დრო - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებადრო

დრო
 | რეიტინგი 3 

 

დრო  ყველაზე თანაბრად განაწილებული რესურსია. დროს ვერ მოგვპარავენ, ვერ წაგვართმევენ, მას ვერ ვითხოვთ, ვერც ვისესხებთ. დროს ვერავის ვაჩუქებთ და ვერც გვაჩუქებენ, მას ვერ შემოვინახავთ, ვერც დავკარგავთ და ვერც ვიპოვით. მას ვერ დავუტოვებთ ანდერძით შთამომავლებს და ვერც ფულით ვიყიდით. დროს ვერ დავაბრუნებთ და ვერც მომავალში გადავინაცვლებთ. დრო თანაბარი აქვს მათხოვარსაც და ხელმწიფესაც ის დღეღამეში ყველასათვის 24 საათია.

ვამბობთ: “დრო დავკარგე”, “დროს ვკლავ”, “დრო არა მაქვს” და ა.შ. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა: დროს სწორად ვერ ვგეგმავ”. მაშასადამე, საჭიროა ადამიანმა უბრალოდ გადავწყვიტოთ, რას დაუთმო დრო და რას არა. ეს კი, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, არც ისე ადვილია. ნებისმიერი საქმე დროის თვალსაზრისით, შეიძლება დაიყოს 4 კატეგორიად:

 

მნიშვნელოვანი არასასწრაფო (მა)

მნიშვნელოვანი სასწრაფო (მს)

უმნიშვნელო არასასწრაფო (უა)

უმნიშვნელო სასწრაფო (უს)

 

 

ადამიანთა უმეტესობა პრიორიტეტს ანიჭებს სასწრაფო საქმეებს და ნაკლებად უფიქრდება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ის. ამის შედეგად ის დროის მეტ წილს უთმობ “უს” და “უა” საქმეებს (მაგალითად, რიგში დგომისას “ბუზების თვლა”, ინტერნეტში თამაში, ჭორაობა და ა.შ.). ამასობაში დრო გადის შეუმჩნევლად და მხოლოდ სიბერეში ხდება სანანებელი ყოველივე ეს.

ერთმა ექიმმა საავადმყოფოში გამოკითხა ასობით ღრმად მოხუცებული ადამიანი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არცერთი მათგანი არ ნანობდა იმას, რაც გაუკეთებია ცხოვრებაში. რაგინდ მძიმე შედეგიც არ უნდა მოჰყოლოდა მათ ქმედებას, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ კვლავაც ისე მოიქცეოდნენ. ერთადერთი, რასაც ნანობდა ყოველი მათგანი, იყო ის, რაც მათ არ გააკეთეს (კატეგორია: “მნიშვნელოვანი არასასწრაფო”).

ადამიანის ბიოლოგიური საათი არ არის დეკლარირებული დღე-ღამის - 24 საათის ტოლი. ის მთვარის დღე-ღამის, დაახლოებით 24 საათის და 50 წთ-ს ტოლი. სწორედ ეს 50 წუთის ცდომილება გახლავთ იმ დაძაბულობის წყარო, რის გამოც გვეჩვენება, რომ საქმეებს ვერ ვასწრებთ. ეს ერთ-ერთი ჩვენი მრავალი ილუზიათაგანია.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses