია. თქვენ გსურთ, რომ მათ შეეძლოთ მართვა, მაგრამ ასევე უნდა შეეძლოთ დახმარების გაწევა და მიღება. და ბოლოს, თქვენ გინდათ, რომ ისინი იყვნენ გამბედავები ხისტი გადაწყვეტილებების მიღებისას, წარუმატებლობის შანსის არსებობის მიუხედავად,  რადგანაც ბიზნესი ასეა მოწყობილი.

სამუელ ბაკარაკი

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge