ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება6 ხერხი, თუ როგორ უნდა გადარჩეთ კორპორატიული შეკრებების დროს

6 ხერხი, თუ როგორ უნდა გადარჩეთ კორპორატიული შეკრებების დროს
 | რეიტინგი 3 

 

 

6 საიმედო რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ დღესასწაულების გადატანაში.

ბევრი ადამიანი შიშით უყურებს სადღესასწაულო კორპორატიულ ღონისძიებებს. აბა, განა ბევრი ოცნებობს იმაზე, რომ სამი საათი გაატაროს ისეთი ხალხით სავსე ისეთ შენობაში, რომლებსაც არც ისე კარგად იცნობს? უმრავლესობა თქვენთაგანი ამჯობინებდა რაიმე სხვა საქმით დაკავებას, ასე არ არის?

არ არის საჭირო  უფრთხოდეთ კორპორატივებს. აი, გადარჩენის მარტივი ხერხები:

1.  დალიეთ მხოლოდ გაზიანი წყალი ან ფორთოხლის წვენი. არასდროს არ დალიოთ ალკოჰოლიანი სასმელები, თუ ისეთ ადამიანებთან იმყოფებით, რომელთანაც ერთ ოთახში მუშაობთ. მაგრამ, თუ გსურთ, ერთი კოქტეილი კიდევ შეიძლება. როდესაც ყველა სხვა უკვე საკმაოდ შეზარხოშებულია, თქვენ ნამდვილად არ გინდათ რომელიმე მათგანს რომ დაემსგავსოთ.

2.  ჩაიცვით კონსერვატულად. ამ პუნქტის ილუსტრირება მინდა მაგალითით ჩემი ცხოვრებიდან. ჩემმა პირველმა ცოლმა თავის პირველ კორპორატივზე ჩაიცვა კაბა ბრეტელების გარეშე. შუა ზეიმის დროს დაიწყო ცეკვები და... რაც არ უნდა იყოს, ის ახლა ერთერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის პატივცემული პროფესორია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ზოგიერთი კოლეგისათვის ის მაინც იმ ახალბედად რჩება, რომელმაც იმ საღამოს ყველა „აიყოლია".

3.  არავითარი პირადი კითხვები/შენიშვნები. არასოდეს არ მისცეთ შენიშვნა და არ შეეკითხოთ ტანსაცმელზე, სხეულის ნაწილებზე, ხელფასზე, სექსუალურ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, ნარკოტიკების მოხმარებასა და რელიგიაზე.

4.  დაიმახსოვრეთ რამდენიმე მაგალითი საუბრის დასაწყებად. ენდრიუ სობელი, ავტორი ძალზე პოპულარული წიგნისა «Power Questions», სამსახურზე ჭორაობის ნაცვლად, აზროვნებისათვის ასეთი კითხვების რჩევას იძლევა:

რომელი იყო გასული წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო და ყველაზე უარესი დღე?

როგორი ყველაზე ღირებული გამოცდილება შეიძინეთ?

რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო სამუშაოზე?

რა არის ყველაზე რთული მუშაობაში?

როგორ იწყებდით (მშვენიერი კითხვაა, რომელიც შეიძლება დაუსვათ ხელმძღვანელს).

რომ გამოგიჩნდეთ კვირაში რამდენიმე ზედმეტი თავისუფალი საათი, როგორ გაატარებდით მათ?

რომელია თქვენი საყვარელი (ფილმი, რესტორანი, წიგნი, დასვენების სახე)?

რა არის ისეთი, რომლის გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ ვერ განახორციელეთ ცხოვრებაში?

როგორ ატარებდა დღესასწაულებს თქვენი ოჯახი, როდესაც ბავშვი იყავით?

სად გაიზარდეთ? როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

5.   ეცადეთ არავის არ აწყენინოთ. ამ სცენარს შეიძლება სამი შესაძლო დასასრული ჰქონდეს. ვარიანტი პირველი: თქვენ შეგიძლიათ ტალახში ჩაეფლოთ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ვარიანტი მეორე: თქვენ  შეურაცხყოფას მიაყენებთ თქვენი ყურადღების ობიექტს, რომელიც უეჭველად გაგცემთ პასუხს. და მესამე: თქვენი გადაჭარბებული ყურადღებით შეიძლება იმ ადამიანის კომპრომენტირება, რომლის მიმართაც სიმპათია გაგაჩნიათ, და თქვენ ორივე დაიტანჯებით ჭორებისგან მანამ, სანამ არ შეიცვლით სამსახურს. არ მიხვიდეთ აქამდე.

6.  თქვენი განცდები დაფარეთ ღიმილის საშუალებით. ეს ხომ წელიწადში მხოლოდ ერთი ღამეა - თქვენ შესძლებთ მის გადატანას.


 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge