ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაშეხედეთ სიმართლეს თვალებში: თქვენი თანამშრომლები გატყუებენ (ან ამას კეთებდნენ ადრე)

შეხედეთ სიმართლეს თვალებში: თქვენი თანამშრომლები გატყუებენ (ან ამას კეთებდნენ ადრე)
 | რეიტინგი 3 

 

აი, როგორ შეგიძლიათ თანამშრომლების წახალისება, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ თავისი მორალური სახის ერთგულები (თუნდაც ისინი ამას ადრეც აკეთებდნენ).

დღეს მსხვილ კორპორაციებში და ბანკებში მოდაშია ეტიკეტის ტრენერების მიწვევა - ესენი არიან ფასიანი კონსულტანტები, რომლებიც ცდილობენ ასწავლონ თანამშრომლებს, თუ როგორ გაარჩიონ სწორი არასწორისაგან.

კატასტროფების ასეთი რაოდენობის ჭრილში, Goldman Sachs-ში ინსაიდური ვაჭრობიდან დაწყებული, მთელს მსოფლიოში სუბსტანდარტული იპოთეკური კრეტიდების გაყიდვით დამთავრებული - ყველაზე აქტუალურად რჩება უსაფრთხოების საკითხი, და თანამშრომლებმა უნდა ისწავლონ იმ ხაზის დანახვა, რომლის გადაბიჯებაც არ ეიძლება.

ვიღაცამ შეიძლება ამტკიცოს, რომ ეს მხოლოდ ბიზნესის სფეროს პრობლემებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე ნამდვილად არ არის. რაშ კიდერმა, გლობალური ეთიკის ინსტიტუტის დამაარსებელმა, ერთხალ გამოთვალა, რომ აშშ-ში მოსწავლეთა 95% იწერდა გამოცდებზე ან საშინაოდ დავალების შესრულების დროს, მაგრამ მხოლოდ 12%-ს უნახია, რომ ვინმე ამაზე გამოეჭირათ. თაღლითობა პლაგიატის სახით იმდენად გავრცელებული გახდა როგორც კოლეჯში მიღებისას, ისე უშუალოდ სწავლის დროს, რომ მრავალი სასწავლო დაწესებულება მიმართავს პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებას, რომელიც მიმართულია ამ მოვლენასთან საბრძოლველად. ამ პროგრამის დახმარებით, რომელიც შემუშაველია კომპანია Turnitin-ის მიერ, ხდება იდეების, აგუმენტებისა და ტექსტების ძიება, რომლებიც იყო ნათხოვარი და ნაყიდიც კი.

 მახსენდება ხმურიანი შემთხვევები, დაწყებული Stuyvesant High School-იდან და დამთავრებული იონ ლერერის წიგნით «Imagine» და ჩნდება კითხვა: „როგორი ხალხი გვახვევია გაშემო? რამდენად პატიოსნები არიან ისინი?" თუ საუკეთესო სტუდენტები და მწერლები მიდიან აქამდე, მაშინ როგორ იქნება სხვების საქმეები?

ამ კითხვაზე არ არსებობს უბრალო პასუხი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანში დამნაშავის დანახვა არ წარმოადგენს სიფხიზლის კონსტრუქციულ ფორმას. მე მინდა დავუბრუნდე საუბარს შერონ უოტკინსთან, რომელიც იმდენად გულახდილი იყო, რომ მიაპყრო კომპანია Enron-ის გენერალური დირექტორის ყურადღება მის კომპანიაში  ბუღალტრული აღრიცხვის პრობლემებისადმი. მან გამოიტანა ორი გაკვეთილი კომპანიებში თავისი მუშაობიდან, სადაც ყველაფერი ისე არ მიდიოდა: არავინ ჩადის ხმაურიან დანაშაულებს მოწმენდილ ცაზე. ყველა იწყებს უმნიშვნელო დარღვევებიდან, რომლებიც დაუსჯელი რჩება, და ხვდებიან, რომ „ზღვარი" შეიძლება იყოს მოძრავი და რმ შეიძლება მისი გადაჯიკება. კომპანიისათვის ეს ნიშნავს, რომ რეაქცია წვრილმან დარღვევებზე საუკეთესო საშუალებაა დიდების თავიდან ასაცილებლად.

2. საზოგადოებრივი შეგნება. მიზეზი, რის გამოც ალაპარაკდა უოტკინსი, როგორც მან ამიხსნა, იმაში მდგომარეობს, რომ ის გაიზარდა პატარა თემში, სადაც, თუ რამე ხდებოდა, აუცილებლად უნდა გეცნობებინა. თუ წაიქცა ხე, შენ არ შეგიძლია გვერდის ავლა და აუცილებლად უნდა გამოიძახო მაშველები, რადგანაც ეს შენი ქალაქია. მეწარმეებმა ისეთი კომპანიები უნდა შექმნან, სადაც თანამშრომლები იგრძნობენ, რომ წარმოადგენენ ორგანიზაციის ნაწილს, და რომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ. თქვენ შეგიძლიათ, თვითონაც რომ ვერ მიხვდებით ისე, დაიქირავოთ ბევრი ადამიანი, რომლებსაც თავის ცხოვრებაში ვიღაც მოუტყუებიათ. მაგრამ, თუ თქვენ შექმნით ისეთ გარემოს, რომელშიც თითოეული თანამშრომელი შეიგნებს, რომ სხვისი მოტყუებით ის ტკივილს აყენებს ახლბელ ადამიანს, მაშინ შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ ეთიკაზე თქვენს კომპანიაში. ჩემი აზრით, ეს კულტურა უფრო მეტს გააკეთებს თქვენი ბიზნესისათვის, ვიდრე ნებსიმიერი კონსულტანტი.

მარგარეტ ჰეფერმანი, inc.com

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge