ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარა სურთ თქვენს თანამშრომლებს სინამდვილეში?

რა სურთ თქვენს თანამშრომლებს სინამდვილეში?
 | რეიტინგი 3 

 

ნემისმიერ ბიზნესში პირველ რიგში მთავარია გუნდი, რომელიც მას წინ წაწევს. ასეთი გუნდის შექმნა ხშირად ძალზედ ამაღელვებელი, დამაინტრიგებელი და ცოტა აბნეული პროცესია.

 

რა სურთ თქვენს თანამშრომლებს სინამდვილეში?

თითოეული მენეჯერის მუშაობაში დიდ დროს იკავებს გადასვლის მომენტი მდგომარეობიდან „ვაკეთებდი" მდგომარეობამდე „ვლიდერობდი და და ვუძღვებოდი". ჩვეულებრივ, ეს გადასვლა დაკავშირებულია უკანდახევასთან თანამშრომელი მიმართ პასიურ-აგრესიული პოზიციიდან საკუთარი კადრების დირექტიული მეთოდებით მართვამდე, როდესაც ხელმძღვანელი უკვე იცნობს ყველა თავის თანამშრომელს მისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, შესაძლებლობებით და კომპეტენციებით. მაგრამ, ყველაზე რთულს მართვის პროცესში წარმოადგენს არა იმდენად ურთიერთობა საკუთარ ხელქვეითებთან და მათთან სწორი დამოკიდებულების აგება, არამედ იმის გაგება, თუ რა სურთ სინამდვილეში თქვენს თანამშრომლებს.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თანამშრომელთა უმრავლესობას 3 ძირითადი სურვილი აქვს:
1) მიზანი. ბევრი თანამშრომელი შეგეკითხებათ" „როგორია თქვენი ხედვა? რაში მდგომარეობს ჩვენი მიზანი? როგორი კურსი აქვს ჩვენს კომპანიას?". კითხვა საკმაოდ მარტივია, მაგრამ არავინ არ დაკმაყოფილდება ერთსიტყვიანი მარტივი პასუხით. თანამშრომლებს მართლა სურთ იცოდნენ თუ რისი „სჯერა" მათ უფროსს და რა მიზანი აქვს მას.

საქმე იმაშია, რომ არავის არ სურს ისე უბრალოდ მუშაობა. ადამიანებს უნდათ რომ იყვნენ კომპანიის ნაწილი, რომელსაც ნათლად ესმის, თუ რა პრინციპებს ეფუძნება და სადაც ზუსტად არის გაწერილი და გასაგები, რა არის ამ კომპანიისათვის სწორი და პრიორიტეტული. ძირითადი იდეა - ეს არის გამჭვირვალობა და გაურკვევლობის არარსებობა.

უეჭველია, რომ ერთიანი მიზნის, რაღაც მისიის და მის გარშემო მრავალი ღირებულებების შექმნა -  არის გულდასმითი და რთული საქმიანობა, მაგრამ დაბეჯითებით ვიძლევით გრძელი ჩამონათვალის შექმნის რეკომენდაციას. ყველაზე მარტივია იმით დაწყება, თუ რისი გჯერათ თქვენ.

როგორც თქვა სიმონ სინეკმა: „ ადამიანები არ ყიდულობენ იმას, რასაც აკეთებთ, ისინი ყიდულობენ, თუ რატომ აკეთებთ ამას".

2) გადწყვეტილებების მიღების თავისუფლება. ადამიანების შეუფასებლობა ადვილია და ყოველ ჩვენგანს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ განუცდია უარყოფითი შეგრძნება, როდესაც თვლიდა, რომ ის ვერ დააფასეს. ტოპ-მენეჯმენტი ხშირად ეფლობა თავის აზრებში და იდეებში რაიმე იდეის რეალიზაციისას, რადგან ვერ ხედავს უბრალო და რეალისტურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თანამშრომლები სთავაზობენ. წიგნში „სიხარული სამსახურში" დენის ბანკე აღწერს იმას, რომ „ყველას სურს ერთი რამ: თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები, და არა მხოლოდ უბრალოდ შეასრულონ დავალებები".

იმისათვის, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომლებიც წინ წაწევენ თქვენს ბიზნესს, იყოს მაქსიმალურად ეფექტური, თანამშრომლებს უნდა ესმოდეთ მისი ძირითადი მიზნები და გააჩნდეთ ღია ინფორმაცია მოცემულ მომენტში კომპანიის მდგომარეობაზე. არავის არ სურს არასწორი გადაწყვეტილებების შეთავაზება, იყოს აუტსაიდერი და ფუჭად გენერირებდეს აზრებს. ამიტომაც, ინფორმაციის გაზიარებისა და გადწყვეტილებების თავისუფლებად მიღების მიცემის უნარი წარმოადგენს ხელმძღვანელის უმთავრეს ფუნქციას. უეჭველია, ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად მათი წონადობისა, უნდა კონტროლდებოდეს ხლემძღვანელის მიერ, მაგრამ თანამშრომლებისათის  კომპანიის ბედზე ზრუნვის შესაძლებლობის მიცემა მრავალჯერ ზრდის უფროსობისადმი ლოიალობის დონეს.

გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება ხშირად წარმოადგენს ამ ფრაზის პრედიქტორს: „მე მიყვარს ჩემი სამუშაო".

3) ემპათია/თანაგრძნობა. ადამიანები არ ირჩევენ სამუშაოს მხოლოდ ხელფასის რაოდენობაზე დაყრდნობით. თუ თქვენ შეგვხდებათ ასეთი კანდიდატი, ნამდვილად არ მოისურვებთ მის დაქირავებას. ადამიანები მზად არიან უფრო დაბალანაზღაურებადი სამუშაოსათვის, თუ იციან, რომ შეძლებენ შინაგანი პოტენციალის რეალიზებას, სიტუაციის რამენაირად შეცვლას და დარწმუნებულები იქნებიან, რომ თქვენ მასზე იზრუნებთ და მხარს დაუჭერთ.

თანამშრომლებზე ზრუნვა მოითხოვს არა კაპიტალდაბანდებებს, არამედ მხოლოდ დროის ინვესტიციებს. ეს გამოიხატება საოცარი სამუშაო გარემოს შექმნაში, მაგალითად - გულითადი მისალმება პირველ სამუშაო დღეს, იუბილეების აღნიშვნა, შეხვედრა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ლოიალობის გამოვლენა ოჯახური მიზეზების დროს და ა. შ. სხვა სიტყვებით, იმ წვრილმანების რეალიზაცია, რომლებიც „აადამიანურებენ" სამუშაოს. ბევრი ხელმძღვანელი თვლის, რომ ანაზღაურების მომატება ავტომატურად ზრდის თანამშრომლების  შრომისუნარიანობასა დ ლოიალობას. შემთხვევათა უმეტესებაში ეს ასე არ არის. შექმენით ატმოსფერო, რომელშიც თქვენი  თანამშრომლები კომფორტულად იმუშავებენ და ისინი წამოგყვებიან, სადაც გნებავთ.

და მთავარია გახსოვდეთ რას ამბობდა არისტოტელე: „მთლიანი მეტია ნაწილების ჯამზე". ხელმძღვანელის ამოცანაა გაითვალისწინოს თავისი თანამშრომლების სურვილები და შექმნას კოლექტივი, რომელიც იშრომებს როგორც ერთიანი აწყობილი მექანიზმი.

ამასვე ამბობდა ი. სტალინიც: „კადრები წყვეტენ ყველაფერს".

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge