ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება7 უჩვეული რამ, რომელსაც საუკეთესო ბოსები აკეთებენ

7 უჩვეული რამ, რომელსაც საუკეთესო ბოსები აკეთებენ
 | რეიტინგი 3 

 

ასეთ რამეებს საუკეთესო ბოსები აკეთებენ. სხვები - არა, რადგანაც მათთვის გაუგებარია ასეთი უბრალო ჟესტები. იქ, სადაც მუშაკები შეიძლება შეშფოთებულები იყვენენ, დიდი ლიდერებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ. საუკეთესო ბოსებმა უნდა მისცენ - განსაკუთრებით ეს შვიდი რამ:

ისინი იძლევიან წარმოდგენას სისუსტეებზე. თანამშრომლები ხშირად ფიქრობენ, რომ თქვენ ადამიანი არ ხართ. თქვენ - ბოსი ხართ. (ეს იმას ჰგავს, რომ თქვენ, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას, პროდუქტების მაღაზიაში შეხვდით თქვენს მასწავლებელს და თქვენ თავი უხერხულად იგრძენით, რადგანაც მასწავლებლები არ იყვნენ ადამიანები. ისინი პედაგოგები იყვნენ!).

სწორედ ამიტომ, სისუსტეების დემონსტრაცია წარმოადგენს მშვენიერ საშუალებას, რათა გადაილახოს ის ხელოვნური ბარიერი, რომელიც, ჩვეულებრივ, ჰყოფს ბოსებსა და თანამშრომლებს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს თანამშრომლებს დახმარებისდათვის.

მაგრამ, ამის გაკეთება საჭიროა სწორად. არ არის აუცილებელი ბეჭებში გამართვა, მკერდის წინ გამოწევა და მბრძანებლური კილოთი მიმართვა: „მისმინეთ, ჯონ, მე თქვენი დახმარება მჭირდება". მაგრამ ჯონმა იცის, რომ სინამდვილეში თქვენ არ საჭიროებთ მის დახმარებას. თქვენ, უბრალოდ გინდათ, რომ მან რაიმე გააკეთოს.

ამიტომ შეარჩიეთ სწორი მიდგომა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაემგზავრეთ უცნობ ქვეყანაში და იცით მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მის ენაზე, თქვენ ოდნავ დაიბენით და ცოტათი გეშინიათ. როგორც მიმართავდით დახმარებისათვის ასეთ სიტუაციაში? თქვენ მოკრძალებული და საკუთარი  თავი იქნებოდით. თქვენ გაუბედავად, ხმაში შიშით, იტყოდით: „ხომ ვერ შეძლებდით ჩემს დახმარებას"? აი, თქვენ რომ გეთხოვათ ჯონისთვის ასეთი ხერხით, ის გაიგებდა, რომ თქვენ მართლა გჭირდებათ მისი მხარდაჭერა. თქვენ გაქვთ სისუსტეები, თქვენც ადამიანი ხართ და არ უნდა გეშინოდეთ ამის ჩვენება.

საკუთარი სისუსტის ჩვენებით, თქვენ ამით აღიარებთ სხვა ადამიანებს, მათ უნარებს, გამოცდილებასა და თქვენ მათ, უბრალოდ, ენდობით.


და აძლევთ მშვენიერ მაგალითს: დახმარებისათვის მიმართვა სისუსტე კი არ არის, არამედ ძლიერების მაჩვენებელი.

ისინი იძლევიან ბიძგს. თანამშრომელთა შეხედულებით, საუკეთესო იდეები - თქვენი იდეები არ არის. საუკეთესო იდეები - მათი იდეებია და ეს სიმართლეა. ასე რომ, ნუ უბრძანებთ, თუ რა უნდა გააკეთონ. დატოვეთ ადგილი ინიციატისათვის და საკუთრებისათვის.

თქვენმა თანამშრომლებმა გაცილებით იმაზე მეტი იციან, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ - და მათ ექნებათ კმაყოფილებისა და სიამოვნების გრძნობა, რომელთა მიღებაც შეუძლებელია ინსტრუქციების მიდევნებით.

ისინი უთმობენ ყურადღებას. ყველას უყვარს ყურადღება. სამწუხაროდ, თქვენ შეზღუდული ხართ დროში და არ შეგიძლიათ მისი ყველა თანამშრომლისათვის განაწილება.

ამიტომაც, თქვენ დრო მაქსიმალური სარგებლით უნდა გამოიყენოთ. მასალის განხილვისას, ყურადღება დააფიქსირეთ დეტალებზე. შეაქეთ გამოყოფილი ფრაზა, რომელიც რომელიმე თანამშრომელმა გამოიყენა კონფლიქტის ჩასაქრობად და პრობლემის გადასაჭრელად. აღნიშნეთ, თუ როგორ აიღო ერთერთმა მუშაკმა თავის თავზე კოლეგის ქაღალდის სამუშაო და თქვენ შესძელით პროექტის დროულად დასრულება. აარჩიეთ რაიმე პატარა, დადებითი, სასარგებლო და მოულოდნელი, რათა აჩვენოთ, რომ მართლა ყურადღებით ეპყრობით ყველაფერს.

გამოარჩიეთ გარკვეული დეტალები, რათა თქვენმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ყველაფერს ხედავთ - კარგი გაგებით - და ისინი არა მხოლოდ მეტს იმუშავებენ, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავს უკეთ იგრძნობენ.

ისინი თანამშრომლებს შესვენების საშუალებას აძლევენ. თქვენმა თანამშრომელმა რაიმე გააფუჭა. ცუდია, მაგრამ საჭიროა ამისგან გაკვეთილის გამოტანა. თქვენ გრძნობთ, რომ საჭიროა ამაზე ლაპარაკი და შესაძლებელია დიდხანს. არ არის საჭირო ამის გაკეთება, რადგან კარგმა თანამშრომელმა უკვე მიიღო ეს გაკვეთილი. დაიჭირეთ მისი გამოხედვა, დაუქნიეთ თავი და დაეხმარეთ პრობლემის გადაჭრაში.

დრო და დრო ყველა თანამშრომელს სჭირდება შესვენება. როდესაც ისინი მას იღებენ, ამას არასოდეს დაივიწყებენ. და ისინი ძალიან ეცდებიან, რათა აჩვენონ, რომ დაიმსახურეს ეს შესვენება და მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ მეტად აღარ დასჭირდეთ.

მიეცით მათ საკუთარ თავში ჩახედვის საშუალება. ერთხელ, ჩემი ბოსი, პრაქტიკულად უყვიროდა მომწოდებელს, რომელმაც ჩააგდო გრაფიკი. ეს ძალზე არასასიამოვნო იყო. მათი „დისკუსიის" სადღაც შუაში, როდესაც მომწოდებელი შებრუნდა, ჩემა ბოსმა თვალი ჩამიკრა. ჩემმა ხელმძღვანელმა ამით მაგრძნობინა, რომ მისი ემოციური აფეთქება გეგმის ნაწილია და რომ მეც უნდა მიმეღო მასში მონაწილეობა. ჩვენ პარტნიორები ვიყავით. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ერთი მთლიანი ხართ. მიეცით საკუთარ თავში ჩახედვის საშუალება.

ისინი ამბობენ „დაუმსახურებელ" კომპლიმენტს. კომპლიმენტები ყოველთვის არ უნდა იყოს დამსახურებული. ხანდახან შექება წინასწარმეტყველების როლს თამაშობს. როდესაც თქვენ თანამშრომელში ამჩნევთ ისეთ რამეს, რასაც ისინი ვერ ხედავენ, ყველაზე მცირე ისაა, რომ ისინი უფრო მეტად შეეცდებიან დაგიმტკიცონ, რომ მათ ტყუილად არ ენდობით

მეც შემემთხვა მსგავსი რამ. მე დავიწყე ჭიდაობის სექციაში ვარჯიში, როდესაც მეცხრე კლასში ვსწავლობდი. მე ისე ძლიერ ვნერვიულობდი, მეშინოდა და განვიცდიდი, რომ ძალზე რთულია ჩემი მდგომარეობის ახსნა. მაგრამ ყველაფერი გამოვიდა! რამდენიმე კვირის შემდეგ მე მოვისმინე, თუ როგორ ეუბნებოდა მწვრთნელი ერთერთ უფროს ბიჭს: „ეს ბიჭი შტატის ჩემპიონი გახდება, როცა გაიზრდება".

ის შეცდა. მე ვერ გავხდი ჩემპიონი. მაგრამ მისი წყალობით მე მაშინვე ვიგრძენი თავი უფრო დაჯერებულად, დიდი ხნით მივიღე მშვენიერი მოტივაცია. მას ჩემი სჯეროდა. და მეც დავიჯერე საკუთარი თავის.

ისინი იძლევიან შლაპის საკიდარზე დაკიდების საშუალებას.

თანამშრომლები, რომელთაც თქვენგან რაიმე სჭირდებათ, მაგალითად, გამოსასვლელი დღე, შესვენება ან კიდევ ერთი შანსი, ხშირად მოდიან თქვენთან „შლაპით ხელში"

ისინი სუსტები არიან, რადგანაც მათი რაღაც სჭირდებათ.

აიღეთ მათი შლაპა და დაკიდეთ. შეიძლება, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მათთვის იმის მიცემა, რასაც ითხოვენ, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ მათ ადამიანურად მოექცეთ.

არასოდეს არ მისცეთ თანამშრომლებს შლაპით ხელში დგომის საშუალება. ეს ძალზე არასასიამოვნოა - და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ მსგავსი რამ არასოდეს არ მოხდეს.

            ჯეფ ჰეიდენი, inc.com

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge