ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებათუ ელდა გეცათ თანამშრომლის მოულოდნელი წასვლით? წარმოიდგინეთ, რომ ის გარდაიცვალა

თუ ელდა გეცათ თანამშრომლის მოულოდნელი წასვლით? წარმოიდგინეთ, რომ ის გარდაიცვალა
 | რეიტინგი 3 

 

ყველაზე ხშირად მოულოდნელობაა თანამშრომლის წასვლა, მსჯელობს ჰეფრი ფოქსი, ავტორი წიგნისა „როგორ გავაკეთოთ დიდი ფული პატარა ბიზნესში". კომპანიის მფლობელს არა აქვს მოქმედების გეგმა, თუ სად იპოვნოს შემცვლელი, ან როგორ გადაანაწილოს რესურსები ძიების დროს"

 

გარდა ამისა, თანამშრომლის წასვლას - არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვისი ინიციატივით, დამსაქმებლის თუ საკუთარი - ხშირად თან ახლავს ლანძღვა-გინება და სკანდალები.  ეს დამატებით პრობლემებს წარმოშობს. „მსგავსმა არასასიამოვნო სურპრიზებმა განერვიულებული მფლობელი შეიძლება ნერვულ შეტევამდე მიიყვანოს" - წერს ფოქსი. ამის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის ყველაზე უარესისათვის მომზადება.

საჭიროა შეჩერდეთ, კარგად დაფიქრდეთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს: „ის რომ მომკვდარიყო?". სხვა სიტყვებით, რას მოიმოქმედებდა ხელმძღვანელი „შეუცვლელი" თანამშრომლის უეცარი გარდაცვალების დროს? კითხვა, რასაკავირველია, გამომწვევად ჟღერს, აღიარებს ავტორი. მაგრამ სწორედ ეს სიხისტე იძლევა ემოციების უკუგდებისა და პრობლემის რაციონალური გადაწყვეტის  რეალურ საშუალებას.

„თქვენ გესმით, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედოთ - აკეთებს სიტუაციის მოდელირებას ფოქსი. - შეიძლება დროებითი მუშაკის დაქირავება ან შტატგარეშე თანამშრომლის ან კონსულტანტის მოწვევა. შეიძლება დაელაპარაკოთ რომელიმე ნაცნობს, რომელიც არ იწვის მუშაობის სურვილით და მზეზე კოტრიალს ამჯობინებს. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც დროის განმავლობაში კვლავ მოგიწევთ დღეღამეში 18 საათს მუშაობა ან, შესაძლოა, რომ ღამითაც იმუშაოთ. არა უშავს, გაართმევთ თავს! მართლა რომ გარდაცვლილიყო განთავისუფლებული თანამშრომელი? თქვენ მოგიწევთ ამის გადატანა".

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge