ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებასერვისი პირიქით ანუ კლიენტების დაუვიწყარი მომსახურება

სერვისი პირიქით ანუ კლიენტების დაუვიწყარი მომსახურება
 | რეიტინგი 3 

 

სერვისი პირიქით ანუ კლიენტების დაუვიწყარი მომსახურებაეს არის მარტივი პროცესი, რომელიც პოტენციურ კლიენტს საშუალებას აძლევს გაგიცნოს, შეგეჩვიოს და დაგიჯეროს. რასაკვირველია, თქვენი ამოცანაა ეს „გაცნობა", „შეჩვევა" და „დაჯერება" გადააქციოთ „გასინჯვად", „ყიდვად", „გამეორებად" და „რჩევად". ეს იგივეა, რომ ვინმე სწორ გზაზე ხელჩაკიდებული ატაროთ.

იმისათვის, რომ ყველაფერი გამოვიდეს ისე როგორც საჭიროა, ყველა ზემოთჩამოთვლილი ნაბიჯის უფრო გულდასმით გააზრება. თქვენ  გონივრულად უნდა დაგეგმოთ თქვენი პროდუქტები, სერვისები, პროცესები და მიდგომები ამ ეტაპების ჯაჭვისადმი.

საბოლოოდ, თქვენ აღმოჩნდებით ისეთ წერტილში, რომელშიც კლიენტები, რომლებმაც გამოსცადეს თქვენი შესანიშნავი სერვისი, ხდებიან არა უბრალოდ მუდმივი მყიდეველები, არამედ თქვენი პროდუქტის სარეკლამო აგენტებიც. ეს არის ნებისმიერი ბიზნესმენის ოცნება ანუ მიზანი - საკუთარი კლიენტების ერთგულ პარტნიორებად გადაქცევა. ამის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა მარკეტინგის შვიდი ეტაპის გათვლა სრულიად საპირისპირო რიგით.

იფიქრეთ, თუ როგორ უნდა მოძრაობდეს კლიენტი ამ გზაზე, მაგრამ დაწყებული ბოლო მომენტიდან. ძალზე ხშირად, როდესაც კომპანია აწარმოებს ახალ პროდუქტს, ის რეკლამას არ ცდება.


საუკეთესო გზა დაუვიწყარი მომსახურებისაკენ - სიარული საპირისპირო მომართულებით.

თუ თქვენ ფიქრობთ ბოლოდან დაწყებას, მაშინ ჯერ ეს უნდა შეეკითხოთ საკუთარ თავს: „რას ფიქრობს კლიენტი ჩვენს საქონელზე ყიდვიდან 180 დღეს შემდეგ?". ამ წერტილიდან დაწყებული თქვენ უნდა გაიაროთ ბოლოდან დასაწყისისაკებ ყველა ეტაპი, იმ მომენტამდე, როდესაც მყიდველმა პირველად გამოიჩინა ინტერესი თქვენი მომსახურების ან საქონლის მიმართ.

ამ ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა გახადოთ კლიენტი ბედნიერი. გადააქციეთ თქვენს პრიორიტეტად უმაღლესი კლასის სერვისი და თქვენი კლიენტებს დიდხანს არ დაავიწყდებით.

გზა უკუმიმართულებით, მაგალითად, რაიმე აბსტრაქტული „ტრენინგ-კურსისა", შეიძლება გამოიყურებოდეს დაახლოებით ასე: კლიენტი იღებს კურსის უფასო განახლებას და მიწვევას შეხვდეს კონფერენციაზე ტრენინგ-პროგრამის სხვა მონაწილეებს.

ყიდვიდან 90-ე დღეს: კლიენტი იღებს ელექტრული ფოსტით  შეტყობინებას 30%-იან ფასდაკლებაზე ყველა მოქმედ პროდუქტზე, როგორც მუდმივი მყიდველი.

ყიდვიდან მე-60 დღეს: კლიენტი იღებს შეძენილ კურსზე მუშაობის შედეგების ტესტის და კონსულტანტთან მუშაობის უფასო კუპონს, თუ მას გაუჩნდა პრობლემები ტრენინგთან დაკავშირებით.

ყიდვიდან 30-ე დღეს: კლიენტი იღებს ტრენერთან უფასო სესიის კუპონს, რომელსაც შეუძლია მიმდინარე შედეგების შეფასება და მისცეს სწორი მიმართულება კურსზე შემდგომი მუშაობისათვის.

ყიდვიდან მე-14 დღეს: კლიენტი იღებს პროდუქტით მუშაობის 30-დღიან უფასო E-mail-ით მხარდაჭერის კუპონს.

ყიდვიდან მე-7 დღეს: კლიენტი იღებს დამატებით მასალებს და ბონუსებს თავისი კურსისათვის ყიდვისათვის მადლობის სახით. მაშინვე ყიდვის შემდეგ: როგორც კი განხორციელდა წარმატებული ტრანზაქცია, ხდება კლიენტის გადამისამართება იმ გვერდზე, რომელზედაც მას დაწვრილებით შეუძლია შეიტყოს, როგორ და როდის მიიღებს თავის კურსს, და ასევე საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც მას შეუძლია დასვას მისთვის საინტერესო კითხვები და მიიღოს დახმარება.

საცდელი პერიოდი: სარეკლამი პრეზენტაციის ნახვის შემდეგ კლიენტი იღებს შესაძლებლობას უფასოდ მიიღოს კურსის პირველი 2 თავი და 30-წუთიანი კონსულტაცია პერსონალურ ტრენერთან, რათა განიხილოს შესაძლო ოფციები და მიზნები.

მთელი ეს პროცესი შესალებელია გამოიყურებოდეს სულ სხვანაირად, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რა ბიზნესს ეწევით და რას ყიდით, მაგრამ საერთო კონცეფცია იგივე რჩება. წარმატებები!

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge