ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი
 | რეიტინგი 3 

 

ეიფელის კოშკის აშენებას უამრავი მითქმა-მოთქმა ერთვოდა თან. ყველა იძახოდა, რომ ის დააუშნოებდა პარიზის ხედს. განსაკუთრებული თავგამოდებით ამ პროექტის ლანძღვაში გამოირჩეოდა გი დე მოპასანი. ის ხშირად სადილობდა კოშკის რესტორანში  პირველ დონეზე (დღეს მას ჰქვია რესტორანი „ჟიულ ვერნი") და კითხვაზე, რატომ დადიოდა ის იქ, გი დე მოპასანი პასუხობდა: „ეს არის ერთადერთი ადგილი პარიზში, საიდანაც არ სჩანს ეს კოშკი".

მოდით გადავიტანოთ ეს მეტაფორა ადამიანზე. ადამიანი არის ერთადერთი ადგილი, საიდანაც არ სჩანს ის მთლიანობაში. ჩვენს მიერ აღქმული საკუთარი ხმა არ ჰგავს ხმას, რომელიც ესმით ჩვენი საუბრისას სხვებს. ჩვენ ვერ ვხვდებით, როგორ გამოიყურება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, ჩვენ გვეჩვენება, რომ ჩვენ უკვეთ ვიცით როგორები ვართ. თუ პროფესიონალი მსახიობი არ არის, ადამიანი არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ როგორ ვჩანვართ ჩვენ სხვის თვალში.

მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ვიდეოში ენახოს საკუთარი თავი და მოსწონებოდეს ის რაც ნახა. ყველას გქონიათ ალბათ შემთხვევა, გადაუღებთ ადამიანს ფოტოს და იმდენად არ მოსწონებია მას თავისი თავი, რომ გთხოვთ წაშალოთ ფოტოაპარატიდან ესა თუ ის სურათი. არადა თქვენ სრულებით ნორმალურად გეჩვენებათ იგივე ფოტო. სხვაობა თუ „როგორ ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს" და „როგორ გვხედავენ სხვები" არ შემოიფარგლება უბრალოდ უმნიშვნელო მცირე დეტალებით. ეს დიაგნონალურადგანსხვავებული წარმოსახვითი სურათებია.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალზე ხშირად მიფიქრია: „რა აღიზიანებს ამ ადამიანებს ჩემში? მე ხომ ჩვეულებრივად ვიქცევი?" მაგრამ, როგორც გარშემომყოფთა რეაქციებიდან ვასკვნი, მე მეტად აუტანელი უნდა ვიყო ხშირად. მაგრამ ჩემს წარმოსახვაში ჩემი ქცევა სრულებით „ნორმალურია".

 

 

 

მეტსაც ვიტყვი. მე მაქვს ეჭვი, რომ ჩვენ სწორედ იმ ნაკლს ვამჩნევთ ყველაზე ხშირად სხვა ადამიანებში, რომელიც ჩვენც გვაქვს, მაგრამ გვგონია რომ არ გვაქვს. და როდესაც სხვებს შენიშვნებს ვაძლევთ, გამოგვდის ქართული ანდაზა: „ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოო".

თუ ადამიანი „ჩვეულებრივია" მას მუდმივად აძლევენ შენიშვნებს ოჯახის წევრები, თანამშრომლები, მეზობლები, მეგობრები. ეს ყოფითი სიტუაციაა. მაგრამ გაცილებით რთულად არის საქმე თუკი ადამიანი თანამდებობის პირია, ან წარმატებული ბიზნესმენია. მას ისე ხშირად „ვერ გაუბედავენ" შენიშვნების მიცემას და უფსკრული ამ ორ „წარმოსახვით სურათს" შორის სულ უფრო იზრდება. ასეთ ადამიანს, თუკი იშვიათად მიუთითებენ ნაკლზე, ექმნება ილუზია. რომ ის არის სხვაზე „ჭკვიანი", „უნაკლო", „მომხიბვლელი", „გონიერი", „მოხერხებული" და ა.შ. მაშინ, როდესაც სხვები იგივე ადამიანში ხედავენ „გაიძვერას", „ნაძირალას", „თავში აუვარდა წარმატებას", „ხარბს", „გარყვნილს" და ა.შ.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge