ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაგანსაცვიფრებელი სამოტივაციო ტაქტიკა: თავიდან მოიშორეთ გრაფიკები

განსაცვიფრებელი სამოტივაციო ტაქტიკა: თავიდან მოიშორეთ გრაფიკები
 | რეიტინგი 3 

ბოლოსდაბოლოს, გადადით 21-ე საუკუნეში, სადაც მუშაობა, უპირველესად, არის დასახული მიზნების მიღწევა, და არა სამუშაო ადგილზე ყოფნა ზარიდან ზარამდე. თქვენი თანამშრომლები ამისთვის ძალზე მადლობელნი დაგრჩებიან.

სამუშაო გრაფიკი დილის 9-დან საღამოს 5-მდე წარმოადგენს, არც მეტს და არც ნაკლებს, სხვა ეპოქის გადმონაშთს, როდესაც საათების რაოდენობა, რომელიც მუშაკს უნდა გაეტარებინა წარმოებაში, აღნიშნავდა მისი წარმადობის დონეს. დღეს შეიცვალა თვითონ სამუშაოს ბუნება, მაგრამ ორგანიზაციათა უმრავლესობა დღემდე იყენებს მუშაობის მკაცრ გრაფიკს შრომის ნაყოფიერებასა და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე მისი გავლენის გაუთვალისწინებლად.

სამუშაო დროის მკაცრი განაწილება ცუდად მოქმედებს ადამიანთა შორის ნდობაზე. თუ თქვენ ეუბნებით თქვენს თანამშრომლებს, თუ როდის უნდა დაამთავრონ თავისი სამუშაო, ამით თქვენ სპობთ მათ დამოუკიდებლობას. და არაფერი არ ანადგურებს წარმადობას ისე სწრაფად, როგორც ატმოსფერო, რომელშიც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ მუშაობას აიძულებენ. თუ თქვენი თანამშრომლები თვითონ განსაზღვრავენ მოსვლისა და წასვლის დროს, მაშინ მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი შრომის ნაყოფიერება.

აქ მოყვანილია ოთხი მიზეზი, თუ რატომ უნდა განთავისუფლდეთ სამუშაო გრაფიკისაგან:

1. ის აქვეითებს შრომის ნაყოფიერებას.   როდესაც თანამშრომლები იძულებულნი არიან იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე კონკრეტული დროის ჩარჩოებში, მაშინ გამოდის, რომ მათი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოდიან და მიდიან ოფისიდან, და არა დასახული მიზნის მიღწევაზე. სამუშაოზე ყოფნა არ ნიშნავს პროდუქტიულობას. შევხედოთ სიმართლეს თვალებში: ოფისში თავის ადგილზე ყოფნის  ვალდებულება ნამდვილად არ არის მოტივაცია.

2. ის არ უწყობს ხელს ნდობას. მუშაკებს უნდა ჰქონდეთ სრული დამოუკიდებლობა თავისი მიზნების მისაღწევად - მიეცით მათ საშუალება თვითონ აირჩიონ, თუ როგორ უნდა გააკეთონ უკეთესად. ასე ისინი ნამდვილად იქნებიან გატაცებულნი თავისი გასაკეთებელი საქმით.

3. ყურადღებას ფანტავს. თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ ამოცანების უმრავლესობის შესრულება ეტევა 9-დან 5-მდე მკაცრ ჩარჩოებში? ალბათ, ვერა. მაშ, რატომ გინდათ, რომ ხალხმა იფიქროს იმაზე, თუ რამდენი საათი იმუშავეს და არა მიზნების მიღწევაზე? თანამღომლებს შეუძლიათ და უნდა განსაზღვრონ კიდევაც დამოუკიდებლად, თუ რამდენ ხანს უნდა იყვნენ ოფისში საქმის გასაკეთებლად. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ ნამდვილად არ გინდათ, რომ გრანდიოზულ პროექტზე მუშაობის დროს ვინმე მიდიოდეს ოფისიდან ზუსტად 5 საათზე მხოლოდ იმიტომ, რომ მან უკვე იმუშავა კუთვნილი საათები?

4. ის ცუდად მოქმედებს ერთობლივ მუშაობაზე. გუნდში მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ლაპარაკია შრომის ნაყოფიერებაზე. მაგრამ როდესაც გუნდის ზოგიერთი წევრი შებოჭილია ფიქსირებული სამუშაო დროით, მაშინ იწყება ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი. დაე, იყვნენ თქვენი თანამშრომლები მიმართულნი გუნდური მიზნების შესრულებასა და თანამშრომლობაზე, ხოლო ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა (ან ცალ-ცალკე) ოფისში და მის გარეთაც, და იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. მათ იციან თავისი საქმე.

როდესაც თქვენ განთავისუფლდებით მუშაობის გარიფიკისაგან, ეს პირდაპირ მოახდენს ზეგავლენას თქვენი კომპანიის კულტურაზე და თქვენი თანამშრომლებიც უფრო დამოუკიდებლები და მოქნილები გახდებიან. თანამშრომელთა პროდუქტიულობა და კეთილდღეობა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ენდობით თქვენ მათ, ხოლო მკაცრი სამუშაო გრაფიკი ზუსტად საპირისპიროდ მოქმედებს.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge