ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებათანამშრომლების მართვა: როდის უნდა დაიხიოთ უკან და როდის უნდა უჩვენოთ გზა

თანამშრომლების მართვა: როდის უნდა დაიხიოთ უკან და როდის უნდა უჩვენოთ გზა
 | რეიტინგი 3 

 

 

თუ მე მზად ვარ ვისწავლო ჩემი თანამშრომლებისაგან, ისინი მით უფრო არიან მზად ისწავლონ ჩემგან. და აი რატომ. მე ჩემი ბიზნესი ვიცი უკეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, რადგან ის ჩემი დაარსებულია, და დროდადრო მე კომპანიაში ნებისმიერ სამუშაოს ვასრულებდი. ამიტომაც, მე მაქვს ღირებული გამოცდილება, რომელიც სხვას უნდა გადავცე. თუმცა, ბიზნესის ყველა მფლობელს უდგება დრო, როდესაც მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ სხვა ადამიანებიც იცვლებიან, და ასევე ჩნდება ახალი მეთოდები, რომლებიც, შესაძლოა, არ პასუხობენ ჩემს საკუთარ ხედვებს. გასულ თვეში მე ვიყავი დაკავებული როგორც მასწავლებლობით, ასევე ერთი ახალი ძალზე ნიჭიერი თანამშრომლის სწავლებით, რომელმაც ჩვენს საქმეში რაღაც ახალი შემოიტანა, და იმავდროულად, აგრძელებს ჩვენი ბიზნესის ყველა ნატიფი ნიუანსის შეთვისებას.

ამის შედეგად, მე აღმოვაჩინე, რომ აუცილებელია სწავლების პროცესში ყველაფრის გულმოდგინედ აწონ-დაწონა იმის გასაგებად, თუ როდის უნდა ასწავლო სხვას და როდის არის აუცილებელი, რომ თვითონაც ისწავლო. როდესაც მავანი ცდილობს იკამათოს ან ეჭვი შეიტანოს იმაში, თუ როგორ ვუძღვები საქმეებს, მე ყოველთვის  ვრჩები გახსნილი სხვების აზრების მოსასმენად. არც ისე დიდი ხნის წინ ჩემში აღმოვაჩინე, რომ ვინმეს გამოცდილება ან  კარნახი გვერდიდან შეიძლება აღმოჩნდეს ის ბერკეტი, რომელსაც მთელი მექანიზმი მოჰყავს მოქმედებაში.

მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც ლაპარაკია პატარა ცვლილებებზე, მაშინ ადვილია დარჩე გახსნილად ახალი წინადადებებისათვის, მაგრამ, რაც ეხება უფრო სერიოზულ, კონცეპტუალურ ცვლილებებს, აქ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. როდესაც ჩემმა ახალმა თანამშრომელმა ქალმა გადაწყვიტა ჩვენი შოურუმის (სადემონსტრაციო ოთახის) მთლიანად რეორგანიზება, მე დავიწყე პროტესტის გამოთქმა. მე მომწონდა, როდესაც შენობის კედლები  კლიენტებისათვის დაფარული იყო ჩვენი საიუველირო ნაწარმის ყველა სახეობით იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ნებისმიერი რამის  გაკეთება შეგვიძლია, იმ დროს, როდესაც მაგიდები უკანასკნელი ტრენდების ბოლო ნიმუშებით იცვლებოდა და ისინი გულდასმით ირჩეოდა შეხვედრაზე მოსულ დამკვეთზე დამოკიდებულებით.

მაგრამ, მე ასევე მესმოდა, თუ რისი მიღწევა და ჩვენება სურდა ახალ თანამშრომელს. მართლაც, კარგი იქნებოდა ყველა სამკაულის რევიზია და ზოგიერთი იმ ნიმუშისგან გათავისუფლება, რომელიც დაგროვდა ჩვენი მუშაობის რვა წლის განმავლობაში. მე არასოდეს არ მინდოდა სწორედ ამ საქმის გაკეთება, რადგანაც მე ვერასოდეს შეველეოდი ჩემი კომპანიის ისტორიის ნაწილს, და ყველაფერ ამას დიდი დროის დახარჯვა დასჭირდებოდა. როდესაც თანამშრომელმა ქალმა დაიწყო ჩვენი შოურუმის გადაკეთება, მე სწორედ მაშინ გავემგზავრე მორიგ საქმიან მოგზაურობაში. როდესაც დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ნიმუშების 50% გადაყრილი იყო. ამის შედეგად კედლები დარჩა პრაქტიკულად შიშველი და მე გულის შეტევის ზღვარზე აღმოვჩნდი!

იმის მაგივრად, რომ ქარიშხალი ამეტეხა, მე მას ვთხოვე აეხსნა, თუ რატომ გააკეთა სწორედ ასე. ის თვლიდა, რომ კლიენტები ამჯობინებენ ყიდვას უფრო ლაკონურ სივრცეში, რომელშიც უფრო ნაკლებია „ზედმეტი" ნივთები, რათა მათთვის უფრო ადვილი ყოფილიყო გულისყურის იმისკენ მიპყრობა, თუ რა სჭირდებათ. თუმცა, მე ამას არ ვეთანხმებოდი და ძალიან მინდოდა იმის თქმა, რომ ყველაფერი ადგილზე დაებრუნებინა, მაინც გადავწყვიტე გარისკვა და მისი მიდგომის მოქმედებაში გამოცდა. შედეგად ჩვენ მივიღეთ უფრო ეფექტური საგამოფენო დარბაზი. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩემი გადაწყვეტილებამ დამეტოვებინა ჩემი კომფორტის ზონა, საშუალება მოგვცა შეგვექმნა უფრო გულითადი და საინტერესო სივრცე ჩვენი მყიდველებისათვის.

მაგრამ, არხებობს ისეთი მომენტებიც, როდესაც ბოლო სიტყვა მე უნდა დამრჩეს, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, თუ რა არის ბიზნესისათვის უკეთესი. არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ ვემზადებოდით მყიდველების მისაღებად მთელი ქვეყნიდან, რომელთათვისაც ვაპირებდით ჩვენი ახალი ხაზების წარდგენას. როდესაც ახალმა თანამშრომელმა დაიწყო მაგიდებზე სამკაულების დალაგება, მე შევამჩნიე, რომ ზოგიერთი ნიმუში არ პასუხობდა იმ დამკვეთის მოთხოვნებსა და გემოვნებას, რომელსაც უნდა შევხვედროდით. როდესავ მე მას ვკითხე, თუ რატომ გააკეთა ასეთი არჩევანი, მან მიპასუხა, რომ მისი აზრით, კლიენტისათვის საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, თუ რას ყიდულობენ სხვა ადამიანებიც.

ასეთ შემთხვევაში, მე უნდა დამეჟინა სასწავლო მომენტზე. რასაკვირველია, რამდენიმე ნაკეთობის ჩვენება, რომლებიც დამკვეთის გემოვნების დიაპაზონის გარეთ გადიან, მისაღებია, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ მნიშვნელოვანია ისე გაკეთება, რომ სტენდზე წამოდგენილია ნიმუშების 99% სრულად და მთლიანად უნდა პასუხობდეს დამკვეთის გემოვნებას. როდესაც ადამიანი შედის თავის სივრცეში, ის მაშინვე ხვდება, თუ რა ადგილას იმყოფება (სწორ თუ არასწორ), და ეს გრძნობა მოქმედებს იმ დაკვეთებზე, რომლებსაც მისგან ვღებულობთ.

იმ დროს, როდესაც ეს თანამშრომელი ქალი არ ეთანხმებოდა ჩემს არგუმენტებს, მე მჭირდებოდა, რომ მას გაეგო, თუ რატომ ვიყავი მართალი ამ საკითხში.  მე მას ავუხსენი, რომ იგი, როგორც მოზარდიც, არასოდეს არ იყიდის რამეს ისეთ მაღაზიაში, სადაც იყიდება ტანსაცმელი მხოლოდ ხანდაზმული ადამიანებისათვის, მყიდველს არ უნდა იგრძნოს, რომ მას საქმე აქვს ისეთ გამყიდველთან, რომელსაც არ ესმის მისი მოთხოვნილებები. შემდეგ მე მას ვუჩვენე, თუ რომელი ნიმუშები უნდა აჩვენოს კლიენტებს, რომლებთანაც მან უნდა იმუშაოს. ჩემი თხოვნა, თუ რომელი სამკაულები უნდა შეეცვალა, აღმოჩნდა სწორი, რადგანაც რამდენიმე დღის შემდეგ მე ვნახე ის ასორტიმენტი, რომელიც 10-ჯერ უფრო უკეთესად გაიყიდებოდა, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი.

მე ვთვლი, რომ ჩემი მზადყოფნა ვისწავლო ჩემი თანამრომლებისგან არა მხოლოდ პასუხობს ჩემი კომპანიის ინტერესებს, არამედ ხელს უწყობს იმასაც, რომ ჩემი გუნდის წევრებს ჰქონდეთ ჩემი გამიცდილების გადაღების სურვილიც.

 

ვანესა მერიტ ნორნბერგი,  inc.com

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge