ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებასუპერ–გამყიდველების მოძებნის 4 მარტივი ხერხი

სუპერ–გამყიდველების მოძებნის 4 მარტივი ხერხი
 | რეიტინგი 3 

 

როგორ დავიქირავოთ ტოპ-გამყიდველები რეკრუტერის გარეშე?

გაყიდვების მაღალი კლასის განყოფილებას კომპანიის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი  ენიჭება. მაგრამ როგორ ვიპოვნოთ კარგი გამყიდველი? ამისათვის არ არის საჭირო რეკრუტერის დაქირავება. ქვემოთ მოყვანილია 4 მარტივი ხერხი, თუ როგორ შეიძლება გაყიდვების კარგი მენეჯერების პოვნა.

1.   მიიღეთ რეფერალები მეგობრებისა და კოლეგებისაგან. ამ ხერხის  საშუალებით მე შევძელი შესანიშნავი თანამშრომლების დაქირავება. თქვენი მეგობრები და კოლეგები არასოდეს არ შემოგთავაზებენ ისეთ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია ან გამოცდილება, რადგან ამან შესაძლებელია მათ რეპუტაციაზე იმოქმედოს.

2.   მიმართეთ თქვენს კლიენტებს. თქვენი კლიენტები იცნობენ კარგ სპეციალისტებს, და მათ მართლაც სურთ მათთვის საუკეთესო. ამ ხალხმა ყოველთვის იცის, თუ რომელი კარგი მენეჯერი ეძებს სამუშაოს. თვითონ კლიენტები არიან ძალზე დაინტერესებულნი იმით, რომ რეკომენდაცია გაუწიონ კარგ გამყიდველებს, რადგან სურთ მხოლოდ პროფესიონალებთან მუშაობა. ამიტომაც, ისინი გირჩევენ მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია ვაჭრობაში მუშაობის საუკეთესო პოტენციალი.

3.   გამოიყენებთ სოციალური მედია. ამაში საუკეთესოა LinkedIn. ამ საიტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ განცხადება და სწრაფად გაეცნოთ კანდიდატების კვალიფიკაციასა და რეკომენდაციებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ პოტენციურ თანამშრომლებს, LinkedIn-ისა და Facebook-თან მიერთებით.

4.    იქონიეთ ურთიერთობები ადამიანებთან. თქვენ არასოდეს არ იცით, როდის და სად შეძლებთ იდეალური კანდიდატის პოვნას. ნებისმიერი ხელმძღვანელი ყოველვის უნდა იყოს გაყიდვების კარგი მენეჯერის ძიებაში, განსაკუთრებით კი სამუშაო გარემოს მიღმა. ერთერთი საუკეთესო სავაჭრო წარმომადგენელი მე გავიცანი რიგში. სანამ ჩვენ სუპერმარკეტში ვიდექით, ცოტა გავისაუბრეთ, რამაც შედეგად ფორმალურ გასაუბრებამდე მიგვიყვანა. მსგავსი შემთხვევითი შეხვედრები და ძალდაუტანებელი ურთიერთობა პოტენციური კანდიდატზე უკეთესი წარმოდგენის მიღების საშუალებას იძლევა. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყურადღებით იყავით გარშემომყოფთა მიმართ, რადგანაც შეიძლება ისეთი ადამიანების გაცნობა, რომლებიც თქვენი ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებიან. იყავით ყურადღებიანი გარშემომყოფთა მიმართ, რადგან შეიძლება ბევრი რამ შეიძინოთ.

გაყიდვების კარგი მენეჯერების ძიება - ეს უწყვეტი პროცესია. კარგი ხელმძღვანელი არასოდეს ამთავრებს საუკეთესო სპეციალისტების ძიებას. მაგრამ თუ თქვენ გაყვებით ამ ოთხ მარტივ მეთოდს, მაშინ შესძლებს თქვენი გუნდისათვის ბევრი ნიჭიერი კანდიდატის პოვნას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge