ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებასამოთხე და ჯოჯოხეთი

სამოთხე და ჯოჯოხეთი
 | რეიტინგი 3 

ერთ ადამიანს საშუალება მისცეს ენახა სამოთხე და ჯოჯოხეთი და თავად აერჩია სად მოხვედრილიყო. ჯერ სატანამ წაიყვანა ჯოჯოხეთის დასათვალიერებლად. შევიდნენ და ადამიანმა დაინახა ზღაპრულ სუფრას მისხდომილი ადამიანები. სუფრას, რასაც ჰქვია ჩიტის რძეც არ აკლდა. თუ რამე გემრიელი კერძი თუ დესერტი ენახა ცხოვრებაში სტუმარს, სუფრაზე ყველაფერი იდო. ეს იყო მხოლოდ, რომ სუფრის წევრები ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩენილიყვნენ. ღიმილი და ბედნიერება არავის შეენიშნებოდა სახეზე. ისინი ფაქტიურად მშივრები ისხდნენ. საქმე იმაში გახლავთ, რომ სუფრის ყოველ წევრს მარჯვენა ხელზე მიმაგრებული ჰქონდა ჩანგალი და მარცხენა ხელზე კი - დანა, რომელთა სიგრძე მეტრანახევარი იქნებოდა. ამგვარად, ას ისხდნენ სევდიანი სახეებით გრძელი სახელურის მქონე დანა-ჩანგლებით.

შემდეგ, ადამიანი წაიყვანეს სამოთხეში. იქაც, იგივე სუფრა დახვდა, იქაც ადამიანებს მეტრანახევრიანი დანა-ჩანგლები ეკავათ. განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ სამოთხის ადამიანები კარგი ნაკვები იყვნენ, მხიარულობდნენ, იცინოდნენ და სრული ბედნიერება იხატებოდა მათ სახეებზე. სტუმარი გაოცებული დარჩა. ნუთუ შესაძლებელია, რომ ორ სრულებით ერთნაირ პირობებში ასეთი განსხვავებული განწყობის ადამიანები იყვნენ? ორივე სუფრას ერთნაირი მენიუ ჰქონდა, ორივე სუფრის წევრებს ერთნაირი დანა-ჩანგალი ეკავათ. მაშ რამ განაპირობა ასეთი რადიკალური განსხვავება?

როდესაც სტუმარი კარგად დააკვირდა ადამიანთა ქცევებს, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. სამოთხის ადამიანები, მართალია ისევე ვერ ახერხებდნენ თავად ეჭამათ თავიანთი დანა-ჩანგლით, მაგრამ ყოველი სუფრის წევრი იმ თანამოინახეს კვებავდა, ვისაც მისწვდებოდა თავის დანა-ჩანგლით. სანაცვლოდ მას სხვა ადამიანებიაწვდიდნენ ჩანგლით საკვებს და ასე ერთმანეთის დახმარებით, ყველა ბედნიერი და მაძღარი იყო.

ჯოჯოხეთის ადამიანები კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ და რა გასაოცარია, რომ მშივრები უსხდნენ მდიდარ სუფარს?


ცხოვრების სუფრა მდიდარია ათასგვარი კერძებით, რაც გამოიხატება ურიცხვ შესაძლებლობებში ჩვენს ირგვლივ. მაგრამ „გრძელტარიანი დანა-ჩანგლის" მსგავსად, სამწუხაროდ, ყველა შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ მრავალი მიზეზის გამო: ზოგისთვის კაპიტალი არ გვაქვს, ზოგისთვის ცოდნა არ გაგვაჩნია, ზოგისთვის გამოცდილება, ზოგისთვის ასაკი არ გვიწყობს ხელს, ზოგისთვის „ჩვენი დრო" გვენანება, ზოგი ჩვენს პიროვნებას არ შეესაბამება, ზოგისთვის გამბედაობა არ გვყოფნის, ზოგი უკვე გვაქვს, ზოგი უკვე კუჭში ვერ ჩაგვეტევა და მრავალი მრავალი სხვა. გამოდის, თუკი ჩვენ ვერ ვიყენებთ შესაძლებლობას („ვერ ვიდებთ კერძს პირში") არც არავის უნდა გავანდოთ? თუ ასე მოვიქცევით, არც სხვა გაგვიზიარებს იმ შანსს, რომელიც ზუსტად ჩვენზეა ზედგამოჭრილი, ხოლო ის ვერაფერში გამოიყენებს („ვერ წვდება თავის დანა-ჩანგლით რომ შეჭამოს").

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge