ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაარ დაიქირავოთ სამუშაოზე საუკეთესო ადამიანი

არ დაიქირავოთ სამუშაოზე საუკეთესო ადამიანი
 | რეიტინგი 3 

 

 

აი, ექსპერტის რჩევით ვინ უნდა დაიქირავოთ მის მაგივრად.

გასაუბრების პროცესი მცირე ბიზნესის ბევრი მფლობელისათვის უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება, რომელშიც ისინი ეყრდნობიან შინაგან ინტუიციას და საგანგებოდ შერჩეულ კითხვებს, რომლებიც სასარგებლონი აღმოჩნდნენ წარსულში. მაგრამ თუნდაც არ იყოთ ბოლომდე დარწმუნებულნი იმაში, თუ როგორ უნდა დაგეგმოთ გასაუბრება ან შეადგინოთ თანამდებობრივი ინსტრუქცია, მაშინ თქვენთვის მისაღწევი შედეგი ძალზე ნათლად ჩანს. ხომ მართალია, რომ თქვენ გსურთ დაიქირავოთ თანამდებობისთვის საუკეთესო კანდიდატი?

„არ არის სწორი", ამბობს გამოცდილი IT-ხელმძღვანელი და ავტორი ჰარველ ტრეშერი. და ვინ მიაჩნია მას მის მაგივრად მოსაძებნი? პასუხი მარტივია: საუკეთესო ადამიანი კომპანიისათვის.

თქვენ მაშინვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ აქ სხვაობა მხოლოდ სემანტიკაშია. მაგრამ რამდენად ხშირად ხდება ჩვენს პრაქტიკაში, რომ თანამდებობისათვის საუკეთესო კანდიდატი ბოლოს და ბოლოს სრულებითაც არ აღმოჩენილაა კომპანიისათვის საუკეთესო?

ტრეშერი ამტკიცებს, რომ განსხვავება აქ არის და მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ატარებთ ინტერვიუს, არამედ დაქირავების პროცესსაც. აი, რას სწერს ის:

„თანამდებობა - ეს არის ბიზნესის მიზანმიმართული ხედვა. თანამდებობები მუდმივად იცვლება, რადგან იცვლება ბიზნესის მოთხოვნებიც. საუკეთესო კანდიდატურა - ეს არის ადამიანი, რომელსაც იმწამსვე შეუძლია გითხრათ, თუ რა არის საჭირო.  მაგრამ ბიზნესში ყველაფერი სინათლის სიჩქარით იცვლება, იმიტომ, რომ რაც აქტუალურია დღეს, ხვალ სრულებით არასაჭირო აღმოჩნდება. იცვლება მოთხოვნები, იცვლებიან კლიენტებიც, იცვლება ბიზნეს-პროცესები და სამყაროც ვითარდება.

 ამიტომაც, სინამდვილეში, მე მჭირდება არა ის, ვისაც დღეს შეუძლია დღეის საქმის შესრულება, არამედ ის ადამიანი, რომელიც ხვალ ხვალის საქმეს გააკეთებს, ზეგ გააკეთებს იმას, რაც ზეგ იქნება აქტუალური და ა. შ.

მე ვლაპარაკობ ადამიანზე, რომელსაც შეუძლია გაზრდა ბიზნესის მზარდ მოთხოვნებთან ერთად, ეს კი ნიშნავს კანდიდატის მიმართ წაყენებულ დამატებით მოთხოვნებს. მე თუ ვქირაობ საუკუთესო კანდიდატს თანამდებობისათვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ნიჭი შემოსაზღვრულია რაღაც კონკრეტული უნარებით".

ვიწრო პროფილის სპეციალისტის ნაცვლად, რომელსაც შეუძლია ყოველდღიურად ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება (არა ყველაზე შემოქმედებითის ან რთულის), ყურადღება მიაქციეთ ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ ადაპტირება ბიზნესის ზრდად მოთხოვნებთან.

მაგრამ, რა უნდა ვქნათ, თუ თქვენ გაქვთ სამუშაო, რომელიც კონკრეტულ სპეციალიზაციას მოითხოვს? „თუ თქვენ  მართლა გვჭირდებათ ასეთი სპეციალისტი, მაშინ დადეთ მასთან შეთანხმება გარკვეული ვადით, მაგრამ არ აიყვანოთ შტატში", პასუხობს ტრეშერი.

 

თქვენ თუ ეთანხმებით მას?

ჯესიკა სტილმანი, inc.com

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge