ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარჩევა კონფლიქტების დასარეგულირებად (სანამ ყველაფერი არ გამოსულა კონტროლიდან)

რჩევა კონფლიქტების დასარეგულირებად (სანამ ყველაფერი არ გამოსულა კონტროლიდან)
 | რეიტინგი 3 

 

თუ თქვენ ეცდებით კონფლიქტების თავიდან არიდებას, ეს არაფერს არ მოგიტანთ. აი, რა გჭირდებათ მისი ჩანასახშივე მოსაშთობად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გიწევთ ბევრი დროის ხარჯვა კომპანიის თანამშრომლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. ხანდახან ვფიქრობ, რომ მე უნდა მიმეღო ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი, და არა იუმორისტის. მათ, ვინც გეგმავს სამეწარმეო საქმიანობით დაკავებას, ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ რამდენი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოუწევთ გუნდში ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პიროვნებების მართვაზე.

წლების განმავლობაში მე სხვადასხვა მეთოდები გამოვცადე თანამშრომლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამ დროს ხშირად მიწევდა არბიტრის როლის შესრულება და სიტუაციის გვერდიდან შეფასება. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ბიზნესში ადამიანებს აკავებს ზუსტად ის, რაც პიროვნულ ურთიერთობებში - ჩვენ ყველას გვეშინია ლაპარაკის.

ჩვენ გვეჩვენება, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა თავიდან ავირიდოთ ისეთ ადამიანთან კონფლიქტი, რომელთაც ჩვენ გაუგებრობები გვექმნება. და როგორია შედეგები? გადაუჭრელი საკითხები, სხვა ადამიანის მიზნების არასწორი წარმოდგენა, ნეგატივი და არანაირი პროგრესის არარსებობა. ჩემი ყველაზე უბრალო მეთოდი კონფლიქტური სიტუაციის გადასაწყვეტად საუბარია.

აი, ხუთი ხერხი, რომლებიც დაგეხმარებიან დაგარწმუნონ, რომ საუბარი ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ის საჭიროა (უმოკლეს ვადებში).


1. გაიგეთ თითოეულის კეთილშობილი ზრახვები. საკითხისა და იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ წყვეტავთ მას, მე მგონია. რომ ადამიანთა უმრავლესობა გამოდის გულრწფელობისა და ჭეშმარიტი რწმენის პოზიციებიდან. ისინი არ ცდილობენ პრობლემის შექმნას. უბრალოდ, მათ საკუთარი პოზიციის სჯერათ.

2. ებრძოლეთ ამ პრობლემის გადაჭრის სურვილს. შეეცადეთ არ დადგეთ ვინმეს მხარეზე სიტუაცის განმუხტვის დასაჩქარებლად. დახარჯეთ დრო, რომ მოისმინოთ საჩივრები. მე ჩემს თანამშრომლებს ვეუბნები, რომ რომ მათ შეუძლიათ ჩემთან მოსვლა თავისი პრობლემებით მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უკვე დაელაპარაკნენ ოპონენტს და მათ სცადეს საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა.

3. წაახალისეთ ერთი ერთზე საუბარი. პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის ერთადერთი გზა - ეს არის პირისპირ რეალური და ღია საუბარი. არც ელექტროფოსტა, არც სოციალური მედია, არც ტექსტური შეტყობინენები აქ არ მუშაობს. თქვენ უნდა გესმოდეთ თქვენი თანამოსაუბრის ხმის ტონი და თვალყური ადევნით ტანის ენას.

4. თუ საჭირო გახდება, დადექით ვინმეს მხარეზე. თუ ორმა ადამიანმა უკვა ილარაპარაკა ერთმანეთში, მაგრამ ვერაფრით ვერ მოაგვარა კონფლიქტი (რაც, ჩემი გამოცდილებით, საკმაოდ იშვიათია), შესთავაზეთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მიეცით ორივეს შანსი, რომ მათ მოუსმინონ, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

5. იქადაგეთ კონფლიქტის თქვენეული ფილოსოფია. ადამიანებს უყვართ სხვათა განსჯა. მაგრამ ეს ხომ დროის კოლოსალური ხარჯვაა! დარწმუნდით, რომ თქვენს თანამშრომლებმა  გააცნობიერეს კონფლიქტების გადაჭრის თქვენი საკუთარი მეთოდოლოგია - ჯერ გაჩერება, მოფიქრება, მოლაპარაკება და შემდეგ გადაწყვეტა - ორგანიზაციის ყველა დონეზე.

პოლ შპიგელმანი, inc.com

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge